რა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა საქართველოში სანდრო კაპანაძე იტალიაში სწავლის შემდეგ

თარიღი: 2025-04-10 18:18:18

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მე-4 კურსის სტუდენტმა სანდრო კაპანაძემ, ,,Erasmus+“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, იტალიაში, ტრიესტის უნივერსიტეტში  გაიარა შემოდგომის სემესტრი.

იგი სწავლობდა „დიპლომატიისა და საერთაშორისო ურთიერთობების“, ასევე,  „ევროპული პოლიტიკის ციფრული, ეკოლოგიური და სოციალური ტრანსფორმაციების“ მიმართულებით. ორივე პროგრამამ მას საშუალება მისცა – სიღრმისეულად შეესწავლა ეს სფეროები.  

,,ევროკავშირის სრულად დაფინანსებული საგანმანათლებლო პროგრამები ახალგაზრდებს ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას გვაძლევს. ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია იმ უდიდესი ინვესტიციისა, რომელსაც დასავლელი პარტნიორები საქართველოს განვითარებაში დებენ. წარმოუდგენლად სასიამოვნოა, როდესაც ერთ დღეს აკადემიურ დარბაზში განიხილავ თანამედროვე მსოფლიოს გლობალურ გამოწვევებს, მეორე დღეს კი იტალიის მზიან ადრიატიკის ზღვის  სანაპიროზე ისტორიულ, ავანგარდულ გარემოში ისვენებ, სადაც ერთმანეთს რეალისტურად ერწყმის ანტიკურ-შუასაუკუნოვანი ხელოვნება და თანამედროვე პოსტ-ინდუსტრიული, განვითარებული გარემო.  ეს პროცესი იყო არა მხოლოდ აკადემიური გამოცდილება, არამედ შესაძლებლობა – აღმექვა  იტალიისა და ევროპის მრავალფეროვანი კულტურა. ევროკავშირის ერთ-ერთი უდიდესი საჩუქარია ისიც, რომ  წევრ ქვეყნებს შორის საზღვრის გადაკვეთა უმარტივესია, რამაც საშუალება მომცა მემოგზაურა მრავალ ქვეყანაში –  საფრანგეთში, ესპანეთში, ავსტრიაში, უნგრეთსა და ჩეხეთში. მადლობელი ვარ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, რომელმაც საშუალება მომცა  – მქონოდა ეს შესაძლებლობა”, – ამბობს სანდრო კაპანაძე.

Facebook
Twitter
LinkedIn