ნიკო ჯავახიშვილს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომი გადაეცა
19 ივნისს, რიგაში, ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის სააქტო დარბაზში შედგა თსუ-ს პროფესორ ნიკო ჯავახიშვილისათვის ამ აკადემიის უცხოელი წევრის – აკადემიკოსის დიპლომის გადაცემის ცერემონია.
ნ. ჯავახიშვილი აკადემიკოსად აირჩიეს 2022 წლის 24 ნოემბერს, აღნიშნული აკადემიის საერთო კრებაზე ჩატარებული ფარული კენჭისყრის საფუძველზე. დაჯილდოების ცერემონიაში მონაწილეობა მიიღეს: ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტმა, აკადემიკოსმა ივარს კალვინშმა, გენერალურმა მდივანმა ბაიბა რივჟამ და სენატის წევრებმა. მას დაესწრნენ ამ ქვეყანაში მცხოვრები ქართველები, რომელთა შორის არიან ცნობილი მედიკოსები, სპორტსმენები, მხატვრები და ბიზნესმენები. ქართველთა სახელით მისასალმებელი სიტყვა წარმოთქვა ლატვიაში მოქმედი საზოგადოება ,,სამშობლოს” ხელმძღვანელმა იმედი კოკაიამ.
ფოტოებზე: 1) მარჯვნიდან: ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ივარს კალვინში, აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი და გენერალური მდივანი ბაიბა რივჟა; 2) ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის უცხოელი წევრის დიპლომი; 3) ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი ივარს კალვინში და აკადემიკოსი ნიკო ჯავახიშვილი.
ინფორმაცია დევს ლატვიის მეცნიერებათა აკადემიის საიტზე: