გამორჩეული პირველსემესტრელი ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან

თარიღი: 2025-09-23 18:23:07

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, აკადემიკოსი ჯაბა სამუშია, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი, პროფესორი დარეჯან თვალთვაძე და სტუდენტური თვითმმართველობის პრეზიდენტი ლუკა ტაბიძე ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველსემესტრელ სტუდენტებს შეხვდნენ და სწავლის დაწყება მიულოცეს. შეხვედრაზე თსუ-ს რექტორმა და ფაკულტეტის დეკანმა დააჯილდოვეს 2025 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩარიცხული ყველაზე მაღალქულიანი პირველსემესტრელი სტუდენტი თამარ მეზვრიშვილი.

თამარმა ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ისტორიის მიმართულება აირჩია. მას ყველასგან ესმოდა, რომ სწორედ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიძენს კვალიფიციურ ცოდნას. მისი მიზანია საკუთარი უნარების განვითარება, რათა სამომავლოდ გამოიყენოს ისინი ჭეშმარიტად მნიშვნელოვანი საქმისთვის.  

Facebook
Twitter
LinkedIn