38 სტუდენტი შპაიერში  საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა

თარიღი: 2022-09-05 15:34:33

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის „საჯარო მმართველობის“ 38 სტუდენტი შპაიერში  (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდა. საზაფხულო სკოლის პროგრამა, ლექციების გარდა, ოფიციალურ შეხვედრებსა და ექსკურსიებს ითვალისწინებდა. სტუდენტები  საერთაშორისო და ადგილობრივ ინსტიტუციებს ეწვივნენ, მათ შორის: სტრასბურგში ევროპარლამენტსა და ევროსაბჭოს, ადმინისტრაციულ საქმეთა სასამართლოს მანჰაიმში და ურბანული განვითარების სამსახურს ჰაიდელბერგში.

საზაფხულო სკოლა 8 აგვისტოდან 21 აგვისტომდე  თსუ-სა და შპაიერის უნივერსიტეტის დაფინანსებით მიმდინარეობდა. საზაფხულო სკოლაში 2019, 2020 და 2021 წელს პროგრამაზე ჩარიცხული სტუდენტები მონაწილეობდნენ.

ინტერდისციპლინური, საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა „საჯარო მმართველობა“ თსუ-ის იურიდიულ ფაკულტეტსა და   შპაიერის ადმინისტრაციულ მეცნიერებათა უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში 2009 წლიდან ხორციელდება. 

Facebook
Twitter
LinkedIn