საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა
მიმდინარე წლის5 ივლისს ქ. ბათუმში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ორგანიზებით ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა სამეცნიერო-საგანმანათლებლო ღონისძიება „საზღვაო ქვეყნის ლურჯი პოლიტიკა“, რომელიც მიზნად ისახავდა შავი ზღვისა და ზღვისპირა რეგიონის ბიომრავალფეროვნების, ეკოლოგიის, ბუნებრივი რესურსების, კლიმატის, სოციალურ-ეკონომიკური, პოლიტიკური, კულტურულ-ისტორიული და სხვა მიმართულებით არსებული უახლესი სამეცნიერო კვლევების პრეზენტაციებს, გამოფენებს, ვორკშოპებს, შემეცნებითი ვიქტორინებს და სხვა აქტივობების ჩატარებას. მასში მონაწილოებას იღებდნენ როგორც სხვადასხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ასევე ის ორგანიზაციები რომლებიც ახორციელებენ კვლევებს შავი ზღვის მიმართულებით.
აღნიშნულ ღონისძიებაში მონაწილოება მიიღო ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის და თსუ-ს ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამუშაო ჯგუფმა. დამსწრე საზოგადოებას წარედგინა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე და ახლად დამთავრებული, ევროგაერთიანების (EU) და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული შავ ზღვასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევითი პროექტები:
“ემბლას”-ი (EU/UNDP Project Emblas, EMBLAS Plus, EU4EMBLAS), „შავი ზღვის სანაპირო ზოლში საზღვაო ნარჩენების შემცირების ინოვაციური მეთოდები და ტქნოლოგიები“ ( „Innovative techniques and methods for reducing the marine litter in the Black Sea coastal areas – BSB552 RedMarLitter“), „ევროპის ოკეანოგრაფიულ დაკვირვებათა ქსელი“ (EMODnet — Chemistry, EMODnet Ingestion), „საზღვაო კვლევების და ინოვაციების კოორდინირება შავ ზღვაზე“ — „ Black Sea Connect“, Horizon 2020) „შავი ზღვის კვლევებისა და ინოვაციების ხელშეწყობა ლურჯი ზრდის თანაგანვითარებისათვის მდგრადი ეკოსისტემების შენარჩუნების პირობებში“ ( „Advancing Black Sea Research and Innovation to Co-Develop Blue Growth within Resilient Ecosystems — BRIDGE-BS“, Horizon 2020 ), და, ასევე, „ოპტიმალური და ღია კვლევების მხარდაჭერის განვითარება შავ ზღვაზე“ („Developing Optimal and Open Research Support for the Black Sea — DOORS“, Horizon 2020), რომელიც წარმოადგენს BRIDGE- BS -ის პარალელურად მიმდინარე თანაზიარ პროექტს.
საინფორმაციო პრეზენტაციების პარალელურად ჩატარდა სამეცნიერო შემეცნებით ვიქტორინა და შავ ზღვასთან დაკავშირებული თემატური ნახატების კონკურსი, ღონისძიებაში მონაწილე ბავშვებს თსუ-ს სახელით გადაეცათ პროექტების ფარგლებში დამზადებული საჩუქრები (მათ შორის, მეორადი პლასტიკისგან საქართველოში წარმოებული ელექტრონული აქსესუარები).
„შავი ზღვის ლურჯი პოლიტიკა“, რომელსაც ესწრებოდა მრავალფეროვანი აუდიტორია (მათ შორის, სამთავრობო, აკადემიური, უმაღლესი საგანმანათებლო დაწესებულებებიდან, არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და სკოლებიდან), მიზნად ისახავდა საზოგადოების შავი ზღვის პრობლემების მიმართ ცნობიერების ამაღლებას, სამეცნიერო კვლევებისა და ინოვაციების პოპულარიზაციასა და მკვლევართა მიღწევების გაცნობას ფართო საზოგადოებისათვის.
კახაბერ ბილაშვილი
ოკეანოგრაფიისა და ჰიდროლოგიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი