Blog

ქეთევან კუპატაძე: „მადლიერი ვარ იმით, რაც მაქვს, თუმცა არასდროს  ვკმაყოფილდები მიღწეულით“

ქეთევან კუპატაძემ სულ ცოტა ხნის წინ დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მაშინვე დაიწყო ფიქრი ცოდნის კიდევ უფრო გაღრმავებასა და სხვა საუნივერსიტეტო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელებაზე. ოცნების ასრულებისთვის ბევრი იშრომა და დღეს ის ვილნიუსში, მიკოლოს რომერის უნივერსიტეტში, საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლობს. რა გზა გაიარა თბილისიდან ვილნიუსამდე - გამოცდილებას ქეთევანი გვიზიარებს:...

ომის განხილვა ისტორიის გაკვეთილებზე

„კოლექტიური მეხსიერების ფორმირება 21-ე საუკუნის საქართველოში: რუსეთ საქართველოს ომის რეპრეზენტაცია სასკოლო სახელმძღვანელოებში“, -  ამ საინტერესო მოხსენებით წარდგა კულტურის კვლევათა ინსტიტუტის ასოცირებული პროფესორი ივანე წერეთელი ლაიფციგის უნივერსიტეტის მოლდოვას ინსტიტუტის ორგანიზებულ ზამთრის სკოლის მიერ განხორციელებულ პროექტში, სახელწოდებით: „ომის განხილვა ისტორიის გაკვეთილებზე.“  აღსანიშნავია, რომ სკოლა მუშაობდა ლაიფციგში, ბერლინსა და ბრაუნშვაიგში და მას სხვადასხვა...

კახა ელიავა: „ჰელსინკის უნივერსიტეტში ყველანაირი პირობაა შექმნილი სტუდენტებისთვის და აკადემიური პერსონალისთვისაც“

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის მე-4 კურსის სტუდენტს კახა ელიავას ბავშვობიდან მოსწონდა ტექნიკური საგნები, ამიტომ გადაწყვიტა საკუთარი შესაძლებლობები ეკონომიკის სფეროში გამოეცადა. „აბიტურიენტობისას ზუსტად განსაზღვრული არ მქონდა – რა მიმართულებით გავაგრძელებდი სწავლას და კონკრეტულად რომელ დარგს ავირჩევდი. ჩემი აზრით, 18 წლის ასაკში პროფესიის არჩევა საკმაოდ რთულია და სავსებით ნორმალურად მიმაჩნია,...

ეკა ლეკაშვილის დედის დღე

საქართველოში ,,დედის დღე“  ქვეყნის პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ დააწესა. ეს დღე საოჯახო დღესასწაულია და ამ დღეს  მთავარია - გამოვხატოთ მადლიერება ყველაზე ძვირფასი  და ახლობელი ადამიანის მიმართ, რომელმაც  სიცოცხლე და თავისი სიყვარული გვაჩუქა. დედის დღესთან დაკავშირებით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე მოღვაწე  მრავალშვილიან დედას -  ასოცირებულ პროფესორს ეკა  ლეკაშვილს...

ქუჩა, რომელსაც „არავიძეების“ ნაცვლად ტაძრისკენ მივყავართ

თბილისში ვარლამ ჩერქეზიშვილის ქუჩა გაიხსნა 23 თებერვალს თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივით და საკრებულოს გადაწყვეტილებით, თბილისში, ისნის რაიონში ცნობილი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწის ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩა გაიხსნა. ვარლამ ჩერქეზიშვილის სახელობის ქუჩის გახსნის საკითხის ინიცირება საკრებულოში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს, ვარლამ ჩერქეზიშვილის მოღვაწეობის მკვლევარს, გოჩა ფერაძეს ეკუთვნის. ინიციატივას...

ქეთევან წულუკიძე: „არ უნდა დანებდე, გზა სულ არის!“

ქეთევან წულუკიძემ 2022 წელს დაასრულა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო პროგრამა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადაწყვიტა, რომ მაგისტრატურაზე მანამ არ უნდა ჩაებარებინა, სანამ ზუსტად არ ეცოდინებოდა - რა მიმართულებით უნდოდა სწავლის გაგრძელება. ერთწლიანი პაუზა თვითგამორკვევისთვის დასჭირდა, თუმცა სანამ გადაწყვეტილებამდე მივიდოდა,  დრო არ დაუკარგავს  -  ჯერ სამოქალაქო განათლების მასწავლებლის კომპეტენციის...

ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა დიდი მეცნიერი

შალვა გაბესკირიას  ამ ქვეყნიდან გარდასვლას ვერაფრით ვერ  ვეგუებით და ამის გამო გვიჭირს  მისი ხსენება წარსულში. იგი ქართული ჰუმანიტარული მეცნიერების თვალსაჩინო  წარმომადგენელი იყო.   დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა საერთაშორისო ორიენტალისტურ ცენტრებში. აღმოსავლური ენებისა და ლიტერატურების   სრულყოფილი ცოდნა, ანალიზის უნარი  მას თურქოლოგიის  პრობლემების კვლევის მოწინავე პოზიციებზე ერთ-ერთ საუკეთესო სწავლულად წარმოაჩენდა.   დაუვიწყარია შალვა გაბესკირიას   სამეცნიერო ღვაწლი...

პროექტი გაამდიდრებს ცოდნას საქართველოს ისლამურ სამყაროსთან და ევრაზიის სტეპის ქვეყნებთან ურთიერთობის შესახებ

„საქართველო მუსლიმურ სამყაროსა და ევრაზიის სტეპს შორის (პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები VII-X საუკუნეებში)“ - ასე ჰქვია სამეცნიერო პროექტს, რომელმაც შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა.  პროექტი შესრულდება თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის ბაზაზე. პროექტის სამეცნიერო ხელმძღვანელია ისტორიის დოქტორი, ასისტენტ-პროფესორი ლერი თავაძე, ხოლო...

სამაგისტრო პროგრამის – „კულტურული და სოციალური ანთროპოლოგია“ – მაგისტრანტები კა’ფოსკარის უნივერსიტეტში

ელენე ბერაია და ლუკა ფადიურაშვილი თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ს/ს ინსტიტუტის წარჩინებული მაგისტრანტები არიან. მათ  ,,ერაზმუს +“-ის გაცვლითი პროგრამით შემოდგომის სემესტრი ვენეციაში,  კა’ფოსკარის უნივერსიტეტში გაატარეს. მაგისტრანტებმა კონკურსში მიიღეს მონაწილეობა და შედეგად 2023 წლის სექტემბრიდან სწავლა იტალიაში განაგრძეს. „თსუ-ში სამაგისტრო პროგრამაზე სწავლისას სხვადასხვა საერთაშორისო პროექტებში მივიღე მონაწილეობა და, შესაბამისად, გამიჩნდა...

ახალი კვლევა ჯავახეთის შესახებ

„საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებლები და სასაზღვრო ურთიერთობები - ჯავახეთი“, - ამ სახელწოდებით მომზადდა თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნერებათა ფაკულტეტის ეთნოლოგია-ანთროპოლოგიის ს/ს ინსტიტუტის ბაზაზე  ახალი მნიშვნელოვანი პუბლიკაცია, რომელიც ასახავს  ჯავახეთის, როგორც სასაზღვრო ზონის, სოციო-კულტურული მახასიათებლებისა და მათზე საზღვრის, როგორც ფიზიკური რეალიის, საზღვრისადმი დამოკიდებულებისა და საზღვრის ფუნქციონირების გავლენის შესწავლას და  უკვე არსებული მდიდარი...