ახალი წიგნი შუა საუკუნეების სარაინდო სამყაროთი დაინტერესებული მკითხველისთვის
კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა ქართულ სამკვლევრო და სამეცნერო ბიბლიოთეკას – გამოვიდა ფილოლოგიის დოქტორების გიორგი ალიბეგაშვილისა და მამუკა ჭანტურაიას წიგნი სათაურით: „შუა საუკუნეთა სარაინდო სამყარო და ქართული კაიყმობის ანდრეზი’’.
წიგნში ლიტერატურულ-ისტორიოგრაფიული და ტიპოლოგიური კუთხით განხილულია სხვასხვა ქვეყნის შუა საუკუნეთა სარაინდო კოდექსები და ეთიკური ნორმები – იაპონური (ბუშიდო), არაბული (ფუთუვა), ბიზანტიური, ფრანგული, გერმანული, ესპანური, ანგლოსაქსური, ქართული, აგრეთვე, ვაჟა-ფშაველას კაი ყმობის ქცევათა პრინციპები.
კვლევის შედეგად, მასში იკვეთება ერთი საყურადღებო გარემოება: მიუხედავად სახელმწიფოთა სიშორისა, კულტურისა და ტრადიციების სრული განსხვავებულობისა, ზოგადადამიანური ბუნებიდან გამომდინარე, მეომრული კოდექსების კანონები, მოთხოვნები და წესები, ღირსების საერთო ფილოსოფიურ წარმოდგენებთან ერთად, ჭეშმარიტი რაინდის შინაგანი თვისებები და სულიერი სამყაროა.
წიგნი გამოადგება უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებსა და დაინტერესებულ მკითხველებს