Blog

კრებული ,,ელენე დარიანის დღიურები” – ახალი კვლევები პაოლო იაშვილის პოეტური ციკლის შესახებ

30 ნოემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა კრებულის - ,,ელენე დარიანის დღიურები - ტექსტი და ავტორი" - წარდგენა. სააქტო დარბაზში თავი მოიყარეს როგორც სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლებმა, ისე სტუდენტებმა, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მეოცე საუკუნის ქართული პოეზიით. საღამოს უძღვებოდნენ კრებულის შემდგენელი და სამეცნიერო რედაქტორი, ფილოლოგიის დოქტორი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი თამარ პაიჭაძე და პროექტის...

რექტორის ახალი მოადგილის კახაბერ ჭეიშვილის მრავალმხრივი საქმიანობა უნივერსიტეტის იდეას დაუკავშირდება

ამა წლის 1 დეკემბერს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილედ კახაბერ (კახა) ჭეიშვილი დაინიშნა. ,,თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვიცე-რექტორობა არის უდიდესი პატივი და უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნივერსიტეტის წარსულის, აწმყოსა და მომავლის წინაშე; ამავე დროს, შესაძლებლობაც, შენი ცოდნა, გამოცდილება და იდეები მოახმარო საუნივერსიტეტო საზოგადოების განვითარებას, უნივერსიტეტის იდეის მსახურებას. მადლობა ამ შესაძლებლობისთვის რექტორს, აკადემიკოს...

მაგდა სარჯველაძე  და არჩილ წივილაშვილი კონფერენციაში გამარჯვებულად დასახელდნენ

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მე-3 კურსის სტუდენტები მაგდა სარჯველაძე (სოციოლოგიის მიმართულება) და არჩილ წივილაშვილი (პოლიტიკის მეცნიერების მიმართულება) სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულები არიან. მათ კონფერენციაზე სექციის - ,,საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევები: შედეგების ანალიზი“ - ფარგლებში წარადგინეს მოხსენება თემაზე: ,,NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევები: ეროვნული პრიორიტეტებისა და სახელმწიფო...

გამოიცა ახალი წიგნი ყვარლის მუნიციპალიტეტზე

სტუდენტური პროექტის ,,ყვარლის მუნიცალიტეტის ღირსშესანიშნაობების გეოგრაფიული კვლევის“ ფარგლებში დაიბეჭდა წიგნი ,,ყვარლის მუნიციპალიტეტი“. კვლევის პროცესში ყვარლის მუნიციპალიტეტში 25 მარტიდან  22 მაისამდე შესრულდა საველე სამუშაოები. კვლევის მთავარი მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობების აღრიცხვა და შეფასება - მათი პრაქტიკული მნიშვნელობის შესწავლა და პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული,...

როგორ გამოვიყენოთ მონაცემთა დაცვის წესები პრაქტიკაში?

პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექცია თსუ-ში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულმა ფაკულტეტმა ლეიდენის უნივერსიტეტის პროფესორ ლუკ ვერჰეის საჯარო ლექციას უმასპინძლა, რომელიც ნიდერლანდების სამეფოს საელჩოსთან და ლეიდენის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით პროფესორ რუდოლფ კლევერინგას პატივსაცემად ჩატარდა. ლეიდენის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დეკანმა, პროფესორმა კლევერინგამ 1940 წლის 26 ნოემბერს საჯარო გამოსვლაში გააპროტესტა ნაცისტური ოკუპანტი ძალების...

მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა

 „გლობალიზაციის გამოწვევები ეკონომიკასა და ბიზნესში”  - ამ თემატიკის გარშემო მსჯელობდნენ  ქართველი და უცხოელი მეცნიერები თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამართულ მე-8 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე, რომელიც     თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ორგანიზებით ჩატარდა. კონფერენციას    100-მდე პროფესორ-მასწავლებელი და მკვლევარი ესწრებოდა და იღებდა მონაწილეობას.  კონფერენციის  თემატიკა, უკვე მერვე წელია, სულ უფრო მეტ აქტუალურობას იძენს, რადგან...

საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები შუა საუკუნეების ადამიანის ყოველდღიურობა

საჯარო ლექცია თსუ -ში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში 28 ნოემბერს სომხეთის მეცნიერების აკადემიის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა (NAS RA) და ერევნის სახელმწიფო  უნივერსიტეტის ლექტორმა გორ მარქარიანმა წაიკითხა სიმბოლური ლექცია სათაურით: ,,საქართველოსა და სომხეთში მცხოვრები შუა საუკუნეების ადამიანის ყოველდღიურობა”. ლექციას ესწრებოდნენ სომეხი მეცნიერები ერევნის უნივერსიტეტიდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...

თსუ-ს მაგისტრანტი ნიკოლოზ სარაჯიშვილია ერთ-ერთი ავტორი, რომლის სახელმძღვანელოთიც მეთერთმეტე კლასში საქართველოს ისტორია ისწავლება

საქართველოს ისტორიის ახალი სახელმძღვანელო, რომელიც ახალგაზრდა მეცნიერთა მიერ არის შედგენილი, საქართველოს საჯარო სკოლების მეთერთმეტე კლასებში უკვე ისწავლება. სახელმძღვანელოზე მუშაობა 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და ის მოიცავს პერიოდს გიორგი I-დან (X-XI სს.) პირველ მსოფლიო ომამდე (1914). სახელმძღვანელოს ერთ-ერთი ავტორის,  ,,უახლესი ისტორიის ცენტრის" ხელმძღვანელის,  ახალი და უახლესი ისტორიის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტის ნიკოლოზ...

ანა ტალახაძემ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სტაჟირება წარმატებით გაიარა

თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) სტუდენტი  ანა ტალახაძე 35 ქართველ სტუდენტს შორის ერთ-ერთია, რომელმაც  მონაწილეობა მიიღო USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის სტაჟირებაში. „აქ გავიცანი ადამიანები, რომლებიც  ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე მუშაობენ. შესაძლებლობა მქონდა უკეთ შემესწავლა ტრანსპორტისა და ლოჯისტიკის სფერო და ის გამოწვევები, რომლებიც დღეს საქართველოს წინაშე დგას. ასევე, გავიგე - რა უნდა...

ახალი ერთწლიანი სამაგისტრო პროგრამა

თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე ერთწლიანი საგანმანათლებლო სამაგისტრო პროგრამა  - საექსპორტო სტრატეგიების მენეჯმენტი (EMBA-EM) - ამოქმედდება. ,,დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სასაქონლო ვაჭრობის დეფიციტი, ანუ იმპორტის ექსპორტზე მეტობა წარმოადგენდა მუდმივ პრობლემას. ექსპორტის წახალისებისათვის გამოიყენებოდა და გამოიყენება სხვადასხვა მეთოდები, თუმცა საექსპორტო ტექნოლოგიების ცოდნა წარმოადგენს სერიოზულ პრობლემას. ერთი წლის წინ დაიდო მემორანდუმი თსუ-სა და...