მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისთვის

თარიღი: 2025-02-20 20:02:44

იტალიის ქალაქ ვარეზეში, ინსუბრიის უნივერსიტეტის მე-9 საერთაშორისო სიმპოზიუმზე თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებულმა პროფესორმა ეკა სეფაშვილმა წარადგინა მოხსენება – „მიმდინარე გლობალური მიგრაცია და ტექნოლოგიური გამოწვევები: უპირატესობა თუ საფრთხე ევროკავშირის სოციალური უზრუნველყოფისთვის“ თანამედროვე გლობალური კონტექსტის გათვალისწინებით. (ნაშრომის თანაავტორია ეკონომიკის დოქტორი თამარ მერმანიშვილი).
ნაშრომი ყურადღებას ამახვილებს მიგრაციის გავლენის შესახებ მდგრად განვითარებაზე, რომელიც განიხილება მდგრადი განვითარების მიზნების 20/30 დღის წესრიგის პრიზმიდან, ასევე საქართველოს მიგრაციულ პროცესებზე და ევროკავშირში მიგრაციის მოცულობისა და მიზეზების კვლევაზე.
როგორც ასოცირებულმა პროფესორმა ეკატერინე სეფაშვილმა განაცხადა: ,,თანამედროვე მსოფლიოში მიგრაცია მნიშვნელოვან გავლენას ახდენს როგორც მიმღები, ისე გამგზავნი ქვეყნების ტექნოლოგიურ შესაძლებლობებზე.
ნაშრომში მოცემულია დასკვნა, რომ, სწორი და ეფექტური მართვის შემთხვევაში, მიგრაციისა და ტექნოლოგიური ცვლილებების შედეგად მიღებული ცვლილებები შეიძლება იყოს პოზიტიური ფაქტორები ევროკავშირის სოციალური უსაფრთხოების სისტემისთვის, რაც აძლიერებს მის მდგრადობას. შესაბამისად, სოციალური დაცვის სისტემა უფრო მდგრადი ხდება მომავალი გამოწვევების მიმართ. მეორე მხრივ, თანმხლები პრობლემებისა და დაბრკოლებების არსებობა ქმნის სოციალურ დაძაბულობას, რაზეც სახელმწიფოებმა უნდა უპასუხონ შესაბამისი პოლიტიკის შემუშავებითა და განხორციელებით“, – აღნიშნა ქალბატონმა ეკატერინე სეფაშვილმა, რომელმაც საინტერესოდ ისაუბრა აგრეთვე მიგრაციის გადამწყვეტ და ხელშემწყობ, აქტუალურ ფაქტორებზე.

Facebook
Twitter
LinkedIn