ქალაქ ფლენსბურგში პროფესორების ვიზიტის მიზანი უმცირესობის საკითხები იყო
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საერთაშორისო სამართლის ინსტიტუტის დირექტორი, პროფესორი ირინე ქურდაძე და ამავე ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი ეკა სირაძე 29 სექტემბრიდან 1 ოქტომბრამდე პერიოდში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ გერმანიაში, ქალაქ ფლენსბურგში უმცირესობის საკითხებზე ევროპული ცენტრის (ECMI) შტაბ-ბინაში. მათი მოხსენების თემა იყო – „მრავალფეროვნების კანონი: უმცირესობათა ჯგუფებისთვის განათლების უფლების დამკვიდრება საკანონმდებლო დონეზე – პრაქტიკული ძალისხმევა და თეორიული გამოწვევები“.
ღონისძიებაში მონაწილეობდნენ: ბერნის, ვენეციის, ტილბურგის, პრაღის, სინგაპურის, დოჰას, ათენის, რომის, ტრენტოს, ტილბურგის, ნოვი სადის, კადირ ჰასის უნივერსიტეტების მაღალი რანგის აკადემიური პრესონალი და ECMI-ის წარმომადგენლები.
ღონისძიებას უძღვებოდა პროფესორი ნიკოლას ლევრატი, გაეროს სპეციალური მომხსენებელი უმცირესობების საკითხებში.
ვიზიტის ფარგლებში შედგა შეხვედრა ECMI-ს თავმჯდომარესთან, სადაც განხილული იქნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის პერსპექტივები.