ჯაბა სამუშიამ თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩს პირადად მიუსამძიმრა

თარიღი: 2023-02-10 17:34:12

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ თურქეთში მომხდარ სტიქიურ მოვლენებთან დაკავშირებით საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის სრულუფლებიან ელჩს ალი ქაან ორბაის პირადად მიუსამძიმრა და საელჩოში გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი დატოვა.

როგორც ჯაბა სამუშიამ აღნიშნა, თურქეთში დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად დაზარალებული მოქალაქეებისთვის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით უკვე გროვდება ჰუმანიტარული დახმარება, რომელსაც საელჩოში გააგზავნიან. „ეს არის უდიდესი ადამიანური ტრაგედია არა მხოლოდ თურქეთისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსათვის, სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპულია ათასობით ადამიანი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახელით ვუსამძიმრებ თურქ ხალხს. ჩვენ უკვე დავიწყეთ აქცია, რომელიც ითვალისწინებს მათ მხარდაჭერას, გვინდა, შევაგროვოთ ის პირველადი ნივთები, რომელიც გაიგზავნება თურქეთში,“ - განაცხადა ჯაბა სამუშიამ.
Facebook
Twitter
LinkedIn