ქიმიკოსებისადმი გამოხატული მადლიერების დღე თსუ-ში

თარიღი: 2023-06-02 18:06:27

რამდენიმე დღის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას ინიციატივით, მომავალი წლიდან ქართველი ქიმიკოსების დღეს უნივერსიტეტის პირველი რექტორის, საქართველოში ქიმიის მეცნიერების ფუძემდებლის პეტრე მელიქიშვილის დაბადების დღეს – 11 ივლისს აღნიშნავს.

ინფორმაცია ამის შესახებ უნივერსიტეტში ქიმიკოსების შეხვედრაზე გახდა ცნობილი. ღონისძიებას დაესწრნენ თსუს კურსდამთავრებული ქიმიკოსები, რომლებიც მუშაობენ ისეთი მიმართულებებით, როგორიცაა აგროქიმია, ასტროქიმია, ბიოქიმია, გეოქიმია, ჰიდროქიმია, ქიმიური აღჭურვილობის ინჟინერია, მეტალურგია, კვების პროდუქტების წარმოება, ნავთობქიმია, რადიოქიმია,  ნანოქიმია, ფარმაცევტული  ქიმია, სასამართლო ექსპერტიზა, ელექტროქიმია, ეკოლოგია და სხვა.

30 მაისს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ქიმიკოსებმა უშურველად გაიღეს სითბო და სიყვარული ერთმანეთის, საკუთარი პედაგოგებისა და, ზოგადად, ქიმიის, როგორც მეცნიერების, მიმართ.

ღონისძიება, რომელსაც სწორედ ასე ეწოდებოდა  – „ქიმიკოსის დღე“ – ქი­მი­ის დოქტო­რი, თსუ ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის მაკრომოლე­კუ­ლე­ბის ქი­მი­ის სას­წავ­ლოსა­მეც­ნი­ერო ლა­ბო­რა­ტო­რი­ის გამ­ს, ელ­იზა მარ­ქა­რაშ­ვი­ლის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.  ღონისძიების სპონსორები იყვნენ: საერთაშორისო პარფიუმერიის ქსელი „არომატიკა“; კომპანია „ზედაზენი“; საერთაშორისო კომპანია „Tiens“-ი, კომპანია “ავერსი რაციონალი” და შპს „კომუნიკომი“.

თსუ-ს ზუსტ და სა­ბუ­ნე­ბის­მეტყვე­ლო მეც­ნი­ერ­ებ­ათა ფა­კულ­ტე­ტის ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ქიმიის დოქტორმა იოსებ ჩიკვაიძემ თავის გამოსვლაში მადლობა გადაუხადა ორგანიზატორებსა და სპონსორებს, ასევე, თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურს, რომელთა ძალისხმევითაც გახდა შესაძლებელი  „ქიმიკოსის დღის“ აღნიშვნა. „ფაქტია, რომ ყველა ქიმიკოსი უზომოდაა შეყვარებული თავის სპეციალობაზე და აქაც ჩანს, რამხელა სიყვარული და სითბო ტრიალებს მათ შორის. ამიტომაც, ვფიქრობთ, ტრადიციად ვაქციოთ ეს დღე და მომავალში კიდევ უფრო საინტერესო შეხვედრები გაიმართოს“, – აღნიშნა მან.

შეხვედრაზე დამსახურებულ ქიმიკოსებს რამდენიმე ნომინაციაში ფასიანი საჩუქრები და მადლობის სიგელები გადაეცათ.

ნომინაციაში  – „ქიმიკოსი აკადემიკოსი“ –  დაჯილდოვდნენ:  რამაზ გახოკიძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ორგზის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი;  ბეჟან  ჭანკვეტაძე – საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, ფიზიკური და ანალიზური ქიმიის კათედრის გამგე, პროფესორი; რამაზ ქაცარავა -საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი, პროფესორი აგრარული უნივერსიტეტის ქიმიისა და მოლეკულური ინჟინერიის ინსტიტუტის დირექტორი.

ნომინაციაში  – „ხელოვნებაში მოღვაწე ქიმიკოსი“ – დაჯილდოვდნენ: ელდინო საღარაძე – პოეტი, მსახიობი, პედაგოგი; გურამ წიბახაშვილი – მხატვართა კავშირის, დამოუკიდებელ ჟურნალისტთა კავშირის  და ფოტომხატვართა კავშირის წევრი; რევაზ კლდიაშვილი – საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი; ნინო მირზიაშვილი – ქიმიის დოქტორი, სცენარისტი; მარიამ წიკლაურიპოეტი, საბავშვო მწერალი, მთარგმნელი, ლიტერატურული პრემია „გალას“ ლაურეატი.

ნომინაციაში – „ღვაწლმოსილი და გამორჩეული ქიმიკოსი ხელმძღვანელი“ – დაჯილდოვდნენ: გივი პაპავა – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის მაღალმოლეკულურ ნაერთთა ქიმიის ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; იოსებ ჩიკვაიძე – ქიმიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ორგანული და ბუნებრივ ნაერთთა ქიმიის კათედრის გამგე, დაჯილდოებულია ღირსების ორდენით და უნივერსიტეტის ოქროს მედლით; ბადრი არზიანი – პროფესორი, სამედიცინო უნივერსიტეტის სამედიცინო  ქიმიის დეპარტამენტის უფროსი; ქეთევან ებრალიძე პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის დირექტორი, მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი; თამარ სარაჯიშვილი – შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის დირექტორი, ქიმიის დოქტორი; მანანა სამხარაძე – ზურაბ ძამუნაშვილის სახელობის ქალაქ თბილისის N220 საჯარო სკოლის დირექტორი, მასწავლებლის პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის საგნობრივი ტრენერი;  მარინა ისკაკოვა – ქუთაისის 33-ე სკოლის დირექტორი, ქიმიის დოქტორი, მენტორი მასწავლებელი, 2017 წლის ,,მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს” საუკეთესო ათეულის წევრი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის  ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი.

ნომინაციაში  – „ღვაწლმოსილი მოქმედი პროფესორი“ – დაჯილდოვდნენ: ნელი სიდამონიძე – ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი, ქიმიის დეპარტამენტის  აკადემიური  საბჭოს მდივანი; ლია ბარამიძე  – მოწვეული პედაგოგი, ქიმიის დოქტორი; ქრისტინე გიორგაძე – ასისტენტ პროფესორი; ნათელა ანანიაშვილი – აკადემიური საბჭოს წევრი, რ. აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ თანამშრომელი; ნათელა ლორია – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი;

აქვე დაჯილდოვდნენ ის ქიმიკოსები, რომლებიც ამჟამად არ მუშაობენ, მაგრამ დიდი წვლილი მიუძღვით ქიმიის მეცნიერების განვითარებასა და ახალგაზრდა ქიმიკოსთა აღზრდაში: ზურაბ ძოწენიძე- ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი; რიმა პაპავა – ქიმიის დოქტორი; ლიანა ნაკაიძე – ქიმიის დოქტორი; ცისანა ვარდოსანიძე – ქიმიის დოქტორი; ნუნუ ძოწენიძე – ქიმიის დოქტორი; თინა დოქსოპულო – ქიმიის დოქტორი; მაკა ალექსიშვილი – ქიმიის დოქტორი.

ნომინაციაში  – „ქიმიის პოპულარიზაციაში გამორჩეული ქიმიკოსი“ – დაჯილდოვდნენ: ნოდარ ლეკიშვილი – ემერიტუს პროფესორი, საქართველოს ქიმიური საზოგადოების თავმჯდომარე; ელიზბარ ელიზბარაშვილი – პროფესორი, პროფესიონალ ქიმიკოსთა ასოციაციის თავმჯდომარე.

ნომინაციაში  – „ახალგაზრდა გამორჩეული პროფესორი“ – დაჯილდოვდნენ: გიორგი ჯიბუტი  –  ასისტენტ პროფესორი;  გიორგი ტიტვინიძე – აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი; გიორგი ლეკიშვილი – სამედიცინო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.

ნომინაციაში  – „გამორჩეული ქიმიკოსი ექსპერიმენტატორი“ – დაჯილდოვდნენ:მარინა ტრაპაიძე – ასოცირებული პროფესორი, ორგანული ქიმიის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე; დავით ტუღუში – აგრარული უნივერსიტეტის პროფესორი; გოგი მახარაძე – მოწვეული პედაგოგი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი;  როინ ჭედია – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტის ქიმიური ეკოლოგიის ლაბორატორიის გამგე, საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი; გურამ ჯიოშვილი -მასწავლებელი.

ნომინაციაში  – „ბიზნესში გამორჩეული ქიმიკოსი“  – დაჯილდოვდნენ: ქეთევან კერესელიძე – საერთაშორისო პარფიუმერიის ქსელის „არომატიკას“ დირექტორი, ქიმიის დოქტორი; ნათია ბილანიშვილი – კომპანია „ზედაზენის“ ხარისხის კონტროლის  დეპარტამენტის  უფროსი;  ნინო ზენაიშვილი – საერთაშორისო კომპანია „Tiens” ლიდერი;  გიორგი შვანგირაძე – შპს ,,კომუნიკომის“ დამფუძნებელი.

ნომინაციაში  – „სასკოლო განათლებაში გამორჩეული ქიმიკოსი“ –  დაჯილდოვდნენ:ქეთევან ჭკუასელი – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის  განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტის პროფესორი;  გიული ანდრონიკაშვილი – თელავის უნივერსიტეტის ქიმიის მოწვეული პროფესორი, სასკოლო ქიმიის წიგნების ავტორი; მიხეილ ლაბარტყავა – დამოუკიდებელი საერო გიმნაზიის – „შავნაბადას“ ქიმიის მასწავლებელი, ქიმიის დოქტორი, 2022 წლის მასწავლებელთა ეროვნული ჯილდოს ხუთეულის წევრი.

ასევე დაჯილდოვდა ქიმიის დეპარტამენტის ინჟინერი ნუგზარ მოგელაძე, როგორც „ქიმიკოსების დამხმარე ძალა“.  

„ესენი იყვნენ გამორჩეული პროფესორები, რომლებიც ასწავლიდნენ არა მარტო ქიმიას, არამედ მეცნიერებას, კვლევას, ადამიანობას, სიკეთეს, მოქალაქეობას.. ისინი იყვნენ მაგალითი, თუ როგორი უნდა იყოს ლექტორი, პედაგოგი… ის დიდი სიყვარული, რაც მათ ერთმანეთის მიმართ აქვთ, დღევანდელ ღონისძიებაზეც კარგად გამოჩნდა.. ამიტომ მინდოდა მადლიერება გამომეხატა  მათ მიმართ იმ ღვაწლისთვის, რაც გასწიეს როგორც მეცნიერებმა და პედაგოგებმა“, – გვითხრა ქალბატონმა ელიზა მარქარაშვილმა.

საღამო დასრულდა კონცერტით, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ცეკვის ანსამბლმა, სიმღერის ანსამბლმა „უნივერსიტეტმა“, ნინო ბერიანიძემ, ლიკა ხორბალაძემ, გია ღარიშვილმა, ელდინო საღარაძემ, მათე თინიკაშვილმა, თათია კელენჯერიძემ, მარიამ ფხალაძემ, მარიამ წიკლაურმა, ლიზა ჩუხუამ.

იმ საღამოს უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში ბევრი ცრემლიც დაიღვარა და ბევრი თბილი სიტყვაც ითქვა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ქიმიის დეპარტამენტისადმი. ზოგჯერ კი სიტყვაც ზედმეტი იყო – დარბაზში მსხდომნი დიდი ოვაციებით აცილებდნენ სცენაზე თავიანთ პედაგოგებსა და მეგობრებს. „წლებია, არ მინახავს ეს ადამიანები, რადგან ცხოვრებამ სხვა ასპარეზი გამიხსნა, მაგრამ იმდენად მიყვარს ეს კედლები, ეს სახეები და ჩემი მასწავლებლები, რომ სიხარულით გამომიწია გულმა“, – გვითხრა მსახიობმა ელდინო საღარაძემ.

ქიმიკოსის დღე კვლავაც ბევრჯერ აღინიშნება, მანამდე კი ქართველი ქიმიკოსები კიდევ ბევრი წარმატებით  მოიწონებენ თავს მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოების წინაშე.

Facebook
Twitter
LinkedIn