თსუ-ის იურისტთა ლიგის საფეხბურთო მატჩის ფინალი 23 ოქტომბერს გაიმართება
თსუ-ის იურისტთა ლიგის საფეხბურთო მატჩის ნახევარფინალის გამარჯვებულები ცნობილია. 16 ოქტომბერს 2 მატჩი გაიმართა – ერთმანეთს „ჯოგაბონიტო“-„მარლბორო“ და „გენეზისი“-„გემბლერი“ დაუპირისპირდენ. პირველი მატჩი 6/2 „ჯოგაბონიტოს“ სასარგებლოდ დასრულდა, მეორე მატჩში – 8/5 „გენეზისმა“ გაიმარჯვა.
იურისტთა ლიგის ფეხბურთის მატჩის ორგანიზატორია ფაკულტეტის სტუდენტური კლუბი „სივრცე 037“. ლიგაში სულ 10 გუნდი მონაწილეობდა.
„ეს მეორე სეზონია, მონაწილეობენ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები. პირველი სეზონი მოხალისეთა ბაზაზე გაიმართა, ამჯერად კი უკვე სპონსორების მობილიზება შევძელით. იურისტთა ლიგის საფეხბურთო მატჩებმა საკმაოდ დიდი ინტერესი გამოიწვია სტუდენტებში. მოდის უამრავი გულშემატკივარი, შეიქმნა ჯგუფები სოციალურ ქსელში, სადაც უკვე რამდენიმე ასეული სტუდენტია გაწევრიანებული. ყველა ამ ინიციატივის სულისჩამდგმელი და ორგანიზატორია სერგი ჯავახია. ვფიქრობ, რომ სამომავლოდ უფრო მეტი სპონსორის მობილიზებასა და, შესაბამისად, სტუდენტებში ინტერესის გაზრდას შევძლებთ“, – გვითხრა „სივრცე 037“-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა საბა ბასილაძემ.
თსუ-ის იურისტთა ლიგის საფეხბურთო მატჩის ფინალი 23 ოქტომბერს გაიმართება. ერთმანეთს „გენეზისი“ და „ჯოგაბონიტო“ დაუპირისპირდებიან.