თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების წარმატებული ვიზიტი ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში

თარიღი: 2025-03-27 17:07:01

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული ,,ERASMUS +“-ს პროგრამის ფარგლებში ამა წლის 10-16 მარტს  ასოცირებული პროფესორი ნაზირა კაკულია და ასოცირებული პროფესორი ვალერი არღუთაშვილი მიწვეულნი იყვნენ ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტში (საფრანგეთი). უნივერსიტეტი 50 000-მდე სტუდენტს ითვლის.

მობილობის პერიოდში შედგა შეხვედრა მასპინძელი უნივერსიტეტის  საერთაშორისო ოფისის ხელმძღვანელთან (პიჩოვიაკ სელენი), საერთაშორისო დეპარტამენტის მენეჯერთან (გიულია ვალანია), ეკონომიკის ფაკულტეტის პროფესორებთან და ტურიზმის ფაკულტეტის დეკანის მოადგილესთან (ნატალია გიულეი), რომლის ხელშეწყობითაც დაიდო ორმხრივი მემორანდუმი მაკროეკონომიკის კათედრასთან არსებულ „მდგრადი განვითარების კვლევით  ცენტრსა“ და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის. ხელშეკრულება, ფაქტობრივად, საკმაოდ ინტენსიური თანამშრომლობის შესაძლებლობას  მოიცავს.

ნაყოფიერი შეხვედრა  გაიმართა ფაკულტეტის დეკანთან ჰალიმა მეჩერთან, რომელიც დიდი ინტერესით შეხვდა შესაძლებლობებს  ორმაგი დიპლომის  (Double Degree between your institution and our FLSH Faculty) შესაძლო ამოქმედების შესახებ. დაიგეგმა – ამ პროგრამაზე ინტენსიურად მუშაობა განახლდეს  უახლოეს მომავალში. ასევე, განიხილეს  ორმხრივი სამეცნიერო თანამშრომლობის შესაძლებლობანი ერთობლივი კონფერენციისა და სამეცნიერო  ნაშრომების კრებულის გამოცემის კუთხით.

Facebook
Twitter
LinkedIn