გილოცავთ დაარსებიდან 80 წლის იუბილეს!
გულითადად ვულოცავ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალექსანდრე ნათიშვილის მორფოლოგიის ინსტიტუტს და მის სამეცნიერო კოლექტივს დაარსებიდან 80 წლის იუბილეს!
ვუსურვებ ინსტიტუტს ახალ სამეცნიერო მიღწევებს და წარმატებულ საქმიანობას ქართული მეცნიერების განვითარებისა და ქვეყნის სამეცნიერო პოტენციალის გაძლიერების საქმეში. ინსტიტუტის 80-წლიანი ისტორია ქართული მეცნიერების განვითარების, გამორჩეული სამეცნიერო მიღწევებისა და მდიდარი ინტელექტუალური ტრადიციების მნიშვნელოვანი ნაწილია. აკადემიკოს ალექსანდრე ნათიშვილის ინიციატივით დაფუძნებულმა ინსტიტუტმა განსაკუთრებული წვლილი შეიტანა ბიოსამედიცინო მეცნიერებების განვითარებაში, მკვლევართა ახალი თაობების აღზრდასა და საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის გაღრმავებაში. მისი მრავალწლიანი საქმიანობა ქართული სამეცნიერო სკოლის მემკვიდრეობის შენარჩუნებისა და განვითარების მნიშვნელოვანი საფუძველია.
გივი მიქანაძე
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და
ახალგაზრდობის მინისტრი
