პროფესორ ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდია

თარიღი: 2026-09-28 17:44:08

გამოჩენილი ქართველი მათემატიკოსი და სტატისტიკოსი, ესტატე ხმალაძე, დაიბა­და 1944 წლის 20 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1966 წელს მან დაამთავრა თსუ ფიზიკის ფაკულტე­ტი, ხოლო შემდგომ – ასპირანტურა გამოყენებითი მათემატიკის მიმარ­თულე­ბ­ით. 1971 წელს ის გახდა ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი, ხოლო 1988 წელს — ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტო­რი (ორივე დისერტა­ცია დაცულ იქნა მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელმწიფო უნი­ვერსიტეტში). 

ესტატე ხმალაძე სხვადასხვა პერიოდში მუშაობდა რესპუბლიკისა და მსოფლის მრავალ აღიარებულ სამეცნიერო და საგანმანათლებლო ცენტრებში, თუმცა არასოდეს გაუწყვეტია კავშირი თავის მშობლიურ უნივერსიტეტთან. 1972 წლიდან 1990 წლამდე მას ეკავა სხვადასხვა პოზიცია ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტში (რომელიც იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წამყვანი სამეცნიერო ცენტრი) და საბჭოთა კავ­ში­რის მეცნიერებათა აკადემიის ვ. ა. სტეკლოვის სახ. მათემატიკის ინსტიტუტში (რომე­ლიც იმ დროისათვის მათემატიკური კვლევების ერთ-ერთი მსოფლიო ცენტრი იყო). 1990 წლი­დან 1999 წლამდე მუშაობდა ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის ალბა­თო­ბის თე­ო­რიისა და მათემატიკური სტატისტიკის განყოფილების გამგედ. 1996 წლიდან 2001 წლამ­დე მუშაობდა ახალი სამხრეთი უელსის უნივერსიტეტის მათე­მატიკისა და სტატისტი­კის სკოლაში. 2002 წლიდან არის ახალი ზელანდიის ველინ­გტონის ვიქტორიას უნივერ­სიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის სკოლის პროფესორი, მათემატიკურ და კომპი­უტერულ მეცნიერებათა დეპარტამენტის ხელმ­ძღვანელი.    

პროფ. ე. ხმალაძე მსოფლიოში აღიარებული მეცნიერია: ის არის სხვადასხვა სამ­ეც­ნიერო საზოგადოებისა და სამეცნიერო გამოცემების რედკოლეგიის წევრი, რამ­ო­დენი­მე უნივერსიტეტის საპატიო დოქტორი. 2010 წელს ის აირჩის ახალი ზელან­დიის ეროვ­ნულ აკადემიაში (Royal Society of New Zeland), ხოლო 2012 წლის აპრილში კი – არჩეულ იქნა IMS (Institute of Mathematical Statistics)-ის საპატიო წევრად.   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი­ტეტის სამეცნიერო პოტენცი­ალის წარმოჩენაში საზღვარგარეთ, უნივერსიტეტებს შო­რის სამეცნიერო-კვლევითი საქმი­ანობის ხელშეწყობასა და ახალ­გაზრდების სამეცნი­ერო-პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვი­თარებისათვის პროფესორი ესტატე ხმალაძე 2015 წელს დაჯილდოვდა ივანე ჯავახიშვილის მედლით, ხოლო 2019 წელს – თსუ მედლით (გამომდინარე პროფესორ ესტატე ხმალაძის წარმატებული და ნაყოფიერი სამეც­ნი­ერო-პედაგოგიური მოღვაწეობიდან, მის მიერ მეცნი­ერების სხვადასხვა სფეროში შეტა­ნი­ლი მნიშვნელოვანი წვლილის, მეცნიერებით დაინტე­რესებული პერსპექტიული და მოტი­ვირებული ქართ­ვ­ე­ლი ახალგაზრდების კვალიფიკაციის ამაღლების საშვილიშვილო საქ­მეში გაწეული ფას­და­უდებელი სამ­სახურისა და მისი განსა­კუთრებული დამსახურებების გამო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წინაშე). იგი არის საქართველოს მეცნიერებათა ეროვ­ნუ­ლი აკადემიის უცხოელი წევრი 2016  წლიდან.

პროფესორი ესტატე ხმალაძე ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, სახელმძღვანე­ლ­ო­სა და მონოგრაფიის. მათ შორისაა CRC Press, Taylor & Francis Group გამომცემლობის მიერ გამ­ოცემული მონოგრაფია “Statistical Methods with Applications to Demography and Life Insurance”. ესტატე ხმალაძის შრომები ხასიათდება ინტერესების არაორდინარული სი­ფარ­თო­ვით, ხოლო სტატისტიკური პრობლემების მისეული ახალი უჩვეულო ამოხსნე­ბი კი მოუ­ლოდნელი აღმოჩენებით სტატისტიკიდან დაშორებული მათემატიკის ნაწი­ლებ­ში. ესტატე ხმალა­ძემ ამოხსნა ფუნდამენტური მნიშვნელობის სტატისტი­კური ამოცანები და განავითარა ახალი მეთოდები სტატისტიკური კვლევების რამ­დენიმე მიმართუ­ლე­ბით. 1981 წელს მან გადაწყვიტა პრობ­ლემა, რომელიც 25 წლის მანძილზე ღია იყო და ახლა წარმოად­გენს თა­ვ­ი­სუფალი ტესტირების თანამედროვე თეორიის საფუძველს. მის მიერ შემოთა­ვაზებულ იქნა არა­ორდინარული მიდგომა, რომელმაც აჩვენა ახალი კავშირები მარ­ტინ­­გალების თე­ო­რი­ასა და ემპირიული პროცესების თეორიას შორის, რომელიც მანამ­დე განცალკევებულ მიმართულებებად ითვლებოდა.

მოგვიანებით, 1991 წელს, მან მი­ი­­ღო მეორე მნიშვნელოვანი შედეგი, ე. წ. დათ­ვა­ლი­ერების (scanning) მარტინგალები, რომლებიც ახალი ტიპის სივრცული მარტინგა­ლე­ბია. დათვალიერების მარტინგა­ლების სირთულე გამოწვეულია მისი დამოკიდებუ­ლებით მრავალგანზომილებიან „დროით“ ცვლადზე. ხმალაძის მიერ შემოთავაზებული მიდგომის ნაწილი, რომელიც ამჟამად ცნობილია „ხმალაძის გარდაქმნის“ სახელწო­დე­ბით, ფართოდ გამოიყენება სტატისტიკის მრავალი მიმართულებით. მოგვიანებით, ხმა­­ლაძემ შემოგვთ­ავ­ა­ზა ზო­გადი მიდგომა სხვადასხვა მიმართულებებს შორის კავში­რის დასადგენად და უდი­­დესი წვლილი შეიტანა გეომეტრიის გამოყენებაში სპეცია­ლური სტატისტიკური ამო­ცანებისათვის. მან გააფართოვა გადასვლის წერტილის ცნე­ბა გადასვლის სიმრავლემ­დე, რამაც მოითხოვა წარმოებულის ცნების ახალი და მნიშ­ვ­ნელოვანი განზოგადოება სიმრავ­ლური წარმოებულის ცნებამდე (რომელიც აღიარებ­ულ იქნა თანამედროვეობის ისეთი გამო­ჩენილი მათემატიკოსის მიერ როგორიცაა ჟ.-პ. აუბინი (J.-P. Aubin)). ხმალა­ძის მიერ შემო­ღებული სიმრავლური წარმოებულის ცნება იყო ახალი და უფრო ზოგ­ა­დი ადრე არსე­ბულებთან შედარებით, რამაც მას საშუალე­ბა მისცა, განეზოგადებინა ლე კამის შედეგები სიმრავლური ინდექსების მქონე სტატ­ის­ტიკური ამოცანებისათვის, რაც მანამდე ძნელად წარმოსადგენი იყო. მეთოდოლო­გიურად მნიშვნელოვანია აგრე­თ­ვე ხმალაძის ნაშრომი, რო­მელშიც ფორმულირებული და დამტკიცებულია დიდ რიც­ხ­ვთა გაძლიერებული კან­ონი ე. წ. “ვორონოის მოზაი­კისათვის”. ყველა ამ განზო­გა­დოებას უეჭველად ექნება მომა­ვ­ალში სულ უფრო და უფრო მზარდი გამოყენებები, ვინაიდან მონაცემთა სტატისტიკა და ანალიზი “კლა­სიკური” მდგომარეობიდან, სადაც მონაცემები წარმოადგენდნენ რიც­ხ­ვებს, გადადის თანამედროვე მდგომარეობაში, სადაც მონაცემები წარმოდგენილი იქნება მრავალფე­როვანი ფორმებით. 

პროფესორი ე. ხმალაძე აქტიურად მონაწილეობს მომავალი თაობის სწავლა-გან­ა­თ­­ლების საქმეში, ის დაუღალავად ეძებს ნიჭიერ და პერსპექტიულ ახალგაზრდებს და აგ­ზავნის მსოფლიოს წამყვან სამეცნიერო ცენტრებში კვალიფიკაციის შემდგომი ამაღლების მიზნით. მისი ხელმძღვანელობით სამეცნიერო და აკადემიური ხარისხი დაიცვა თბილი­სის სახელმწიფო უნივერსიტეტის არაერთმა კურსდამთავრე­ბულმა (მათ შორის არიან: ე. ფარსადანიშვილი, რ. მნაცაკანოვი, ა. ფარაჯანაძე, ა. ნიქაბაძე, ნ. მაღლაფერიძე, ზ. ციგრო­შვილი, ნ. ტორონჯაძე, ე. შინჯიკაშვილი, გ. კვიჟინაძე და სხვები) როგორც თბილისში, ისე მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან სამეცნიერო ცენტრ­ებში, როგორიცაა ამსტერდამი, ედინ­ბურგი, კანბერა, ველინგტონი და სხვა. მისი აღზრდილები დასაქმებული არიან სხვადასხვა საგანმანათლებლო, სამეცნიერო და ფინანსურ სტრუქტურებში. მაგალითად, რ. მნაცაკანოვი ამჟამად დასავლეთ ვირჯინიის უნივერსიტეტის (აშშ) პროფესორია (მანამ­დე იყო ტეხასის უნივერსიტეტის პროფესორი) ნ. ტორონჯაძე კი ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის კანცლერი.

განსაკუთრებული და მრავალმხრივია პროფ. ესტატე ხმალაძის თანამშრომლობა ივანე ჯავ­ა­ხიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნ­ე­ბისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან, რომელიც დიდი ხანია დაიწყო და დღესაც ნაყოფიერად გრძელდება. აღსანიშნავია, რომ სხვადასხვა სამეცნიერო ფონდე­ბიდან მიღე­ბული გრანტების დახმარებით პროფესორმა ხმალაძემ 2007 წელს დააარსა თავისივე სახე­ლობის სტიპენდია თსუ-ს წარჩინებული მაგისტრებისათვის და ფაკულ­ტეტს უკვე ჰყავს ამ სტიპენდიის მფლობელი არაერთი მაგისტრი როგორც მათემატი­კის, ისე ფიზ­იკის მიმართულებიდან. აარსებდა რა სტიპენდიას, პროფესორ ესტატე ხმალაძის ერთ-ერთი მოტ­ივი (რა თქმა უნდა, სტუდენტის ნიჭისა და შრომისმოყვარეობის აღიარებასთან და მატერია­ლურ წახალი­სებას­თან ერთად) ისიც იყო, რომ ასეთი ფაქტი გამხდარიყო გადამდები და სხვებ­საც (მათ შორის, გამარჯვებულებსაც) მომავალში გასჩენოდათ ანა­ლოგი­ური ქველმ­ოქმედების სურვილი, რაც უდაოდ წაადგება ახალგაზ­რდების შემობრუ­ნების პროცესს განათლებისა და მეცნიერებისკენ.

იგი რეგულარულად და უსასყიდლოდ აგზავნის საქართველოში თანამედროვე უცხოურ სამეც­ნიერო ლიტერატურას და სამეცნიერო-პერიოდულ გამოცემებს, მათ შორისაა ჟურ­ნა­ლები: “Annals of Probability”, “Annals of Statistics” და “Ap­­plied Proba­bility”. საქართველოში ყოფნის პერიოდში პროფ. ხმალაძე ატარებს სამეცნიერო და საჯარო ლექციების ციკლს, მაგალითად, 2007-2008 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრში თსუ მათემატიკის სას­წ­ავ­ლო-სამეცნიერო ინსტიტუტში (ამჟამინდელ მათემატიკის დეპარტამენტში) მის მიერ წაკითხულ იქნა “შემთხვევითი პროცესებისა და მისი გამოყენებების” სრული კურსი. 2012 წლის დეკემბერში თსუ მათემატიკის დეპარტამენტში პროფესორმა ესტატე ხმალაძემ ჩაატარა სამი საჯარო ლექცია, რომელსაც ესწრებოდა რესპუბლიკის არაერთი სასწავ­ლო, სამეც­ნიერო და ფინანსური სტრუქტურების წარმომადგენელი და ასევე სემინარე­ბი დაინ­ტერესებული სტუდენტებისათვის (2018 წლის ივლის-სექტემბერში მან გააკეთა რამდე­ნიმე სამეცნიერო მოხსენება).

პროფ. ესტატე ხმალაძის უდიდესი საერთაშორისო ავტორიტეტის გამოყენებითა და  ძალისხმევით მხოლოდ უკანასკ­ნელ პერიოდში თსუ-ში ჩატარდა ხუთი საერთაშორისო კონფერენცია ალბათობასა და სტატისტიკაში. 2015 წელის სექტემბერში ჩატარდა საერთაშო­რისო კონფერენცია ალბათობის თეორიას და სტატისტიკაში (იხ. https://tsu.ge/data/file db/ faculty zust_sabunebismetk/WEB%20updated%205.05.15-announcement.pdf), სადაც გადაწ­ყდა, რომ ეს კონფერენცია გამხდარიყო რეგულარული (4 წლიანი შუალედით) და მომ­დევ­ნო კონ­ფერენცია გაიმართა 2019 წლის 9-15 სექტემბერს. აღსანიშნავია, რომ ის მიეძღვნა პროფ. ესტატე ხმალაძის დაბადებიდან 75 წლის იუბილეს (იხ. http://khmaladze-75-tbilisi-2019.tsu.ge). გარდა ამისა, 2018 წელს ჩატარდა საერთაშორისო კონფერენცია ალბათობის თეორიასა და მათე­მატი­კურ სტატის­ტიკაში“ (იხ. http://mania-100-tbilisi-2018.tsu.ge), რომე­ლიც  მიეძღვნა გამოჩენილი ქართველი მათემა­ტი­­კოსისა და პედაგოგის, ქართული ალბა­თ­ურ-სტატისტიკური სკოლის ფუძემ­დებ­ლის, თსუ-ში ალბათობის თეორიისა და მათემა­ტი­კური სტატისტიკის კათედრის დამფუძ­ნებ­ლის, პროფესორ  გვანჯი მანიას დაბა­დე­­ბი­დან 100 წლისთავს. 2025 წლის 7-12 ივლისს ჩატარდა  პროფ. ესტატე ხმალაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია (იხ. https://khmaladze-80-tbilisi-2025.tsu.ge/).

ესტატე ხმალაძის სახელობის სტიპენდია გამიზნულია თსუ მაგისტრატურის სტუდენ­ტე­ბის­ათ­­ვის, რომლე­ბიც სპე­ცი­ა­ლიზდებიან: ა) ალბათობის თეორიასა და მათემატიკურ სტატის-ტი­კაში, ბ) ფარ­თოდ გაგებულ წრფივ (ფუნქციონალურ) ანალიზში და გ) თეორიულ ფიზიკაში. სტი­პენ­დია ეძლევა განსაკუთრებული ნიჭის და სიბეჯითის მქონე სტუდენტს. მაღალი აკადემიური მოსწრება აუცილებელი წინაპირობაა, მაგრამ არ არის ერთად­ერთი გადამ­წყვეტი ფაქტორი. სასურველია, რომ სტიპენდიატი იყოს მიზან­სწრა­ფუ­ლი და მოტი­ვირებული პირ­ოვნება, დაინტერესე­ბუ­ლი ქართუ­ლი და მსოფლიო ლიტერა­ტუ­რით და ხელოვნებით. ამჟამად, საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი  პროფესორი ალექსანდრე მესხი (კომისიის პირველი თავმჯდომარე იყო, აწ განსვენებული,  აკად. ნიკო ვახანია, ხოლო შემდგომ კი აკად. ელიზბარ ნადარაია). მოყოლებული 2008 წლიდან, ყოველწლიურად ტარდებოდა შესარჩევი კონკურსი და ვლინდებოდა გამარჯვებული სტუდენტი. რამდენჯერმე კომისია იძულებული იყო, სტიპენდია გაეცა ორ საუკეთესო სტუდენტზე და შესაბამის თანხას უყოყმანოდ და დიდი სიამოვნებით გასცემდა ბატონი ესტატე ხმალაძე თავისი დანაზოგებიდან. წელს უკვე მეცხრამეტედ გამოცხადდა კონკურსი ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მოსაპოვებლად. ამჟამად კონკურსში გამარჯვებულად გამოცხადდა თსუ მათემატიკის სამაგისტრო პროგრამის პირველი კურსის სტუდენტი გიორგი მაჩიტიძე (სამეცნიერო ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი თენგიზ კოპალიანი). კომისიამ ერთხმად დაუჭირა მხარი გიორგი მაჩიტიძისათვის  პროფ. ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიკუთვნებას.

გიორგი მაჩიტიძის მიერ კომისიაზე განსახილველად წარმოდგენილი ნაშრომი – “ფრანკ-ლინის სისტემა, როგორც უპირობო ბაზისი ლებეგის ექსპონენციალურ ფუნქციათა სივრცეში” – დაბეჭდილია ა. რაზმაძის მათემატიკის ინსტიტუტის შრომებში. მასში დადგენილია აუცილებელი და საკმარისი პირობები, რომლებიც უზრუნველყოფენ ცვლადმაჩვენებლიან ლებეგის სივრცეში ფრანკლინის სიტემის უპირობო ბაზისობას.  დახასიათებულია აღნიშნული სივრცე პელის ფუნქციის საშუალებით. აღნიშნული შედეგები საშუალებას იძლევა შესწავლილ იქნას სინგულარული ოპერატორები არასტანდარტულ სივრცეებში. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი მაჩიტიძე არის ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პირველი გამოშვების ბაკალავრი ინფორმატიკის მიმართულებით, სადაც მისი დამატებითი სპეციალობა იყო მათემატიკა. იგი, 2023 წლიდან მუშაობს აღნიშნულ უნივერსიტყეტში ასისტენტის პოზიციაზე.  

ესტატე ხმალაძის სტიპენდიის მიმნიჭებელი კომისია გულითა­დად ულოცავს მაგის­ტ­რანტ გიორგი მაჩიტიძეს კონკურსში დამსახურებულ გამარჯვებას და უსურვებს მას მომ­ავალ წარმატებებს! კომისია ასევე ულოცავს პროფესორ ესტატე ხმალაძეს, რომ მისი სახელო­ბის სტიპენდიანტთა მრავალრიცხოვან კოჰორტას შეემატა კიდევ ერთი წარ­ჩინებული და პერსპექტიული ახალგაზრდა და უსურვებს მას როგორც ჩვეულ შემოქმედებით წარმატებებს, ასევე შემდგომი ფასდადუდებელი წვლილის შეტანას პერსპექტიული და მოტივირებული ახალგაზრდების სწავლა-განათლების სფეროში.

კომისიის სახელით,

პროფესორი ომარ ფურთუხია,

თსუ მათემატიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი

Facebook
Twitter
LinkedIn