„ბავშვობიდანვე ძალიან დიდ სიამოვნებას მანიჭებდა წერა და მიმაჩნდა, რომ პროცესში ვაქსოვდი იმ ემოციების ძირითად ნაწილს, რომელსაც ხშირად სიტყვებითაც კი ვერ გადმოვცემდი. წერასთან ერთად მხატვრული ლიტერატურაც ძალიან მიყვარს და, შესაბამისად, ჩემი პროფესიული არჩევანი ზუსტად წერისა და კითხვის სიყვარულმა განაპირობა“, - გვიყვება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ქართული...
Blog
სერგი ჯიქიას დაბადებიდან 125 წლისთავს მოგონებების წიგნი მიუძღვნეს
საქართველოში თურქოლოგიის, როგორც სამეცნიერო დისციპლინის დამფუძნებლის, თურქული ფილოლოგიისა და სამეცნიერო დიპლომატიკა-პალეოგრაფიის პრობლემური და კერძო საკითხების, ახლო აღმოსავლეთისა და კავკასიის ხალხების ისტორიულ-კულტურულ ურთიერთობათა საქვეყნოდ აღიარებული მკვლევრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსის სერგი ჯიქიას დაბადებიდან 125 წლისთავს მოგონებების წიგნი მიუძღვნეს. კრებულის შექმნის ინიციატორი და რედაქტორი მეცნიერის ქალიშვილი, პროფესორი მარიკა ჯიქიაა. წიგნში შეკრებილია...
მედიაგანათლების პროგრამის მონაწილეებმა თსუ-ში არიზონას უნივერსიტეტის პროფესორებს უმასპინძლეს
13-18 ნოემბერს, აშშ-ს საელჩოს მედიაგანათლების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს არიზონას (აშშ) სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ეწვივნენ. ვიზიტი მოიცავდა საჯარო ლექციებს და კონსულტაციებს მედიაგანათლების პროგრამის მონაწილეებთან და უნივერსიტეტების აკადემიურ პერსონალთან. მედიაგანათლების პროგრამა რამდენიმე წელია ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ხორციელდება და მასში საქართველოს თითქმის ყველა უნივერსიტეტის მედიასკოლის პროფესორ-მასწავლებლები იღებენ მონაწილეობას. პროგრამა მოიცავს სხვადასხვა საერთაშორისო...
ლუკა მამალაშვილი: უნივერსიტეტი მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის…
ლუკა მამალაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეოთხე კურსის სტუდენტია და უკვე მკაფიოდ აქვს ჩამოყალიბებული - საით უნდა მიმართოს საკუთარი ინტერესები. მანამდე კი, სანამ მიზნისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს გადადგამს, ჩვენთან საუბარში უნივერსიტეტზე და იმ ცოდნის მნიშვნელობაზე საუბრობს, რომელმაც მას მომავლის გზა უნდა გაუკვალოს. სასწავლო პროცესი მისთვის საკმაოდ შრომატევადი და ჰუმანიტარული დისციპლინებით...
მარიამ ბულისკერია, რომელიც 7 ენას ფლობს, სწავლას ვენეციაში გააგრძელებს
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის მესამე კურის სტუდენტს მარიამ ბულისკერიას, რომელიც გაზაფხულის სემესტრში სწავლას ვენეციის Ca’Foscari University-ში გააგრძელებს, ინგლისურისადმი სიყვარული და მონდომება დაეხმარა მიზნის მიღწევაში. ,,ენების შესწავლა ყოველთვის მომწონდა, ვუყურებდი სხვადასხვა გადაცემებს, მხიბლავდა ამ ენის ფონეტიკური აგებულება და თანდათან შემიყვარდა. ყველაფერი იწყება იდეის გაჩენით და მონდომებით, ფოკუსირებული ვიყავი ჩემს...
თსუ-ს რვა პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-ზე მეტი სტუდენტი ისწავლის
თსუ-ში პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება, ასევე იზრდება პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების რაოდენობაც. ახალი სასწავლო წლის დაწყება პროფესიული განათლების ცენტრის სტუდენტებს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ მიულოცა. თსუ-ს რვა პროფესიულ პროგრამაზე თბილისსა და ქუთაისში 400-ზე მეტი სტუდენტი ისწავლის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა ჯაბა სამუშიამ ქვეყნისთვის პროფესიული განათლების...
ლიკა ვანიშვილი მამია ღაღანიძის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულია
ლიკა ვანიშვილი მამია ღაღანიძის სტიპენდიის კონკურსში გამარჯვებულია. აღნიშნულ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალობის ბაკალავრიატის სტუდენტებს. ლიკა ამავე ფაკულტეტის მეორეკურსელია, რომელიც, წარჩინებით სწავლასთან ერთად, მუშაობასაც ახერხებს ციფრულ სააგენტოში, გაყიდვების უმცროსი მენეჯერის პოზიციაზე. ლიკა გორის მე-4 საჯარო სკოლის ოქროსმედალოსანია. იგი...
ახალი დამხმარე სახელმძღვანელო საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის
ვალუტის გაცვლითი კურსები და საერთაშორისო ეკონომიკა - რეგულირების თეორია და პრაქტიკა“, - ასე ჰქვია ახალ წიგნს, რომელიც თსუ-ს ასოცირებულმა პროფესორმა ეკა სეფაშვილმა საერთაშორისო ეკონომიკის ცნობილი სახელმძღვანელოების გამოყენებით შექმნა. წიგნი დამხმარე სახელმძღვანელოა და განკუთვნილია უმაღლესი სასწავლებლების საერთაშორისო ეკონომიკის სპეციალობის სტუდენტებისათვის. თუ საიდან გაჩნდა ამ თემაზე სამეცნიერო ნაშრომის მომზადების იდეა და რამდენად...
ნათია ზასოხაშვილს თსუ-ში ლექტორობის დიდი სურვილი აქვს
ნათია ზასოხაშვილი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის მეორეკურსელია, შინაგან საკუთარ ,,მე“-ს უსმენს გადაწყვეტილებების მისაღებად და ამბობს, რომ ეს გზა ხშირად ამართლებს. ნათია გაზეთ ,,თბილისის უნივერსიტეტის“ კითხვებს პასუხობს: მოგწონს თუ არა პროფესია, რომელიც აირჩიე? ვთვლი, რომ სწორედ იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. თავიდანვე არ მქონდა გადაწყვეტილი ქართული ფილოლოგიის პროგრამაზე...
„Journal of Seismology“ ენგურის ჰესზე DAMAST-ის ფარგლებში ჩატარებული სეისმოლოგიური კვლევის პირველ შედეგებს აქვეყნებს
გამომცემლობა Springer-ის საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში „Journal of Seismology“ გერმანულ-ქართული პროექტის ფარგლებში მიმდინარე კვლევების პირველი შედეგები გამოქვეყნდა. სამეცნიერო სტატიაში - „სეისმოლოგიური კვლევა ენგურის კაშხლის წყალსაცავის ირგვლივ (საქართველო) ძველი კატალოგებისა და მიმდინარე მონიტორინგის საფუძველზე“ შეტანილია კვლევის შედეგები, რომელიც მიზნად ისახავდა არა მარტო ტექტონიკური დაძაბულობით გამოწვეულ სეისმურობის შესწავლას, არამედ ინგრიშის რღვევის სეისმური აქტივობის...