Blog

შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მოთხოვნას ფაკულტეტის საბჭო უახლოეს მომავალში განიხილავს

30 ნოემბერს თსუ-ს  სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს სხდომა ჩატარდა, რომელზეც თსუ-ს სტუდენტმა, სტუდენტური თვითმმართველობის დამოუკიდებელმა დელეგატმა ალექსანდრე ფასიეშვილმა ფაკულტეტის საბჭოს მისივე ინიციატივით შექმნილი პეტიცია გააცნო ამავე ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების მოთხოვნით.  დღის წესრიგის შესაბამისად ფაკულტეტის საბჭოს  წევრებმა დაამტკიცეს ბაკალავრიატის ანკეტა-კითხვარი და დანიშნეს ფაკულტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის...

თსუ-ს პროფესორებს შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია მიენიჭათ

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმის დადგენილებით, გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემია ფილოსოფიაში (შალვა ნუცუბიძის სახელობის პრემია) თსუ-ს ფილოსოფიის ს/ს ინსტიტუტის  პროფესორებს  ანასტასია ზაქარიაძეს, ირაკლი ბრაჭულს, დემურ ჯალაღონიას, ვალერიან რამიშვილს და თეოლოგიის დოქტორ დეკანოზ ალექსი ქშუტაშვილს მიენიჭათ  2022 წელს დაბეჭდილი სამი წიგნისთვის:  „ანთიმოლოგიური შტუდიები - ტრადიცია და პერსპექტივები“, „ანთიმოზ ივერიელი -...

რევაზ შანიძე: KM3NeT-ის ექსპერიმენტში ჩვენი კვლევებით დავადასტურეთ, რომ კოლაბორაციის ერთ-ერთი წარმატებული წევრები ვართ

ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით არსებობს რამდენიმე გლობალური მასშტაბის სამეცნიერო კვლევითი პროექტი, რომლის განსახორციელებლადაც კაცობრიობა მილიარდობით ევროსა და დოლარს ხარჯავს, აყალიბებს საერთაშორისო კოლაბორაციების ქსელს, რის ფარგლებშიც მეცნიერები ერთობლივად ცდილობენ სამყაროს შესახებ მეტი ინფორმაციის გაგებას. მაგალითად,  CERN-ში მიმდინარე ATLAS ექსპერიმენტში, რომელშიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მონაწილეობს, აღმოაჩინეს ჰიგსის ბოზონი, რომელსაც ნაწილაკების ფიზიკაში...

,,TSU – ქველმოქმედება“ – ამ სახელწოდების ახალი სტუდენტური ფეისბუქ-ჯგუფი შეიქმნა

,,TSU students” - ასე ჰქვია შექმნილ ჯგუფს სოციალურ ქსელში, რომელსაც 31 000-მდე მომხმარებელი ჰყავს. ამ ჯგუფს ამჟამად კურირებს თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი გიგა ბენია, რომელსაც ჯგუფის მართვაში სტუდენტები - ლიკუნა გაჩეჩილაძე და ვაჟა ღურწკაია ეხმარებიან. სიახლეა ის, რომ ამ სტუდენტების ინიციატივით, სულ რამდენიმე...

თამარ ნოზაძე: თითოეულ ჩვენთაგანს უფლება აქვს იცოდეს –  ვცხოვრობთ თუ არა ელექტრომაგნიტური დაბინძურების თვალსაზრისით უსაფრთხო გარემოში?

თბილისში სასკოლო საგანმანათლებლო დაწესებულებების ლოკაციებზე  ელექტრომაგნიტური დაბინძურების კვლევა-ანალიზი იწყება. კვლევით პროექტს, შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის გრანტის ფარგლებში, ფიზიკის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ პროფესორი თამარ ნოზაძე პროფესორ გიორგი ღვედაშვილის ხელმძღვანელობით განახორციელებს. კვლევა ორი წლის განმავლობაში გაგრძელდება. საგანმანათლებლო დაწესებულებების ლოკაციები გამიზნულად შეირჩა, რადგან კვლევითი პროექტის ავტორის განმარტებით,  „ბავშვების ორგანიზმი განვითარებადია, ელექტრომაგნიტური გამოსხივება...

ნინო ტყეშელაშვილის გახსენება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს გამოაკლდა დიდი მოამაგე უნივერსიტეტელი ნინო ტყეშელაშვილის სახით. ნინო ტყეშელაშვილმა 1983 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი, 1987-1988 წლებში გამოყენებითი მათემატიკის კათედრის თანამშრომელია და ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ამის შემდეგ სხვადასხვა დროს მუშაობდა კავშირგაბმულობის სამინისტროს გამოთვლით ცენტრში სისტემურ პროგრამისტად, მოგვიანებით კი პროგრამირების განყოფილების გამგედ, 2002-2009...

მიხეილ ბიჭიას მონოგრაფია თემაზე – „სამოქალაქო სამართლის მეთოდოლოგიური პრობლემები“

2023 წელს გამოიცა თსუ-ს მოწვეული ლექტორის, ევროპის უნივერსიტეტის პროფესორ მიხეილ ბიჭიას მონოგრაფია თემაზე - „სამოქალაქო სამართლის მეთოდოლოგიური პრობლემები“. ნაშრომის რედაქტორი გახლავთ თსუ-ს პროფესორი თევდორე ნინიძე. წიგნში წარმოდგენილია ოთხი თავი: (ა) სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის არსი და სახეები; (ბ) სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის შინაარსი (უფლება-მოვალეობა); (გ) სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის სუბიექტი და (დ)  სამოქალაქოსამართლებრივი ურთიერთობის ობიექტი. ამდენად,...

თსუ-ში იზრდება იმ სტუდენტთა რიცხვი, ვისაც სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება სურს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფაკულტეტებზე დღითიდღე უფრო და უფრო მეტად იზრდება სტუდენტთა რიცხვი, რომელთაც სურთ სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მიღება. კონფერენციების ფარგლებში კვლევით დაინტერესებულ სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა, რომ მიიღონ მასში მონაწილეობა, ჩაატარონ კვლევა და შემდგომ ანგარიში სამეცნიერო კომისიას წარუდგინონ. სამეცნიერო კონფერენციებისადმი დამოკიდებულების დასადგენად გავესაუბრეთ რამდენიმე სტუდენტს, რომლებიც აქტიურად იღებენ მონაწილეობას სამეცნიერო კონფერენციებში...

შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების  მოთხოვნით სტუდენტები ერთიანდებიან

,,თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე შუალედური გამოცდები ტარდება ერთი სასწავლო კვირის განმავლობაში, რაც პრობლემას უქმნის ამავე ფაკულტეტის სტუდენტებს. აქედან გამომდინარე, ფაკულტეტის საბჭოს წევრმა  დელეგატებმა - მე და მარიამ ჯეჯეიამ შევადგინეთ პეტიცია და დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება. მივმართავთ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს - ფაკულტეტზე შუალედური გამოცდების ორ კვირაზე გადანაწილების...

თსუ-ს ახალი ვიცე-რექტორი ჰყავს

თსუ-ს რექტორის ახალ მოადგილედ ერეკლე ასტახიშვილი დაინიშნა, რომლის პრიორიტეტული მიმართულებაც საერთაშორისო ურთიერთობების სფეროა. თუმცა ბატონი ერეკლე ყველა მიმართულებით საქმის კეთებისთვის მზაობას გამოთქვამს, რაც უნივერსიტეტის საჭიროებიდან გამომდინარე მას დაეკისრება. ამჯერად ახალი ვიცე-რექტორი უნივერსიტეტის სიტუაციას ეცნობა. ,,ჯერ ვეცნობი სიტუაციას, უნდა შევხვდე ფაკულტეტების დეკანებსა და დეპარტამენტების ხელმძღვანელობას. მაქვს ერთი პრინციპი, რომელსაც ნებისმიერი უნივერსიტეტელი,...