თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მე-4 კურსის სტუდენტი ვლადიმერ ნოზაძე გაცვლითი პროგრამის ფარგლებში ესპანეთში, კორუნიის უნივერსიტეტში სწავლობდა. ,,ესპანეთში გაცვლითი პროგრამით სწავლამ როგორც აკადემიური, ისე პიროვნული განვითარების კუთხით მნიშვნელოვანი, პოზიტიური გავლენა იქონია ჩემზე. ქალაქი კორუნია გამოირჩევა განსაკუთრებული ფლორით, რადგანაც ქალაქს ესაზღვრება როგორც მთები, ასევე, ატლანტიის ოკეანე. La Coruña არის ერთ-ერთი გამორჩეული...
Blog
სტუდენტური ფურცელი N5 2253
Studenturi_furceli_N5_2253Download
გაზეთი N2253
N5_2253Download
თურქული ენის საზაფხულო ბანაკი
თურქოლოგიის კათედრის ეგიდით სვანეთში, დაბა მესტიაში მოეწყო თურქული ენის საზაფხულო ბანაკი, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილი იყო როგორც შემეცნებითი ნაწილი, ისე კულტურული პროგრამა. მიზანი, რომელსაც ემსახურებოდა თურქული ენის საზაფხულო ბანაკი, იყო თურქოლოგიის პროგრამის სტუდენტებს გაეუმჯობესებინათ პრაქტიკული თურქული ენის ცოდნა და უკეთ გაეცნოთ თურქული კულტურა, ისტორია, ეთნოგრაფია. 5 დღის განმავლობაში მონაწილეებმა მოისმინეს ქართველი...
,,Erasmus +“-ის გამოცდილება ნამდვილად იმაზე შთამბეჭდავი გამოდგა, ვიდრე ოდესმე წარმოვიდგენდი“
თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის სამართლის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტისთვის მარიამ ბერიძისთვის, გაცვლითი პროგრამის ფარგლებში, სლოვაკეთში გატარებული პერიოდი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო. იგი მატეი ბელის უნივერსიტეტში ერთი სემესტრი სწავლობდა. ,,საუნივერსიტეტო სწავლება ორიენტირებული იყო ევროკავშირის სამართალზე. ლექცია-სემინარებზე ხშირად განვიხილავდით კანონმდებლობის თანხვედრის პროცესებს. თანამედროვე რეალობა და ქართული პერსპექტივა კი ყოველივე ამას განსაკუთრებულ ინტერესს...
,,უნივერსიტეტის კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იქნება“
თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ-ს კანცლერთან, ლაშა საღინაძესთან ერთად უნივერსიტეტის ღვაწლმოსილი თანამშრომლები მედლით დააჯილდოვა. რექტორმა მათ მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრებიც გადასცა. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ასაკობრივ საპენსიო ასაკს მიღწეულმა უნივერსიტეტის იმ ადმინისტრაციულმა და დამხმარე პერსონალმა, რომელმაც ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე უნივერსიტეტიდან წასვლა გადაწყვიტა, უნივერსიტეტისგან ჯილდოს...
გვანცა ხვედელიძის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პერიოდი
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი გვანცა ხვედელიძე თბილისის სახელმწიფოუნივერსიტეტში ჩაბარების დღიდან იყო დაინტერესებული სასწავლო გაცვლით პროგრამაში მიეღო მონაწილეობა. გვანცა სკოლიდანვე აქტიურად იყო ჩამბმული სხვადასხვა სასწავლო თუ შემოქმედებით პროექტებში. უკვე მეორე კურსის სტუდენტმა კი მონაწილეობა მიიღო Erasmus Mundus (ერაზმუს მუნდუსის) პროგრამით გამოცხადებულ კონკურსში და...
პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ-ში
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ-ს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის დაარსებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თემაზე − ,,მსოფლიოს ეკონომიკური განვითარების ტენდენციები ახალ გეოპოლიტიკურ რეალობაში: საქართველოს ადგილი და გამოწვევები” გაიმართა. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს როგორც საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენელმა მეცნიერებმა და მკვლევრებმა, აგრეთვე უცხოელმა მეცნიერებმა. კონფერენცია გახსნა პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის...
2023-2024 წლებში ქართულ-ბიზანტიური კავშირის შესახებ ორტომეული გამოიცა
2023-2024 წლებში, ბიზანტინისტიკის კათედრის ინიციატივით და მისი პროფესურის ძალისხმევით, დაიწერა ქართულ-ბიზანტიური მრავალსაუკუნოვანი კავშირების ამსახველი სტატიების ორტომეული ,,ქართულ-ბიზანტიური ურთიერთობის ძირითადი მიმართულებები (IV-XV საუკუნეები)”. კრებული-კომპენდიუმი მოიცავს 14 ავტორის მიერ დაწერილ 29 სტატიას, რომელიც გამოიცა ბიზანტინისტიკის კათედრის ხელმძღვანელის, პროფესორ თინა დოლიძის რედაქტორობით. კრებულზე მუშაობის პროცესში ჩართული იყვნენ სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები. ავტორთა უმეტესობა ჩვენს...
,,ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა – დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში” – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია თსუ მედიცინის ფაკულტეტზე
2024 წლის 23 მაისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ,,ტრანსლაციური და კლინიკური მედიცინა - დიგიტალიზაცია და ხელოვნური ინტელექტი სამედიცინო განათლებასა და მეცნიერებაში" გახსნა, რომელშიც მონაწილეობდნენ თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრები მსოფლიოს 12 ქვეყნიდან. გამოჩენილი უცხოელი და ქართველი მედიკოსები ორი დღის...