სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ
N 224/01-01
27.09.2023
224-01-01-4-202309271759
“უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის, 372 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის N135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ
— ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე- 14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-8 პუნქტის “ა” და “პ” ქვეპუნქტების, მე-9 პუნქტის, 322 მუხლის მე-5 პუნქტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილების — „სსიპ
— ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების ერთიანი წესისა და სამეცნიერო თანამდებობების დაკავების დამატებითი პირობების დამტკიცების შესახებ“ (დამტკიცებულია თსუ წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ, ოქმი N03; 23.06.2017წ), “სსიპ — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულების (ინსტიტუტების) საშტატო განრიგის დამტკიცების შესახებ“ თსუ რექტორისა და ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2023 წლის 12 ივლისის N18/04 ერთობლივი ბრძანების, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაიის ინსტიტუტის დირექტორის ნანა ბოლაშვილის 2023 წლის 26 სექტემბრის N27779/10 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. გამოცხადდეს კონკურსი სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამსახურში მისაღებად;
2. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 4 წლის ვადით აირჩევა პირი, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, სამეცნიერო — კვლევითი საქმიანობის გამოცდილება (რაც გულისხმობს არა მხოლოდ სამეცნიერო- კვლევით, უმაღლეს საგანმანათლებლო ან სხვა პროფილურ დაწესებულებაში სამეცნიერო თანამდებობაზე მუშაობას, არამედ გამოქვეყნებულ სამეცნიერო პუბლიკაციებსაც) აქვს გამოქვეყნებული ან გამოსაქვეყნებლად მიღებული სამეცნიერო პუბლიკაციები, მათ შორის არანაკლებ 1 რეიტინგული სამეცნიერო პუბლიკაცია მაინც სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის კლასიფიკაციის მიხედვით;
3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 27 სექტემბერს საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი დასამტკიცებლად წარედგინოს თსუ რექტორს არაუგვიანეს 2023 წლის 10 ნოემბრისა.
4. კონკურსი გამოცხადდეს ვახუშტი ბაფრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში მეცნიერი თანამშრომლების სამეცნიერო თანამდებობების დასაკავებლად:
ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი — 1 საშტატო ერთეული
კარტოგრაფია -გეოინფორმატიკის ლაბორატორია
მეცნიერი თანამშრომელი -1 საშტატო ერთეული
ფიზიკური გეოგრაფიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი — 1 საშტატო ერთეული
საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება
მეცნიერი თანამშრომელი — 0,5 საშტატო ერთეული
5. სამეცნიერო თანამდებობებზე (მეცნიერი თანამშრომლები) გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მსურველი ვალდებულია განსაზღვრული პირობებისა და ვადების დაცვით წარუდგინოს საკონკურსო კომისიას შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) განცხადება საკონკურსო კომისიის სახელზე დადგენილი ფორმის მიხედვით (აკადემიური საბჭოს 2017 წლის 31 მაისის N63/2017 დადგენილება, დანართი N2);
ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (პასპორტი, პირადობის მოწმობა); გ) ავტობიოგრაფია (CV);
დ) შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი, უცხო ქვეყანაში მიღებული განათლების ან/და სამეცნიერო ხარისხის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) აღიარების კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტის (დოკუმენტების) ასლი;
ე) სამეცნიერო საქმიანობის გამოცდილების ამსახველი ინფორმაცია (მათ შორის სამეცნიერო-კვლევითი პროდუქციის ჩამონათვალი, თარიღების მითითებით და არსებობის შემთხვევაში სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობის შესახებ);
ვ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის გამოცდილების ამსახველი კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული დოკუმენტი (ცნობა ან შრომის წიგნაკის ასლი ან სხვ.);
ზ) ცნობა — სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისათვის ნასამართლეობის შესახებ.
6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2022 წლის 27 ოქტომბრიდან 2 ნოემბრის ჩათვლით 1000-დან 1700 საათამდე თსუ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. მისამართი: თბილისი, თამარაშვილის ქ.N6. ოთახი N10.
7. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთში „თბილისის უნივერსიტეტი’’.
8. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
9. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის
გეოგრაფიის ინსტიტუტი, გაზეთი „თბილისის უნივერსიტეტი‘‘, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი);
10. ბრძანება ძალაშია ხელმოწერისთანავე.
ნინო გვენეტაძე
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი