თსუ-ს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნები გამოცხადდა

თარიღი: 2022-11-15 15:14:57

15 ნოემბერს თსუ-ს აკადემიური საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ დაადგინა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადდეს არჩევნები, დაიწყოს კანდიდატთა რეგისტრაცია და დამტკიცდეს „სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ” განცხადების ტექსტი (,,უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6, მე-7 და მე-8 პუნქტების, 32-ე მუხლის მე-2 პუნქტის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის  – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტის, მე-8 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“  ქვეპუნქტის, მე-14 მუხლის 1-5 პუნქტების, 24–ე მუხლის პირველი პუნქტისა და უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს 2022 წლის  15 ნოემბრის №19 სხდომის ოქმის საფუძველზე).

რექტორის არჩევის დღედ 2022 წლის 27 დეკემბერი განისაზღვრა.

განცხადება

სიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის თანამდებობის დასაკავებლად არჩევნების გამოცხადების, კანდიდატთა რეგისტრაციის დაწყებისა და კანდიდატის შერჩევის შესახებ

1.   გამოცხადდეს   არჩევნები   და   დაიწყოს   კანდიდატთა   რეგისტრაცია   სსიპ   –   ივანე ჯავახიშვილის  სახელობის  თბილისის  სახელმწიფო  უნივერსიტეტის  რექტორის თანამდებობის დასაკავებლად.

2.  რექტორის   თანამდებობის  დასაკავებლად  კონკურსში  მონაწილეობის  მიღება  შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი.

3. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსი გამოცხადდეს 2022 წლის 15 ნოემბერს.

4. რექტორის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატთა რეგისტრაცია დაიწყოს სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 2022 წლის 16 დეკემბრის 10:00 საათიდან, მისამართზე: ქ. თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზირი №1, ოთახი №114. სარეგისტრაციო განაცხადის გამოგზავნა ასევე შესაძლებელია ელექტრონულ მისამართზე:  chancellery@tsu.ge

5.  რექტორის  თანამდებობის  დასაკავებლად  კანდიდატთა  რეგისტრაციის  ბოლო  ვადად განისაზღვროს 2022  წლის 21 დეკემბრის 18:00 საათი.

6. აკადემიური საბჭოს მიერ შემოსული განცხადებების განხილვის ვადად განისაზღვროს 2022 წლის 26-27 დეკემბერი, ხოლო რექტორის არჩევის დღედ 2022 წლის 27 დეკემბერი.

7. აკადემიური საბჭო მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ 2022 წლის 26-27 დეკემბრის პერიოდის ფარგლებში საზღვრავს კანდიტატებთან გასამართი გასაუბრების დროსა და განრიგს, რის თაობაზეც აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილება გამოქვეყნდება საჯაროდ, ხოლო აღნიშნულის თაობაზე კანდიდატებს დამატებით ეცნობებათ წინასწარ.

8. კანდიდატმა სარეგისტრაციოდ უნდა წარადგინოს:

ა) “უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონის დამადასტურებელი დოკუმენტი;

ბ)  უნივერსიტეტის განვითარების სამოქმედო გეგმა და კონცეფცია;

გ)  პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;

დ) ავტობიოგრაფია (CV);

ე)  2 ფერადი ფოტოსურათი, ზომით 3/4–ზე;

ვ) ცნობა სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლობის შესახებ;

ზ) ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.

Facebook
Twitter
LinkedIn