ლადო პაპავა 2024 წლის საერთაშორისო დონის გამოჩენილ მეცნიერად აღიარეს

თარიღი: 2025-06-23 18:36:56

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოს-მდივანი, აკადემიკოსი ვლადიმერ (ლადო) პაპავა აღიარებულია 2024 წლის საერთაშორისო დონის გამოჩენილ მეცნიერად. გამოკითხვა ახლახანს ჩაატარა სააერთაშორისო სამეცნიერო-ანალიტიკურმა ავტორიტეტულმა პლატფორმამ Scholar GPS-მა, რომელიც აფასებს მეცნიერ-მკვლევართა და აკადემიური დაწესებულებების საქმიანობას პუბლიკაციების ციტირების ინდექსის მიხედვით. Scholar GPS-ის მონაცემთა ბაზა აერთიანებს 30 მილიონზე მეტი მეცნიერისა და 120 000 ინსტიტუციის პროფილს. შედეგების მიხედვით აკადემიკოს ლადო პაპავას მიეკუთვნა პრესტიჟული ადგილი წამყვან მეცნიერთა ჩამონათვალის 0,5% რაოდენობაში.

ვლადიმერ პაპავას ბოლო წიგნი  – „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ (“From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics. Bloomington, iUniverse, ISBN: 978-1663265777, 336 გვ.)  – 2024 წელს გამოიცა ამერიკის შეერთებულ შტატებში.

Facebook
Twitter
LinkedIn