რაში დაეხმარება ,,მისი უნივერსიტეტი“ მარიამ ჯინჭარაძეს
თარიღი: 2023-09-24 14:44:55
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების თანახმად მაღალრეიტინგულ პირველკურსელად დასახელებული მარიამ ჯინჭარაძე თსუ-ს ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჩაირიცხა. იგი ფსიქოლოგიის პროფესიას დაეუფლება. მიიჩნევს, რომ თსუ სწორედ ის უნივერსიტეტია, რომელიც დაეხმარება მიზნების მიღწევაში.
სამომავლო გეგმებზე საუბრისას მარიამი თავის სურვილებს გვიზიარებს და ამბობს: ,,მინდა, რომ ბაკალავრიატის წარმატებით დამთავრების შემდეგ სწავლა მაგისტრატურაზე გავაგრძელო და, საბოლოოდ, ჩემი პროფესიით კარგი სამსახური ვიპოვო. ჩემი სურვილია, რომ გაცვლითი პროგრამით საზღვარგარეთ წავიდე, რათა უფრო მეტი გამოცდილება მივიღო. მიმაჩნია, რომ ჩემი უნივერსიტეტი დამეხმარება ამ სურვილის ასრულებაში“.
Facebook
Twitter
LinkedIn
ნინო კაკულია
ნინო კაკულია - თსუ-ის პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრის ხელმძღვანელი, გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ რედაქტორი. ამ პოზიციაზე მუშაობს 2006 წლიდან. არის ტელე-ჟურნალისტი. 1995-2004 წლებში მუშაობდა საქართველოს სახელმწიფო ტელევიზიაში გადაცემა ,,ალიონის“ ჟურნალისტად და უძღვებოდა პოლიტიკურ მიმოხილვებს, პრესის მიმოხილვას. ავტორია არაერთი პუბლიცისტური ჩანახატისა. არის 27-მდე დოკუმენტური ფილმის ავტორი და რეჟისორი. არის საქართველოს ჟურნალისტთა ეთიკის ქარტიის წევრი. არის ა/ო საქართველოს ჟურნალისტთა ახალი თაობა - ,,ალიონი 21“-ის დამფუძნებელი.
ყველა სტატია