Blog

ყვარლის მუნიციპალიტეტის ტურისტული ობიექტების გეოგრაფიული კვლევა წარმატებით განხორციელდა

ყვარლის მუნიციპალიტეტის დასახლებულ პუნქტებსა და ტერიტორიაზე არსებული მდინარეების აუზებში საველე სამუშაოები შესრულდა. კვლევის მთავარი მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტში არსებული ბუნებრივი ღირსშესანიშნავი ადგილებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტების აღრიცხვა, გეოგრაფიული შეფასება, მათი პოტენციალის გამორკვევა: ტურისტულ-რეკრეაციული, აგრარული, სამკურნალო, სპორტული, კულტურულ-ისტორიული, არქეოლოგიური და სხვა მიმართულებით.  ,,სტუდენტური სამეცნიერო პროექტის კვლევის მიზანი იყო ყვარლის მუნიციპალიტეტის ტურისტული...

კვლევა, რომელიც თბილისის არეალში და მის შემოგარენში არსებული ზოგიერთი საშიში გეოლოგიური მოვლენის შესწავლას ითვალისწინებდა

სულ ცოტა ხნის წინ თბილისში მომხდარმა  13 ივნისის სტიქიურმა  უბედურებამ  მრავალი კითხვა გააჩინა:  არის თუ არა დედაქალაქში ცხოვრება უსაფრთხო?  რა სეისმური საფრთხეების წინაშე ვდგავართ?  თბილისში არსებული შენობები რამდენბალიან მიწისძვრაზეა გათვლილი და დედაქალაქში სეისმურად ყველაზე აქტიური რომელი რაიონია?  -  ამ კითხვებზე პასუხების ძიებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც დაინტერესდნენ და  შიდა საუნივერსიტეტო სტუდენტური პროექტის ფარგლებში საინტერესო კვლევა წარმოადგინეს. კვლევა, თანამედროვე გლობალური...

გამოიცა ანზორ ხელაშვილის მონოგრაფია

ცოტა ხნის წინ გამომცემლობა „ნეკერმა“ გამოსცა ცნობილი ქართველი ფიზიკოსის, აკადემიკოს ანზორ ხელაშვილის მონოგრაფია „სიმეტრიები და ჯგუფთა თეორიის ელემენტები ნაწილაკთა ფიზიკაში“, სტანდარტული მოდელის შესავალი“. მონოგრაფიაში ავტორის მიერ გამოყენებულია საკმაოდ მდიდარი ლიტერატურა: სახელმძღვანელოები, მიმოხილვები, ორიგინალური სტატიები. წიგნში მოცემული მასალა იკითხებოდა თსუ-ს მაღალი ენერგიების ფიზიკის ლაბორატორიისა და ინსტიტუტის ახალგაზრდა მეცნიერ-თანამშრომლებისთვის 1973 წლიდან, როდესაც...

პირველი კარტოგრაფიული ონლაინ კატალოგი საქართველოში

თანამედროვე პერიოდში, მზარდი ინფორმაციულობის ფონზე, სულ უფრომნიშვნელოვანი ხდება ინფორმაცია ახლად გამოცემული კარტოგრაფიული ნაწარმოებების შესახებ. საზღვარგარეთის მრავალ ქვეყანაში შექმნილია ელექტრონული კარტოგრაფიული კატალოგები. ეს საკითხი აქტუალურია საქართველოს კონტექსტშიც. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მეტად საინტერესო პროექტი ხორციელდება  - „საქართველოს კარტოგრაფიული ონლაინ კატალოგი და 5-ვერსიანი რუკის გეოგრაფიულ-კარტომეტრიული კვლევა“. იგი შოთა რუსთაველის საქართველოს...

ბესარიონ ზოიძე – 70

„სამართლის ჭეშმარიტი გასაღები ცივი გონება და თბილი გულია“ ბესარიონ ზოიძე: „მკვლევრის ცხოვრება არ შემოიფარგლება მარტო ბიბლიოთეკებით, უნივერსიტეტის აუდიტორიებითა და ოფისებით. მკვლევარი ყველგან ფიქრობს, ტელევიზორის ყურებისას,  ძილშიც კი... რამდენჯერ უცაბედად გამიკეთებია ჩანაწერები... მკვლევარი დროით შემოსაზღვრული არ არის. მეცნიერს თუ მარწუხებში გამოამწყვდევ და ერთ ადგილზე (ოფისში) მიაჯაჭვავ, იქ არაფერი გაკეთდება. მკვლევარი გაბედული,...

ივანე (ბიჭიკო) ვაშაკიძე – 100

ისტორიის მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა არაერთი ღირსეული მამულიშვილი აღზარდა.  მათ შორის თვალსაჩინო ადგილი უკავია  პროფესორ ივანე (ბიჭიკო)  ვაშაკიძეს, რომელსაც ამ დღეებში 100 წელი შეუსრულდებოდა. ივანე ვაშაკიძე, ერის ღირსეული შვილი, დაიბადა 1924 წლის 17 თებერვალს ქ. სამტრედიაში რკინიგზის მოსამსახურეთა ტრადიციულ ოჯახში. მისი მამა იყო ცნობილი პიროვნება, ლენინის ორდენოსანი. 1941 წელს სკოლის...

უნივერსიტეტის ჯილდო ნაყოფიერი სამეცნიერო და პედაგოგიური საქმიანობისთვის

15 თებერვალს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი ნინო (ნუნუ) მინდაძე უნივერსიტეტის მედლით დააჯილდოვა. ნუნუ მინდაძის სახელი ეთნოლოგების სამეცნიერო საზოგადოებაში კარგადაა ცნობილი - მან ღირსეულად განაგრძო ქართული ეთნოლოგიური სკოლის ფუძემდებლების, აკადემიკოს გიორგი ჩიტაიასა და პროფესორ ვერა ბარდაველიძის საქმე...

უნივერსიტეტელი ნიკა კუპრეიშვილის გატაცება

ნიკა კუპრეიშვილის სტუდენტური ცხოვრება საინტერესო და სიახლეებით სავსეა. თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტს ბევრი გატაცება აქვს, მათ შორის, პოეზიის უზომო სიყვარული... „სკოლა აბაშის რაიონის სოფელ კეთილარში დავამთავრე.  ჩემი არჩევანი, ჩემი აზრით, საქართველოში ერთ-ერთ წამყვან  უნივერსიტეტზე იმის გამოც შევაჩერე, რომ აქ გამოცდილი და საუკეთესო პროფესორები ასწავლიან, ამასთან,...

უნიკალური ლექსიკოგრაფიული ნაშრომი  –  ,,გულის ლექსიკონი“

გამოიცა უნიკალური ლექსიკოგრაფიული ნაშრომი „გულის ლექსიკონი“ (გამომცემლობა „არტანუჯი“), რომლის შემდგენლები არიან ავთანდილ არაბული, მანანა ტუსკია, ლალი ბინიაშვილი და ნინო ხახიაშვილი. „საზოგადოდ, ცნობილია, რომ გარკვეული ლექსიკური ერთეულები ამა თუ იმ ენაში დიდი სიტყვაწარმოებითი და სინტაგმატური შესაძლებლობებით გამოირჩევა. ეს პირველ რიგში შეეხება ადამიანის ანატომია-ფიზიოლოგიასთან დაკავშირებულ ლექსიკას. ქართულ ეროვნულ ენასა და მის განშტოებებში...

ვინფრიდ ბოედერისა და ავთანდილ არაბულის თანაავტორობით მნიშვნელოვანი მონოგრაფია გამოიცა

ქართულ ენათმეცნიერებაში სასიამოვნო და მნიშვნელოვანი სიახლეა! ახლახანს გამოჩენილი გერმანელი ქართველოლოგის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის უცხოელი წევრის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო პროფესორის ვინფრიდ ბოედერისა და ცნობილი ქართველი ენათმეცნიერის, აკადემიკოს ავთანდილ არაბულის თანაავტორობით  მნიშვნელოვანი მონოგრაფია „სინტაქსურ კოორდინაციასა და ზმნურ სიტყვაწარმოებას შორის (ზმნური დვანდვა ხევსურულში)“ საქართველოს  მეცნიერებათა აკადემიამ გამოსცა. უნდა ითქვას, რომ მეცნიერები ...