თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მე-3 კურსის სტუდენტმა სოფიკო მღებრიშვილმა გასული სასწავლო სემესტრი გერმანიის ვიადრინას ევროპულ უნივერსიტეტში გაიარა. ,,გაცვლითი პროგრამის მონაწილის გზა კონკურსის წარმატებით გადალახვის შემდეგაც სირთულეებითაა სავსე, თუმცა საზღვარგარეთ სწავლა არის უზომოდ სანტერესო და ქაოსით სავსე გამოცდილება, რომელიც ყველა მიმართულებით გზრდის და, პირველ რიგში, საკუთარ თავზე გასწავლის ძალიან ბევრს....
Blog
შორეული აღმოსავლეთი: წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები – კონფერენცია თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების (მიმართულება ორ საბაკალავრო პროგრამას მოიცავს - იაპონისტიკას და სინოლოგიას) ორგანიზებით VIII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - ,,შორეული აღმოსავლეთი - წარსული, აწმყო და სამომავლო პერსპექტივები“ - გაიმართა. მიმართულების ხელმძღვანელის, პროფესორ ნანა გელაშვილის ინფორმაციით, კონფერენციის თემატიკა, ტრადიციულად, მრავალფეროვნებით გამოირჩეოდა: შორეული აღმოსავლეთი და საქართველო, ისტორია, პოლიტიკა,...
თსუ-ს მეცნიერთა კვლევის საერთაშორისო აღიარება
გერმანიის ქალაქ კიოლნში (7-13 ოქტომბერს) გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო უნივერსიტეტში (IU of Applied Sciences) ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია (ISPC 2024) „ციფრული მენეჯმენტი და ხელოვნური ინტელექტი“. სამეცნიერო კონფერენცია ორგანიზებული იყო კიოლნის ელექტრონული კომერციის ინსტიტუტის (კიოლნი, გერმანია), აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის (თბილისი, საქართველო), ადელფის უნივერსიტეტის (გარდენ სითი, ნიუ იორკი, აშშ) და გამოყენებით მეცნიერებათა საერთაშორისო...
ანტვერპენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მონაწილეთა გამოხმაურება
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტებმა ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ მონაწილეობა მიიღეს ანტვერპენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც ფოკუსირებული იყო ფარმაკოლოგიურ უსაფრთხოებასა და კარდიო-ონკოლოგიაზე. ,,საზაფხულო სკოლა ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობა აღმოჩნდა - დავსწრებოდით მაღალი დონის ლექციებს, რომლებიც მოიცავდა უახლეს კვლევებს და ინოვაციებს კარდიო-ონკოლოგიის სფეროში. გარდა ამისა, შესაძლებლობა...
ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში
მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტებმა ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ გაიარეს ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში (INM-4). ,,ჩვენ მივიღეთ მონაწილეობა ქართულ-გერმანული სამეცნიერო ხიდის ფარგლებში ჩატარებულ საგრანტო კონკურსში, სადაც გავხდით გრანტის მფლობელები და გავიარეთ ერთთვიანი სტაჟირება Forschungszentrum Jülich-ის ნეირომეცნიერებებისა და მედიცინის ინსტიტუტში (INM-4). ეს კვლევითი ცენტრი,...
დონალდ რეიფილდი: „მიხარია, რომ ქართველოლოგიაში ბრილიანტი თაობა მოდის“
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, 11-13 ოქტომბერს, სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა ახალგაზრდა მეცნიერთა VI საერთაშორისო ინტერდისციპლინური სიმპოზიუმი ჰუმანიტარულ მეცნიერებებში. სიმპოზიუმში – „ქართველოლოგიური კვლევები: ისტორია, თანამედროვეობა, პერსპექტივები“ – ქართველ მკვლევრებთან ერთად მონაწილეობდნენ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სხვადასხვა დარგის სპეციალისტები გერმანიიდან, აშშ-დან, საფრანგეთიდან, იაპონიიდან, შვეიცარიიდან, ნიდერლანდების სამეფოდან. სამეცნიერო ფორუმი გახსნა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც...
როდის დაინერგება კანონპროექტის განმარტებითი ბარათის შინაარსის ახალი სტანდარტები
თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ვასილ გონაშვილმა უკვე დაასრულა იმ საგრანტო პროექტზე მუშაობა, რომელიც კანონპროექტების დასაბუთების სტანდარტების სრულყოფას ითვალისწინებს. სწორედ ამ პროექტის ფარგლებში გამოიკვეთა ის პრობლემები, რაც საქართველოს კანონშემოქმედებით პროცესს ახლავს თან. როგორც ვასილ გონაშვილი აღნიშნავს: ,,ხშირად კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არასრულყოფილად არის შედგენილი და ხშირია შემთხვევები, როდესაც პარლამენტი იღებს მართლაც საჭირო კანონს,...
ახალი სამაგისტრო პროგრამა – „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“ – პირდაპირ ეხმიანება პარლამენტის დადგენილებას
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ამოქმედდა ახალი სამაგისტრო პროგრამა - „ეროვნული უსაფრთხოება, დემოგრაფიული პოლიტიკა და მიგრაციები“. მსგავსი პროგრამა უნივერსიტეტში აქამდე არ გვქონია. მისი შექმნა განაპირობა მსოფლიოში არსებულმა დემოგრაფიულმა პრობლემამ, რომელიც გლობალურ საფრთხედაა გამოცხადებული, რადგან კატასტროფულად იზრდება მსოფლიო მოსახლეობის რიცხვი. ბოლო მონაცემებით, დედამიწის მოსახლეობა წელიწადში, დაახლოებით, ასი მილიონი ადამიანით იზრდება....
წიგნი იდეების მატერიალურ რესურსად ტრანსფორმაციის გზებზე
გამომცემლობა „უნივერსალმა“ გამოსცა თსუ-ს პროფესორის, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის თეიმურაზ ბერიძის სამეცნიერო სტატიების კრებული სახელწოდებით - „ეკონომიკური კვლევების ანთოლოგია“. კრებულში შესულია ავტორის მიერ ბოლო წლებში საქართველოსა და უცხოეთში ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოქვეყნებული სტატიები, რომლებიც ეძღვნება საბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის პროცესის წინააღმდეგობრივ ხასიათს, მის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებს და ეფექტიანობას, იმ რეფორმების მიმდინარეობას, რომლებმაც...
უნივერსიტეტელი ალექსანდრე ქართველიშვილი „წიგნების თაროს“ XI სტუდენტური სეზონის ფინალისტია
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტი სანდრო ქართველიშვილი წარმატებული ახალგაზრდული პროექტის – „წიგნების თაროს“ XI სტუდენტური სეზონის ფინალისტია. იგი მეორედ იღებს მონაწილეობას პროექტში. აღსანიშნავია, რომ წინა მცდელობისას ფინალში, ე.წ. ბლიცის რაუნდამდე, მისი გუნდი „ეიაფიალაიოკული“ ლიდერობდა, მაგრამ ბოლო წამებში ყველაფერი სხვანაირად წარიმართა. „საკმაოდ მტკივნეული გამოცდილება...