ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტის თანამშრომლებს

თარიღი: 2026-10-14 13:37:02

80 წლის შესრულება მორფოლოგიის ინსტიტუტისთვის  მნიშვნელოვანი მოვლენაა.  განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია ეს ფაქტი მეცნიერებათა აკადემიისთვის, რომლის წიაღშიც  დაიბადა ინსტიტუტი. თაოსანი  აკადემიკოსი ალექსანდრე ნათიშვილი გახლდათ.  ეს იყო ამ დარგის  პირველი  სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი.

საგულისხმოა, რომ სწორედ ინსტიტუტის დაარსებამ განაპირობა მორფოლოგიური მეცნიერების განვითარება. ნიშანდობლივია, რომ ინსტიტუტის თანამშრომელთა  მცდელობით მორფოლოგია, როგორც ფუნდამენტური თეორიული დისციპლინა, მჭიდროდ დაუკავშირდა  პრაქტიკულ მედიცინას.

მორფოლოგიის ინსტიტუტის არსებობის 80 წლის მანძილზე  ინსტიტუტმა მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა და მეტად საინტერესო ტრადიციები შექმნა.  სწორედ ამ ტრადიციებს აგრძელებენ ინსტიტუტის თანამედროვე ბინადრები.

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია გილოცავთ სახელოვან იუბილეს და გისურვებთ ახალ-ახალ მიღწევებს, დიდ წარმატებებს.

საქართველოს მეცნიერებათა  ეროვნული აკადემიის პრეზიდენტი,

აკადემიკოსი როინ მეტრეველი

Facebook
Twitter
LinkedIn