თსუ დუდუ დადიანის საკალათბურთო ტურნირის ფინალშია
თსუ დუდუ დადიანის საკალათბურთო ტურნირის ფინალშია. უნივერსიტეტის გუნდმა ნახევარფინალში შარშანდელი სუპერ ლიგის გამარჯვებული გუნდი – „ქუთაისი“ ანგარიშით – 95:73 – დაამარცხა.
„ვულოცავ ჩემს გუნდს და გულშემატკივრებს. კარგი ატმოსფერო შეიქმნა. „ქუთაისი“ ერთ-ერთი ძლიერი გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ შეცდომები გვქონდა, კარგი თამაში ვითამაშეთ და დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ. ფინალში უფრო მძიმე თამაში გველოდება და მაქსიმალურად მობილიზებულები ვიქნებით“, – აღნიშნა თსუ-ის მთავარმა მწვრთნელმა ლექსო ლაფანაშვილმა.
„თამაში თავიდანვე დაძაბულად დაიწყო, „ქუთაისი“ ერთ-ერთი ფავორიტი გუნდია, თუმცა ჩვენმა ბიჭებმა გაცილებით კარგად შეუტიეს, დაცვაშიც კარგად ითამაშეს. ჩვენი გუნდი სექტემბრის დასაწყისში შეიკრიბა და ამ ჩემპიონატს მომზადებულები შევხვდით, თავიდანვე მოტივირებულები ვიყავით“, – ამბობს თსუ კალათბურთის გუნდის მენეჯერი, კულტურისა და სპორტის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე თორნიკე ცინაძე.
დუდუ დადიანის თასის ფინალი ხვალ 18:00 საათზე გაიმართება.