გილოცავთ დაარსებიდან 80 წლის იუბილეს!
გულითადად ვულოცავთ ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტს და მის სამეცნიერო კოლექტივს დაარსებიდან 80 წლის იუბილეს! განუზომელია მისი წვლილი საქართველოში მორფოლოგიური მეცნიერების განვითარებაში, ძლიერი სამეცნიერო სკოლების ჩამოყალიბებასა და ფუნდამენტური მეცნიერების პრაქტიკულ მედიცინასთან დაახლოებაში. ინსტიტუტის მდიდარი ისტორია და დღევანდელი საქმიანობა ქართული მეცნიერების მნიშვნელოვანი მონაპოვარია.
ვუსურვებთ მორფოლოგიის ინსტიტუტს, რომ მის სახელს მომავალშიც არაერთი მნიშვნელოვანი მიღწევა და საინტერესო, რეზონანსული კვლევა დაუკავშირდეს და ასე ღირსეულად შეასრულოს თავისი მისია თანამედროვე სამეცნიერო გამოწვევების საპასუხოდ.
ირაკლი ნატროშვილი
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი
