Blog

საახალწლო სუფრის გაშლა ყველას შეუძლია, მთავარია – რა იქნება ამ სუფრაზე?!

საახალწლო სუფრის გაშლა და ,,ეკონომია“ ქართველ კაცში, მეტნაკლებად, შეუთავსებელია, რადგან ოდითგანვე მოგვდგამს ტრადიცია - ახალ წელს მაქსიმალურად ხელგაშლილნი და მდიდარი სუფრით შევხვდეთ. განსაკუთრებით საახალწლოდ ეკონომიის გააზრება ბევრს, ალბათ, ქვეყნის ეკონომიკისადმი აგრესიულადაც განაწყობს, რადგან ამ დროს გასაწევი ხარჯი ბევრია, დასახარჯი კი - ცოტა. ფაქტია, რომ სწორედ საახალწლო დღესასწაულზე უორმაგდებათ ადამიანებს ემოციები...

მარიამ ხაზალია სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულია

თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეგიდით გამართულ სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტი მარიამ ხაზალია დასახელდა. მან კონფერენციაზე წარადგინა მოხსენება, რომლის სათაურია ,,რუსეთ-უკრაინის ომის გამო საქართველოში დაბრუნებული რეემიგრანტების რეინტეგრაციის კვლევა’’. რატომ დაინტერესდა ამ თემით? - კითხვაზე მარიამ ხაზალია...

გამოიცა წიგნი –  „რუსული წყაროთმცოდნეობა“

ავტორები: დალი კანდელაკი, მარინა გარიშვილი, ნათია ამირეჯიბი რედაქტორები: ვახტანგ გურული, ნინო ჩიქოვანი რეცენზენტი - ზაალ გოგენია გვესაუბრება წიგნის ერთ-ერთი ავტორი დალი კანდელაკი ,,ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არსებობის პირველივე წლებიდან დიდი ყურადღება ეთმობოდა სლავების, კერძოდ, რუსეთის ისტორიის შესწავლას. თსუ-ში 1927 წლიდან დღემდე ფუნქციონირებს რუსეთის ისტორიის კათედრა. უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტის...

ინესა მერაბიშვილის ახალი სემანტიკური სამკუთხედი, როგორც მნიშვნელოვანი ლინგვისტური მიგნება

                              სიახლე ლინგვისტური კონცეფციის მე-100 წლისთავზე „სიტყვის მნიშვნელობა და მისი ახალი სემანტიკური სამკუთხედი ლინგვოფილოსოფიურ და ფიზიოლოგიურ ჭრილში“ - ამ სათაურით წაიკითხა 6 დეკემბერს თავისი საჯარო ლექცია თსუ-ს პროფესორმა, აკადემიკოსმა ინესა მერაბიშვილმა  თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ლექცია მიეძღვნა ინესა მერაბიშვილის მიერ განვითარებულ იმ კონცეფციას, რომელზე დაყრდნობითაც მან გახსნა და ინგლისურ ენაზე თარგმნა...

„ანტიკური კავკასიის“ ხუთტომეული ენციკლოპედიის გაციფრებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია

თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში „ანტიკური კავკასიის“ ხუთტომეული  ენციკლოპედიის პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიება საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის პრეზიდიუმთან მოქმედი შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონის ცივილიზაციათა შემსწავლელ კომისიასა და საქართველოს საპატრიარქოს ქართველოლოგიური კვლევის ცენტრთან თანამშრომლობით ჩატარდა. „ანტიკური კავკასიის“ ენციკლოპედიის პირველი ტომი თსუ-ს კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტში, პროფესორ რისმაგ...

ბეგლარ (ბეგო) ბეჟუაშვილის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველი ფილმის ჩვენება თსუ-ში გაიმართა

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მოღვაწეობენ  ადამიანები, ვისი ცხოვრება, საქმიანობა, ადამიანური თვისებები და ღრმად განსწავლულობა დაუსრულებლად საუბრის საშუალებას გაძლევს,  რომლებიც ჩუმად, უხმაუროდ აკეთებენ  სამაგალითო საქმეებს,  ზრუნავენ მომავალი თაობის ღირსეულად  აღზრდისთვის და  ამ ქვეყნიდანაც ჩუმად,   უხმაუროდ  მიდიან... ხშირად ეს ადამიანები შეუმჩნეველნი  არიან,   ხშირად  დაუფასებელნიც, მაგრამ მათი  მოღვაწეობა და თავისი საქმისადმი დიდი სიყვარული  თითოეული...

ჩინეთის შესახებ ცნობადობის ასამაღლებლად ახალი წიგნი გამოიცა

ჩინეთის ისტორიული დედაქალაქების წარმოშობისა და განვითარების ისტორიას მოგვითხრობს ახალი წიგნი - „ჩინეთის ისტორიული დედაქალაქები", რომლის ავტორია თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის შორეული აღმოსავლეთის მიმართულების სინოლოგიისა და იაპონისტიკის საბაკალავრო პროგრამების ხელმძღვანელი, პროფესორი ნანა გელაშვილი. წიგნი ეძღვნება საქართველოსა და ჩინეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30-ე წლისთავს.  ნაშრომში განხილულია საუკუნეების განმავლობაში სხვადასხვა დინასტიების დროს...

ინოვაციები:  იდეიდან დანერგვამდე

2023 წლის 23 -25 ნოემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, თსუ-ს რ. აგლაძის არაორგანული ქიმიისა და ელექტროქიმიის ინსტიტუტისა და სასწავლო-კვლევითი სამეცნიერო ცენტრის ორგანიზებით, გაიმართა მე-2 საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია და სეზონური სკოლა: „მეცნიერება, განათლება, ინოვაციები და ქიმიური ტექნოლოგიები -  იდეიდან დანერგვამდე“. ინტერდისციპლინური კონფერენცია მიეძღვნა ქიმიური და საინჟინრო ტექნოლოგიების დაახლოებას,  ინოვაციური...

მარიამ ბასილაია და საბა ბოლქვაძე კონფერენციის გამარჯვებულებად დასახელდნენ

სტუდენტთა 83-ე საუნივერსიტეტო სამეცნიერო კონფერენციის გამარჯვებულებად სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკური მეცნიერების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტები მარიამ ბასილაია და საბა ბოლქვაძე დასახელდნენ. მათ კონფერენციაზე წარადგინეს მოხსენება, რომლის სათაურია -  ,,TikTok, როგორც პოლიტიკური არხი თანამედროვე საქართველოში: ,,შეცვალე საქართველოსა’’ და არჩიბალდ მეკეშის შემთხვევების მაგალითზე“. ,,თემა იდეათა გაცვლისა და ჩვენი სამეცნიერო ხელმძღვანელის,...

როკ-მუსიკა აკადემიური კვლევის ობიექტივში

„როკი საპროსტესტო მუსიკაა ყველა იმ შეზღუდვის წინააღმდეგ, რასაც ადამიანები ამა თუ იმ სისტემის მარწუხებში გრძნობენ“,  - ამბობს მარიამ ნოზაძე, რომელმაც როკ-მუსიკის სოციალურ-პოლიტიკური ასპექტების კვლევა ბაკალავრიატის საფეხურზე დაიწყო, შეისწავლა საქართველოში 1960-1970-იან წლებში არსებული ვითარება და ამ დროისთვის XX საუკუნის 80-90-იანი წლების პერიოდს იკვლევს. „ჩემი მიზანია, ზოგადად, ალტერნატიული მუსიკის და არამხოლოდ -...