„სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 მაისის N103/01-01 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე
N 111/01-01
24/05/2023
111-01-01-4-202305241626
საქართველოს „ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ 51-ე მუხლის პირველი ნაწილის, 52-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების, 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის, 54-ე მუხლის პირველი ნაწილის, 55-ე მუხლის, 56-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, 57-ე მუხლის, 63-ე მუხლის პირველი ნაწილის, „უმაღლესი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის №135/ნ ბრძანებით დამტკიცებული სსიპ — ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-14 მუხლის პირველი პუნქტის, მე-9 პუნქტისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის ნანა გაფრინდაშვილის 2023 წლის 18 მაისის N13330/27 წერილის საფუძველზე
ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ:
1. შევიდეს ცვლილებები „სსიპ-ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებული პროფესორების სამსახურში მისაღებად კონკურსის გამოცხადების შესახებ“ რექტორის 2023 წლის 10 მაისის N103/01-01 ბრძანებაში, კერძოდ:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
1. „3. კონკურსი გამოცხადდეს 2023 წლის 11 მაისს, საკონკურსო დოკუმენტაციის წარმოდგენის ვადა განისაზღვროს 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით. საკონკურსო კომისიის შემაჯამებელი ოქმი თსუ აკადემიურ საბჭოს გადაეცეს არაუგვიანეს 2023 წლის 24 ივლისისა.“
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„4. კონკურსი გამოცხადდეს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორების აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად: დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტი
ინგლისური ფილოლოგიის კათედრა (ინგლისური ენა) ასოცირებული პროფესორი — 2 საშტატო ერთეული („ა“კატეგორია)
გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
„6. საკონკურსო დოკუმენტების მიღება იწარმოებს 2023 წლის 26 ივნისიდან 2023 წლის 3 ივლისის ჩათვლით, 9-დან 18 საათამდე, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საკონკურსო დოკუმენტაციის მიმღებ აპარატში, თბილისი ი. ჭავჭავაძის გამზ. N1 (I კორპუსი) ოთახი N207;
2. ბრძანება გამოქვეყნდეს გაზეთ “თბილისის უნივერსიტეტის”ელექტრონულ გვერდზე;
3. ბრძანების უნივერსიტეტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება დაევალოს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტს;
4. წინამდებარე ბრძანება კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცეს შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებს (საფინანსო დეპარტამენტი, პერსონალის მართვის დეპარტამენტი, შიდა აუდიტის სამსახური, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი, პუბლიცისტიკისა და ელექტრონული მედია ცენტრი);
5. ბრძანება ძალაშია გამოცემისთანავე.
ჯაბა სამუშია
რექტორი, აკადემიკოსი