ანა ასლანიშვილმა ერთთვიანი პრაქტიკული კურსი გერმანიაში გაიარა
თარიღი: 2024-10-07 16:38:56
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და Universitätsklinikum Magdeburg-ის ნეიროპათოლოგიის განყოფილებას შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში, DAAD- ის მხარდაჭერით გერმანიაში იმყოფებოდა მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტი ანა ასლანიშვილი, რომელსაც შესაძლებლობა ჰქონდა მიეღო საერთაშორისო დონის გამოცდილება მაღალკვალიფიციური კურატორების ხელმძღვანებლობის ქვეშ. ერთთვიანი პრაქტიკულის განმავლობაში მან გაიღრმავა როგორც ენობრივი, ასევე პროფესიული ცოდნა და ჰქონდა საშუალება ემუშავა სიმსივნურ კულტურებზე, მიეღო მონაწილეობა ექსპერიმენტებში და გაცნობოდა ნეიროპათოლოგიური დიაგნოსტიკის საფუძვლებს.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნინო კაკულია
ნინო კაკულია - თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი. ამ პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან. არის ტელე-ჟურნალისტი. 1995-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა ,,ალიონის“ ჟურნალისტად და უძღვებოდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, პრესის მიმოხილვას. ავტორია არაერთი პუბლიცისტური ჩანახატისა. არის 27-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი. არის ა/ო საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა - ,,ალიონი 21“-ის დამფუძნებელი.
ყველა სტატია