თამთა ქვრივიშვილმა ერთი სემესტრი ბოლონიის უნივერსიტეტში ისწავლა

თარიღი: 2025-01-27 14:06:19

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსის სტუდენტმა თამთა ქვრივიშვილმა გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში გაიარა ერთი სემესტრი.

,,ყოველთვის მინდოდა გაცვლითი პროგრამით უცხოეთში სწავლა და ევროპული განათლების მიღება. 2023 წელს ჩავაბარე თსუ-ს სამაგისტრო პროგრამაზე – ,,პოლიტიკის ანალიზი და საჯარო პოლიტიკა”. ამავე წლის გაზაფხულის სემესტრში გავიმარჯვე ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ პროექტში და 2024 წლის შემოდგომის სემესტრს ვატარებ იტალიაში, ბოლონიის უნივერსიტეტში. მიუხედავად უამრავი სირთულისა, აქ სწავლა და ახალი ცოდნის დაგროვება ერთ-ერთი საუკეთესოა არა მარტო გამოცდილების მისაღებად, არამდე ახალი გარემოს შესაცნობად და საკუთარი შესაძლებლობების შესაფასებლად. ვეცდები, მიღებული ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მაქსიმალურად გამოვიყენო როგორც პიროვნულ, ასევე პროფესიული განვითარების კუთხით“, – აღნიშნავს თამთა.

თამთა ქვრივიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ძალიან მადლიერია და ამბობს: ,,თსუ ის უნივერსიტეტია, რომელიც სტუდენტთა შრომას და მიზანდასახულობას აფასებს. მჯერა, მომავალშიც ასე გაგრძელდება“.

Facebook
Twitter
LinkedIn