ISET საბაკალავრო პროგრამა ეკონომიკაში: პირველობა, როგორც ტრადიცია

თარიღი: 2026-09-28 17:47:09

ყოველწლიურად, ერთიანი ეროვნული გამოცდების დასრულებისთანავე, საგანმანათლებლო სივრცეში ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა ისმის: რა არჩევანს აკეთებს ქვეყნის ყველაზე მოტივირებული და მაღალქულიანი ახალგაზრდობა?

2026 წლის გამოცდების შედეგების დეტალური ანალიზი ამ კითხვას კიდევ ერთხელ სცემს ცალსახა პასუხს – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა წლებია პირველ პოზიციას უპირობოდ ინარჩუნებს.

ლიდერობა 83 დარგობრივ პროგრამას შორის

თუ გადავხედავთ ეკონომიკის, ბიზნესის, ფინანსების და მენეჯმენტის მიმართულებას, სადაც აბიტურიენტებს არჩევანი 83 სხვადასხვა პროგრამას შორის უნდა გაეკეთებინათ, ISET ისევ პირველია!

ეს ლიდერობა დასტურდება საშუალოს გამოთვლის ნებისმიერი მეთოდით: საშუალო ნორმალიზებული ნედლი ქულით, საშუალო ნორმალიზებული სკალირებული ქულით და საშუალო საბოლოო საკონკურსო ქულით – როგორც თანაბარი ზომის, ისე მთლიანი პროგრამების ნაკადების შედარებისას, 10-ზე მეტ სტუდენტიანი პროგრამების პოპულაციაში.

Top აბიტურიენტების უპირობო არჩევანი

განსაკუთრებით შთამბეჭდავია იმ 9,849 ახალგაზრდის მონაცემთა ანალიზი, რომლებმაც ეროვნულ გამოცდებზე ქართული, ინგლისური და მათემატიკა ჩააბარეს. ამ კონტიგენტში გამოვლენილი Top-100 აბიტურიენტის არჩევანით, ISET-ის ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამა აბსოლუტური ლიდერია – საუკეთესო ასეულის 27%-მა საკუთარი მომავალი სწორედ ISET-ს დაუკავშირა!

აღნიშნული Top-100 აბიტურიენტი შეირჩა საშუალო ნორმალიზებული სკალირებული ქულებით, თუმცა ISET პირველ ადგილზეა იმ შემთხვევაშიც, თუ გამოვიყენებთ საშუალო ნორმალიზებულ ნედლ ქულებს.

#1 ადგილი ქვეყნის 511-ვე პროგრამას შორის

ეროვნული გამოცდების საერთო სტატისტიკით, ISET პირველია ქვეყნის ყველა დარგის 511 პროგრამას შორის!

ეს დასტურდება ყველა ძირითადი ინდიკატორით: საშუალო ნორმალიზებული ნედლი და საშუალო ნორმალიზებული სკალირებული ქულების მიხედვით, 10-ზე მეტ სტუდენტიანი პროგრამების პოპულაციაში და პროგრამებს შორის სტუდენტთა თანაზომადი რაოდენობების შედარების მიხედვით.

ISET continues its commitment to academic excellence!

დეტალური ანალიზი იხილეთ აქ: iset.ge/iset-ranks-1-no-matter-how-you-count-it/

Facebook
Twitter
LinkedIn