სოფიკო მღებრიშვილმა ჩვენი ქვეყნის ელჩის როლი მოირგო

თარიღი: 2024-10-24 19:12:29

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მე-3 კურსის სტუდენტმა სოფიკო მღებრიშვილმა  გასული სასწავლო სემესტრი გერმანიის ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში გაიარა.

,,გაცვლითი პროგრამის მონაწილის გზა კონკურსის წარმატებით გადალახვის შემდეგაც სირთულეებითაა სავსე, თუმცა საზღვარგარეთ სწავლა არის უზომოდ სანტერესო და ქაოსით სავსე გამოცდილება, რომელიც ყველა მიმართულებით გზრდის და, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გასწავლის ძალიან ბევრს. მთავარი მიზანი იქ გატარებული დროის მაქსიმალურად სასიამოვნოდ გატარება მგონია…

დასაწყისში თითქოს საუკუნედ გეჩვენება 4 თვე, თუმცა როცა ყველაფერი ჩაივლის, ნოსტალგია და უკან დაბრუნების სურვილი რჩება.

დღემდე მაქვს და, დარწმუნებული ვარ, კიდევ დიდხანს მექნება იქ გაცნობილ საერთაშორისო სტუდენტებთან ურთიერთობა. ვფიქრობ, პროექტის მიზანიც ეს იყო… მეტად ტოლერანტული ხდები, მიმღებლობის უნარი გიძლიერდება სხვადასხვა კულტურის ადამიანების მიმართ და შენც, თავის მხრივ, ერთგვარი ქვეყნის ელჩის როლი გაქვს მორგებული“, – ამბობს სოფიკო მღებრიშვილი, რომელიც თვლის, რომ ევროპის რომელიმე ქვეყანაში სწავლა მიზანდასახული და შრომისმოყვარე სტუდენტებისთვის სულაც არ არის წარმოუდგენელი.

Facebook
Twitter
LinkedIn