თსუ-ს პროფესორ ომარ ღლონტზე წიგნი გამოიცემა

თარიღი: 2025-02-11 17:35:43

გარდაცვალებიდან 10 წელი შეუსრულდა ომარ ღლონტს,  თსუ-ს ალბათურ-სტატისტიკური მეთოდების ს/კ ლა­ბო­რატორიის გამგეს და ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედრის პროფესორს. ადრეულ წლებში იგი ასევე გახლდათ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ეკო­ნო­მი­კი­სა და სა­მარ­თლის ინ­სტი­ტუ­ტის გან­ყო­ფი­ლე­ბის გამ­გე, შემდეგ კი ანდრია რაზ­მა­ძის სახელობის მა­თე­მა­ტი­კის ინსტიტუტის სექ­ტო­რის გამ­გე.

ომარ ღლონტი დაჯილდოებულია  თსუ-ს ოქროს მედლით, შეყვანილია Who’s Whoს   მე-18 და მე-11  გამოცემაში. ჩვენი მათემატიკური წრისთვის მეტად საამაყოა ის ფაქტი, რომ თსუ-ს პროფესორის ომარ ღლონტის გარდაცვალების შესახებ ცნობა დაიბეჭდა წიგნში ,,Who was who in America” ტ. 26, 2014-2016.

ახლახან გამოვიდა სასიგნალო  წიგნი „ომარ ღლონტი ‒ ალბათობის თეორია, მათემატიკური სტატისტიკა“, რომელიც  წარმოგვიდგენს    ბატონი ომარის, როგორც მეცნიერისა და პიროვნების, ერთგვარ პორტრეტს (ავტორი ქ. გოდერძიშვილი, რედაქტორები: აკად. ე. ნადარაია, პროფ. ო. ფურთუხია პროფ. მ. დოჭვირი  რეცენზენტები: პროფ. პ. ბაბილუა, პროფ. ზ. ხეჩინაშვილი). წიგნში ასახულია მსოფლიო მასშტაბით ომარ ღლონტის მჭიდრო ურთიეთობები ამერიკელ, დანიელ, ფრანგ, გერმანელ, ბელგიელ, ინგლისელ, ბულგარელ, პოლონელ, ლიტველ, იაპონელ, იტალი­ელ, უკრაინელ… ოკლაჰომის, ტაშკენტის, რუსეთის, სომხეთის, აზერბაიჯანის… მათემატიკოსებთან.

ბატონი ომარი  გახლდათ არაერთი სამეცნიერო ორგანიზაციის წევრი: 1. თბი­ლი­სის სახელმწი­ფო უნივერ­სი­ტე­ტის სა­დი­სერ­ტა­ციო საბ­ჭოს წევ­რი; 2. ამე­რი­კუ­ლი მათემატიკური საზო­გა­დო­ე­ბის (AMS) წევ­რი 1973 წლი­დან; 3. სა­ერ­თა­შო­რი­სო სტა­ტის­ტი­კის ინ­სტი­ტუ­ტის (ISI) არ­ჩე­უ­ლი წევ­რი (ვორ­ბურ­გი, ნი­დერ­ლანდები)­ 1995 წ.; 4. ია­კობ ბერნულის სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევ­რი; 5. The linternacional Association for Statistical Education (IASE) წევრი; 6. სა­ერ­თა­შო­რი­სო რე­ფე­რა­ტუ­ლი ჟურ­ნა­ლის „Mathematical Review“ რე­ფე­რენ­ტი;  7. სა­ქარ­თვე­ლოს სტა­ტის­ტი­კუ­რი ასო­ცი­ა­ცი­ის წევ­რი.

განსაკუთრებით  უნდა აღინიშნოს ომარ ღლონტის  საერთაშორისო ნომინაციები:

  • 21-ე სა­უ­კუ­ნის 2 000 გა­მო­ჩე­ნი­ლი ინ­ტე­ლექ­ტუ­ა­ლი (კემ­ბრი­ჯი);
  • ნო­მი­ნი­რე­ბა მი­ლე­ნი­უ­მის (ათას­წლე­უ­ლის) ღირ­სე­ბის მე­დალ­ზე (აშშ);
  • თვალ­სა­ჩი­ნო ლი­დე­რო­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო კა­ტა­ლო­გის­თვის (აშშ);
  • 21-ე სა­უ­კუ­ნის დი­ა­დი მო­აზ­როვ­ნე­ნი, 2005 წ. (აშშ);
  • „ვინ ვინ არის“ MARQUIS Who’s Who (აშშ);
  • წლის ადა­მი­ა­ნი – 2006 წ. (აშშ);
  • თა­ნა­მედ­რო­ვე მიღ­წე­ვე­ბის სა­ერ­თა­შო­რი­სო „ვინ ვინ არის“ (აშშ);
  • მიღ­წე­ვე­ბის ადა­მი­ა­ნი ( კემ­ბრი­ჯი … ინ­გლი­სი, 1993 ).

წიგნში დაფიქსირებულია თითოეული ამ  დოკუმენტის ქართული თარგმანი. დავიმოწმებთ ერთ ამონარიდს ერთ-ერთი ნომინაციიდან: ,,ძვირფასო დოქტორო ღლონტი, ჩემ­თვის გა­მორ­ჩე­უ­ლად სა­სი­ა­მოვ­ნოა გაც­ნო­ბოთ თქვე­ნი ნო­მი­ნი­რე­ბის შე­სა­ხებ საუკუნის ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან მე­დალ­ზე, რო­მე­ლიც ენი­ჭე­ბა უკა­ნას­კნე­ლი ას­წლე­უ­ლის განმავლო­ბა­ში იშ­ვი­ა­თი (ექ­სტრა­ორ­დი­ნა­ლუ­რი) მიღ­წე­ვი­სათ­ვის (გულ­წრფელად, ჯ. მ. ევან­სი, პრე­ზი­დენ­ტი)“.

                            ამონარიდები ომარ ღლონტის კოლეგების წერილებიდან

აკად. ა. შირიაევი:  ეს შედეგები შევიდა ჩვენს რ. ლიპცესთან ერთად დაწერილ წიგნში „შემთხვევითი პროცესების სტატისტიკა“ (1974)… ეს თემატიკა მჭიდროდ უკავშირდება კალმანა–ბიუსის მოდელებს. თუმცა, ჯერ ერთი, ომარის მიერ მიღებული შედეგები მოიცავს მრავალგანზომილებიან შემთხვევებს და, მეორეც, მან გამოიკვლია დეგენერირებული ხმაურის კომპონენტების შემთხვევები… ომარი სისტემატურად იკვლევდა ფინანსური მათემატიკისა და ფინანსური ინჟინერიის სა-კითხებს.

აკად. ივ. კიღურაძე: ომა­რი მა­ღა­ლი კლა­სის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი მეც­ნი­ე­რი იყო, ღრმად განათ­ლე­ბუ­ლი და სა­ოც­რად მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი. ცალ­კე თე­მაა მი­სი ზნე­ობ­რი­ვი სის­პე­ტა­კე. ომა­რი ღირ­სე­უ­ლი მა­მის ღირ­სე­უ­ლი შვი­ლი იყო. „ეს­რეთ ყო­ველ­მან ხე­მან კე­თილ­მან ნაყოფი კე­თი­ლი გა­მო­ი­ღოს“.

აკად. ე. ნადარაია: ბევ­რი შე­იძ­ლე­ბა ვი­სა­უბ­რო ომა­რზე, როგორც მაღალი რანგის მეცნიერზე. ომარს მი­ღე­ბუ­ლი აქვს სა­ინ­ტე­რე­სო სა­მეც­ნი­ე­რო შე­დე­გე­ბი შემ­თხვე­ვი­თი პროცე­სე­ბის ინ­ტერ­პო­ლა­ცი­ის, ფილ­ტრა­ცი­ის, ექ­სტრა­პო­ლა­ცი­ი­სა და სტო­ქას­ტუ­რი ფინანსური მა­თე­მა­ტი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. მი­სი რამ­დე­ნი­მე შე­დე­გი შე­სუ­ლია რ. ლიფცერი­სა და ა. ში­რი­ა­ვის ცნო­ბილ მო­ნოგ­რა­ფი­ა­ში „შემ­თხვე­ვით პრო­ცეს­თა სტა­ტის­ტი­კა“ და ბევ­რი მეც­ნი­ე­რი იყე­ნებს მას.

პროფ. ო. ფურთუხია: ლვოვის ივან ფრანკოს სახ. ეროვნულ უნივერსიტეტში 2009 წელს საერთაშორისო კონფერენციაზე სტეფან  ბანახის ცნობილ აუდიტორიაში  მან გააკეთა მოხსენება უზადო ინგლისურ ენაზე… ჩვენ გვქონ­და არა­ერ­თი ერ­თობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო მოხ­სე­ნე­ბა სხვა­დას­ხვა საერთაშორი­სო მა­თე­მა­ტი­კურ ფო­რუ­მებ­ზე. იდე­ე­ბის მთა­ვა­რი გე­ნე­რა­ტო­რი ბა­ტო­ნი ომა­რი იყო. მუ­შა­ო­ბას ვიწ­ყებ­დით მის კა­ბი­ნეტ­ში გაკ­რულ დიდ და­ფა­ზე. რო­ცა ის და­ფა­ზე წერ­და, მე მთხოვ­და ჩა­ნა­წე­რე­ბი გა­მე­კე­თე­ბი­ნა.

ჯემალ ფერაძე:  „ომარი გამორჩეული ადამიანი იყო ღირსეული თვისებებით… ნამდვილი ინტელიგენტი“…

პროფ. მ. დოჭვირი: ომარს მი­ღე­ბუ­ლი აქვს კლა­სი­კუ­რი შე­დე­გე­ბი შემ­თხვე­ვი­თი პროცესე­ბის ინ­ტერ­პო­ლა­ცი­ის, ფილ­ტრა­ცი­ის, ექ­სტრა­პო­ლა­ცი­ი­სა და სტო­ქას­ტუ­რი ფინანსუ­რი მათემატი­კის მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით. ამ შე­დე­გებ­მა მას მსოფ­ლიო აღი­ა­რე­ბა მოუპო­ვა. უნდა ვთქვა: ჯაზი ძალიან უყვარდა ომარს. ჯაზი ხომ  ერთ-ერთი საოცრებაა! ერთხელ  გავაკეთე ჩანაწერი ამერიკელ ოსკარ პიტერსონზე  და ეროლ გარნერზე, მივიტანე  სამსახურში (ჩვენ, ორნი, ერთ ოთახში ვისხედით ). ნახევარი დღე უსმენდა,  რა გამახარეო…     

პროფ. მალხაზ შაშიაშვილი: პირ­ველ­ყოვ­ლი­სა, ბა­ტო­ნი ომა­რი გახ­ლდათ კეთილშობი­ლი პი­როვ­ნე­ბა და დახ­ვე­წი­ლი ინ­ტე­ლი­გენ­ტი. ბა­ტო­ნი ომა­რი ბრძან­დე­ბო­და აღი­ა­რე­ბუ­ლი ექსპერ­ტი შემ­თხვე­ვით პრო­ცეს­თა თე­ო­რი­ა­სა და სტო­ქას­ტურ ანა­ლიზ­ში, კერ­ძოდ კი, შემთხვე­ვით პრო­ცეს­თა ფილ­ტრა­ცი­ის თე­ო­რი­ის სა­კით­ხებ­ში, სა­დაც მას განსაკუთ­რე­ბით აფა­სებ­დნენ მოს­კო­ვის ალ­ბა­თო­ბის თე­ო­რი­ის სკო­ლის თვალ­სა­ჩი­ნო წარმო­მად­გენ­ლე­ბი, მათ შო­რის, აკა­დე­მი­კო­სი ალ­ბერტ ში­რი­ა­ე­ვი. იგი ღირ­სე­უ­ლად წარმოად­გენ­და ქარ­თულ ალ­ბა­თურ-სტა­ტის­ტი­კურ სკო­ლას.

პროფ. ზ. ზერეკიძე: „…ასე იქ­ცა ჩე­მი სა­დოქ­ტო­რო დი­სერ­ტა­ცი­ის ოპო­ნენ­ტი ომარ ღლონ­ტი ჩე­მს „მუს­ლი­ტე­რა­ტუ­რის მას­წავ­ლებ­ლად“.

პროფ. პეტრე ბაბილუა: ბა­ტო­ნი ომა­რის რამ­დე­ნი­მე კურ­სი მო­ვის­მი­ნე. ყვე­ლა მის მი­ერ წაკით­ხუ­ლი კურ­სი იყო სა­ინ­ტე­რე­სო მოგ­ზა­უ­რო­ბა მეც­ნი­ე­რე­ბის ლა­ბი­რინ­თებ­ში… შემდეგ ჩემ­მა ხელ­მძღვა­ნელ­მა სწო­რედ ერთ-ერთ ოპო­ნენ­ტად ბა­ტო­ნი ომა­რი და­ა­სა­ხე­ლა… მი­სი გამოს­ვლის შემ­დეგ არა­ნა­ი­რი მომ­დევ­ნო შე­კით­ხვე­ბიც არ იყო.

პროფ.ზ. ხეჩინაშვილი:  უაღ­რე­სად   დახ­ვე­წი­ლი და დე­ლი­კა­ტუ­რი იყო ურთიერთობა­შიბა­ტო­ნი ომა­რი ბრწყინ­ვა­ლე მეც­ნი­ე­რი იყო, გა­მო­ირ­ჩე­ო­და სა­ო­ცა­რი ინტუ­ი­ცი­ი­თა და ნოვატო­რუ­ლი მიდ­გო­მე­ბით კვლე­ვის პრო­ცეს­ში, ძა­ლი­ან ბევრს მუშაობდა და პრინციპული შე­დე­გე­ბი ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი. ამის გა­მო ის იყო არა­ერ­თი ავტო­რი­ტე­ტუ­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო მა­თე­მა­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ი­სა თუ სა­ზო­გა­დო­ე­ბის წევრი, რამ­დე­ნი­მე სამეც­ნი­ე­რო ჟურ­ნა­ლის რედ­კო­ლე­გი­ის წევ­რი და რე­ცენ­ზენ­ტი, მი­სი ბიოგ­რა­ფია კი მსოფლი­ოს გა­მო­ჩე­ნი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი­სად­მი მიძ­ღვნილ წიგ­ნში მოხ­ვდა.

პროფ. რე­ვაზ გრი­გო­ლია: სა­ლერ­ნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტის მა­თე­მა­ტი­კის დე­პარ­ტა­მენ­ტში ჩატარ­და სა­ლერნოს უნი­ვერ­სი­ტე­ტი­სა და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის ერთობ­ლი­ვი სა­მეც­ნი­ე­რო კონ­ფე­რენ­ცია მა­თე­მა­ტი­კურ მო­დე­ლი­რე­ბა­ში. სა­ქარ­თვე­ლოს დელე­გა­ცია შედ­გე­ბო­და ექ­ვსი წევ­რის­გან: პრო­ფე­სო­რე­ბი – რ. გრი­გო­ლია, ი. თავ­ხე­ლი­ძე, რ. ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი, რ. კოპ­ლა­ტა­ძე, ო. ღლონ­ტი.  ეს იყო პირ­ვე­ლი სა­ერ­თა­შო­რი­სო იტა­ლია-საქარ­თვე­ლოს კონ­ფე­რენ­ცია და პირ­ვე­ლი ინ­ტერდის­­ციპ­ლი­ნუ­რი შეხ­ვედ­რა, რო­მელიც ეხე­ბო­და სა­სი­ცოც­ხლო მნიშ­ვნე­ლო­ვან პრობ­ლე­მას – იმუ­ნო­ლო­გი­ას.

პროფ. მ. ჯიქია:  მას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა,  უპირ­ვე­ლეს ყოვ­ლი­სა, გო­ნე­ბის დის­ციპ­ლი­ნი­რე­ბა იყო.

მუსიკისმცოდნე ნ. პაიკიძე: „ფარ­თო ერუ­დი­ცია, მა­ღა­ლი კულ­ტუ­რა, მრა­ვალ­მხრი­ვი ნიჭიერე­ბა, უც­ხო ენე­ბის თა­ვი­სუ­ფა­ლი ფლო­ბა, ევ­რო­პე­იზ­მი (ამ სიტ­ყვის სა­უ­კე­თე­სო გაგებით) – ყო­ვე­ლი­ვე ეს მას­ში ბუ­ნებ­რი­ვად იყო ჩა­დე­ბუ­ლი ყო­ველ­გვა­რი პო­ზი­სა და პათე­ტი­კის გა­რე­შე. გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ფუძ­ვლი­ა­ნად ერ­კვე­ო­და სა­ო­პე­რო მუ­სი­კის ჟან­რში.

მანანა ლომაძე (ოზურგეთის სამუზეუმო გაერთიანების ფონდების მთავარი მცველი, ოზურგეთის საპატიო მოქალაქე):  ბატონმა ომარმა დიდებული სიტყვა წარმოთქვა მამის 100 წლის იუბილეზე დვაბზუს შალვა რადიანის ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ნინო  ჯაველიძე (ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, დვაბზუ): ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს – რას ნიშნავს წარმომავლობა და ფესვების ძალა, რისი   მაგალითიცაა ალექსანდრე და ომარ ღლონტების ოჯახი.

ე. ავე­ტი­სო­ვი (კლასელი): ომა­რის გარ­დაც­ვა­ლე­ბა მე­ხი­ვით დაგ­ვე­ცა ის­რა­ელ­ში…

კ. თაბუკაშვილი (კლასელი): ომა­რი სულ სა­უბ­რობ­და ქარ­თველ მწერ­ლებ­ზე…

ქეთევან გოდერძიშვილი: ომარის მამა  – ალექსანდრე ღლონტი გახლდათ ლინგვისტიკის ოთხი და ლიტერატურათმცოდნეობის ერთი დარგის ფუძემდებელი, ცნობილი თავისი მაღალპიროვნული თვისებებით. მოიხსენიებენ ასე: სიკეთის მთესველი, მოსიარულე სიკეთე, „ღიმილი? ‒ აუხსნელი ტაბუ“.  მე დავძენ: პროფ. ალექსანდრე  ღლონტის სახელს მეტ  სხივს ჰფენს მისი ერთადერთი შვილი, ომარ ღლონტი, რომლის  ბიოგრაფია მოიცავს და ამშვენებს  იმ  პერიოდის (და არამარტო) ალბათური  მათემატიკური  სკოლის  მთელ  ეპოქას.

დიდი მამის შვილობას ომარი იმითაც ავლენდა, რომ მასზე არა ერთი და ორი მისი კოლეგა წერს შემდეგს:

  • „დახ­ვე­წი­ლი ქარ­თუ­ლით და­წე­რი­ლი რე­ცენ­ზი­ე­ბი, რომ­ლის მოს­მე­ნა დამ­სწრე საზოგა­დო­ე­ბა­ზე წა­რუშ­ლელ შთა­ბეჟ­დი­ლე­ბას ახ­დენ­და“ (პროფ. მ. შაშიაშვილი);
  • „მის მი­ერ და­წე­რი­ლი შე­ფა­სე­ბე­ბი­სა და დას­კვნე­ბის წა­კით­ხვი­სას ყო­ველ­თვის შეამჩნევ­დით გა­მარ­თულ ქარ­თულს და მის მა­ღალ პრო­ფე­სი­ულ დო­ნეს“ (აკად. ე. ნადარაია).
  • „ომარი „შანიძის ქართულით მეტყველებსო“, ‒ არაერთგზის უთქვამს მუსიკისმცოდნეს, თავად დახვეწილი ქართულით მეტყველს, ნათელა პაიკიძეს.

უსაზღვროა მისი წასვლით გამო­წვეული ტკივილი და აუნაზღაურებელია მისი არყოფნით მიღებული დანაკლისი. ჩვენ მუდმივ­ად გვაკლია ბატონი ომარის ადამიანური სითბო და თანადგომა, გულწრფელობა და უბრალო­ება, ღირსება და თავმდაბლობა, შესაშური მოქალაქეობრივი პოზიცია და გამორჩეული პრო­ფე­სიონალიზმი.  

ელიზბარ ნადარაია (საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრი, თსუ ალბათობის თეორიისა და მათემატიკური სტატისტიკის კათედროს გამგე)

ომარ ფურთუხია  (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი)

პეტრე ბაბილუა  (თსუ ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი)

Facebook
Twitter
LinkedIn