Blog

უკრაინული ლიტერატურის ქართული თარგმანი ბერლინის კოლოკვიუმზე

აგვისტოს თვეში ბერლინში გაიმართა ლიტერატურის მთარგმნელთა საერთაშორისო შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ფილოლოგიის დოქტორმა, თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მოწვეულმა ლექტორმა, ოთარ ბაქანიძის სახელობის უკრაინისტიკის ცენტრის უფროსმა სპეციალისტმა სოფიო ჩხატარაშვილმა. ლიტერატურულ კოლოკვიუმზე მან უკრაინელი მწერლის, კატერინა ბაბკინას რომანის - „ბაბუაჩემი ყველაზე უკეთ ცეკვავდა“ - თარგმანი წარადგინა. უკრაინული ლიტერატურა მუდამ ითარგმნებოდა უცხო ენებზე,...

ახალი სახელმძღვანელო  – „კვლევის მეთოდები ბიზნესში“  

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის სტუდენტები ახალ სასწავლო წელს სწავლას ახალი სახელმძღვანელოთი  - „კვლევის მეთოდები ბიზნესში“  - შეუდგებიან.  სახელმძღვანელოს ავტორები  არიან: თსუ-ს პროფესორი, „საერთაშორისო ბიზნესის“ კათედრის გამგე თეიმურაზ  შენგელია და ბიზნესის ადმინისტრირების დოქტორი და  ლუნდის უნივერსიტეტის მაგისტრი, დავით  აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის ასოცირებული პროფესორი თინათინ ჟორჟოლიანი. როგორც წიგნის...

თსუ-ს არაბისტი სტუდენტები არაბულ ქვეყნებში

მიმდინარე სასწავლო წელს ეგვიპტეში, კაიროს უნივერსიტეტში, რვათვიანი  პროგრამის ფარგლებში თსუ-ს არაბისტიკის მიმართულების ქართველ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ კაიროს უნივერსიტეტში გაიღრმაონ თავიანთი ცოდნა. პროგრამას ეგვიპტის უმაღლესი განათლებისა და სამეცნიერო კვლევების სამინისტრო აფინანსებს. ოთარ სამუშია, ნატალი ცისკარაული, მარიამ მახარაშვილი, თინათინ ნასყიდაშვილი, მარიამ ფურცელაძე და ახლო აღმოსავლეთის ისტორიის მოდულის მაგისტრანტი ხათუნა ჭელიძე ოქტომბრის დასაწყისში...

როგორია ჩინეთსა და იაპონიაში მოგზაურობა, რომელიც თსუ-დან იწყება?

საქართველოს გეოპოლიტიკურ რუკაზე ჩინეთის სახელმწიფოს გამოკვეთამ და ახლახანს ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების გაფორმებამ კიდევ მეტი პერსპექტიულობა შესძინა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შორეული აღმოსავლეთის სასწავლო პროგრამებს - სინოლოგიასა და იაპონისტიკას. ეს მიმართულებები ჯერ კიდევ 2007 წელს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორმა, თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ნანა გელაშვილმა დააარსა. თუკი ადრე ჩინური და იაპონური  ენები, ასევე...

სამუშაო ვიზიტით  ნორდის უნივერსიტეტში

11-15 სექტემბერს თსუ-ს კულტურის კვლევათა ინსტიტუტის პროფესორები ნინო ჩიქოვანი და ირაკლი ჩხაიძე სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდნენ ნორდის უნივერსიტეტში (ბოდო, ნორვეგია), სადაც  მასპინძელი მხარის ორგანიზებით გაიმართა ვორკშოპი, რომელშიც, მიწვეულ სტუმრებთან ერთად, მონაწილეობდნენ ნორდის უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორები. შეხვედრაზე შემუშავდა საპროექტო წინადადება და დაიგეგმა შემდგომი სამუშაო, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო კონსორციუმის შექმნას...

პროფესორმა ქეთევან კაკიტელაშვილმა მონაწილეობა მიიღო აკადემიურ ვორკშოპში „ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი“

თსუ-ს კულტურის კვლევების ინსტიტუტის ასოცირებულმა პროფესორმა ქეთევან კაკიტელაშვილმა მონაწილეობა მიიღო აკადემიურ ვორკშოპში „ისრაელი და ახლო აღმოსავლეთი“ (იერუსალიმი, 15-19  სექტემბერი, 2024 წ.). ვორკშოპი ორგანიზებული იყო იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტის ებრაული ცივილიზაციის სწავლების ცენტრის მიერ ისრაელის ინსტიტუტის (ვაშინგტონი) მხარდაჭერით. ვორკშოპში მონაწილეობას იღებდნენ აშშ-ს, იაპონიის და ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების მკვლევრები...

უნივერსიტეტელი ეკა ვარდიაშვილი დიდი შთაბეჭდილებით დაბრუნდა საფრანგეთიდან

თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ეკა ვარდიაშვილი ერთი სასწავლო სემესტრი, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, საფრანგეთში, ლილის უნივერსიტეტში სწავლობდა. ეკა შთაბეჭდილებებით დაბრუნდა საქართველოში და ემადლიერება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, რომელმაც საზღვარგარეთ სწავლის შესაძლებლობა მისცა. ,,მიუხედავად იმისა, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ყველთვის გამოირჩევა მრავალფეროვანი სასწავლო პროგამის შემოთავაზებით, ლილის უნივერსიტეტში სწავლებისას...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლები ლიმესის საერთაშორისო კონგრესზე

8-14 სექტემბერს ქალაქ ბათუმში, საქართველოში პირველად, ჩატარდა ლიმესის (რომაული საზღვრების შემსწავლელი) 26-ე საერთაშორისო კონგრესი, რომელშიც 42 ქვეყნის 350 მეცნიერი იღებდა მონაწილეობას. კონგრესის ორგანიზატორები იყვნენ: აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი, პოლონეთის მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების სამინისტრო,...

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე

30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე, ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 102 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების სწავლებასა და განვითარებას. საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოების...

წლები მხოლოდ ციფრებია

დაარსებიდან იღბალი დაჰყვა უნივერსიტეტს - არსებობის ისტორიაში, მშვიდობასა თუ ძნელბედობაში, გამოუჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომითა და უნივერსიტეტის იდეისადმი უცნაური პატივისცემით გამოირჩეოდნენ. მათ საკუთარი მხრებით ატარეს ქართული აზრის, განათლებისა და მეცნიერების აკვანი... და ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ საზოგადო მოღვაწენი ან მეცნიერნი, ისინი არ ხმაურობდნენ, უჩუმრად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და...