თსუ რექტორმა ჯაბა სამუშიამ მზექალა შანიძეს 97 წლის იუბილე მიულოცა

თარიღი: 2023-01-18 19:28:43

თსუ რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ცნობილ ენათმეცნიერს, აკადემიკოს მზექალა შანიძეს დაბადების დღე მიულოცა.
 

“ქალბატონო მზექალა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით გილოცავთ დაბადების დღეს! გისურვებთ ჯანმრთელობასა და მხნეობას! უდიდესია თქვენი ღვაწლი ქართული ფილოლოგიისა და ენათმეცნიერების განვითარების საქმეში. თქვენი თანამედროვე და წარმატებული სამეცნიერო საქმიანობა უდიდესი მაგალითია ახალგაზრდა თაობისთვის. საამაყო ქალბატონი ბრძანდებით და მართლაც მნიშვნელოვანია თქვენი სიბრძნისა და ცხოვრებისეული გამოცდილების გაზიარება. კიდევ ერთხელ მთელი გულით გილოცავთ 97 წლის იუბილეს და გისურვებთ ბევრი ღირსეული საქმე გეკეთებინოთ დედა უნივერსიტეტისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ”- ნათქვამია მისალოც წერილში.

Facebook
Twitter
LinkedIn