თსუ მედიცინის ფაკულტეტის პროფესორი მერაბ კილაძე ამსტერდამის კონგრესის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა

თარიღი: 2026-10-30 17:46:50

2026 წლის 7–8 აგვისტოს ნიდერლანდების ქალაქ ამსტერდამში გაიართა „ქირურგიისა და ანესთეზიის მსოფლიო კონგრესი 2026“ –  ჯანდაცვისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენელთა ფართო სპექტრის კონფერენცია, რომლის ორგანიზატორი იყო Inovine Scientific Conferences Foundation (ინოვაინის სამეცნიერო კონფერენციების ფონდი).

კონგრესზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ მთავარ თემაზე: „სიზუსტე, უსაფრთხოება და ინოვაციები ქირურგიულ და ანესთეზიოლოგიურ პრაქტიკაში “.

კონგრესის მსვლელობისას განხილულ იქნა უახლესი მიღწევები და ინოვაციები, რომლებიც მსოფლიო მასშტაბით ქირურგიული და ანესთეზიოლოგიური მომსახურების მომავალს განსაზღვრავს. აღნიშნული კონგრესის  მიზანი  იყო, ინოვაციებისა და გლობალური თანამშრომლობის გზით, ხელი შეუწყოს შინაარსიან დიალოგსა და ქმედითი გადაწყვეტილებების შემუშავებას მედიცინის სფეროში არსებული მწვავე გამოწვევების დასაძლევად. კონგრესის სტატისტიკა გახლდათ შემდეგი: 170-ზე მეტი მონაწილე ქვეყანა და სათანადო წვლილი და მონაწილეობა მსოფლიოს 2500-ზე მეტი უნივერსიტეტის, ლაბორატორიისა და ინდუსტრიული სექტორის მხრიდან.

კონგრესის ერთ ერთი  სამეცნიერო სესიის თავმჯდომარე და მომხსენებელი გახლდათ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის კლინიკური ქირურგიის კათედრის გამგე და „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ ქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი პროფესორი მერაბ კილაძე, რომლის მოხსენებამ ­­– „A Novel Method of  Pancreatic Anastomosis after Pancreatoduodenectomy“  („პანკრეატოდუოდენექტომიის შემდგომი პანკრეასული ანასტომოზის ახალი მეთოდი“) – მიიღო უმაღლესი შეფასება და ავტორი დაჯილდოვდა სპეციალური პრიზით.

Facebook
Twitter
LinkedIn