თორნიკე ღვინიაშვილზე ჩვენ ადრეც ვწერდით. მაშინ ის დამწყები პოეტი იყო და საკუთარ შთაგონებაზე მორიდებით საუბრობდა: „შეიძლება ნებისმიერი რამ გახდეს ინსპირაცია - დაჭმუჭნული სიგარეტის კოლოფი, მოლეკულებად დაშლილი თამბაქოს კვამლი, მტვრიანი მაგიდა... ანაც, შესაძლოა, რამდენიმე წლის წინანდელი სურათის გახსენებაო“. მის საყვარელ პოეტზეც ვისაუბრეთ და ტერენტი გრანელის პოეზიით შთაგონებაზეც, იმაზეც, რომ დასაწყისში თავისთვის...
Blog
ვინ მონაწილეობს თსუ-დან მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო იმიტირებული საარბიტრაჟო პროცესების ჩემპიონატში?
წლევანდელ Vis Moot-ის კონკურსზე, 2023-2024 წლების სეზონისათვის, 22-28 მარტს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტები - ელენე კაკულია, ალექსანდრე კახაძე, ლუკა ხვარეშია, მარიამ კვანტალიანი, მარიამ სხირტლაძე და უტა ხარბედია წარმოადგენენ. შეჯიბრის ფინალური ეტაპი ვენაში გაიმართება. ,,ეს გამორჩეული პიროვნებები შეირჩნენ განსაკუთრებული ნიჭისა და დიდი მოტივაციის საფუძველზე შთამბეჭდავი GPA-ით, ძლიერი აკადემიური მოსწრებით და ინგლისურისა...
ელისაბედ ორბელიანის ჯილდო ქართველ მთარგმნელ სტუდენტებს გადაეცა
მიმდინარე წლის 8 მარტს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ელისაბედ ორბელიანის ჯილდო გადასცა ქართველ მთარგმნელ სტუდენტებს. ეს ჯილდო დაწესდა 2021 წელს და კონკურსში მონაწილეობა მიზნად ისახავს მთარგმნელობითი საქმიანობის ხელშეწყობასა და პოპულარიზაციას. ელისაბედ ორბელიანი გახლდათ ორბელიანების სასახლის დიასახლისი, რომელმაც ფრანგულ ენაზე თარგმნა „ვეფხისტყაოსანი“ და სხვა პოეტური ნაწარმოებები. 1918 წლიდან, ახლად დაარსებულ ქართულ უნივერსიტეტში ის იყო პირველი...
პროფესორი მიხეილ ნიორაძე გარდაიცვალა
თსუ-ს ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის ინსტიტუტი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა ინსიტუტის დირექტორი პროფესორი მიხეილ ნიორაძე. მიხეილ ნიორაძის სამეცნიერო მოღვაწეობა მოიცავს ორ პერიოდს. პირველი დაკავშირებულია დუბნის ამაჩქარებელზე რელატივისტური ბირთვული ფიზიკის სფეროში შესრულებულ კვლევებთან, ხოლო მეორე იულიხის კვლევითი ცენტრის ამაჩქარებელზე ჩატარებულ ექსპერიმენტებთან. პროფესორ მიხეილ ნიორაძის მიერ თანაავტორებთან ერთად შესრულებულმა...
ქალების დიდი წვლილი მეცნიერებაში
არ არსებობს დარგი, რომლის განვითარებაშიც ქალებმა უდიდესი წვლილი არ შეიტანეს. ქალები არიან სწორედ საზოგადოების ის მნიშვნელოვანი წევრები, რომლებიც დღემდე თანასწორ ჭაპანს სწევენ მეცნიერებასა და სხვა საზოგადოებრივ საქმიანობაში, დამატებით კი საკუთარი მხრებით ეზიდებიან ოჯახის, შვილის გაჩენის და დედობის სირთულეებს. ასე მოვიდნენ აქამდე - ჭკვიანები, ძლიერები და უამრავი სირთულეების გადამტანნი, როგორც პროფესიონალები,...
სანდრო ცხვედაძე – დოქტორანტი, რომელიც ჰამბურგის უნივერსიტეტის ხელნაწერთა კულტურის ცენტრში ქართულ ხელნაწერებს შეისწავლის
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი სანდრო ცხვედაძე ჰამბურგის უნივერსიტეტის ბაზაზე არსებულ „ხელნაწერთა კულტურის შემსწავლელ ცენტრში“ ქართულ ხელნაწერებს შეისწავლის და დისერტაციას ამ საკითხთან დაკავშირებით დაიცავს. განათლებით ფილოლოგმა ინტერესები რამდენიმე წლის წინ ბიზანტიური ფილოლოგიისკენ მიმართა და, სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, სადოქტორო თემად მეტად მნიშვნელოვანი საკვლევი საკითხი - „სტრუქტურულ-კომპარატიული ტიპები ბერძნულ ლექციონარებსა და ქართულ...
ნინო ლობჟანიძის, როგორც მეცნიერი ქალის, როლი და წარმატება
მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, აგრარულ დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის საპატიო სიგელით დაჯილდოვდა ეკონომიკის დოქტორი, თსუ-ს ასისტენტ-პროფესორი ნინო ლობჟანიძე. ეს პირველი ჯილდოა ეკონომიკის დოქტორისთვის, რომელიც მან წარმატებული სამეცნიერო საქმიანობისთვის მიიღო. მიღებულმა ჯილდომ ეკონომიკის დოქტორს, თსუ-ს ასისტენტ პროფესორს ნინო ლობჟანიძეს ძალიან დიდი მოტივაცია მისცა, რომ...
ვლადიმერ პაპავას მორიგი აღიარება
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორი, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა მაკროეკონომიკასა და გამოყენებით ეკონომიკაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა საერთაშორისო CORE აკადემიის (International CORE Academy of Sciences and Humanities) ნამდვილ წევრად აირჩიეს. აკადემიკოსი ვლადიმერ პაპავა 1990 წლიდან ეკონომიკური თეორიის მიღწევების საზოგადოების (აშშ) წევრია და, მოყოლებული...
მეორე ვადით არჩეული კანცლერის ხედვა და გეგმები
2024 წელს უნივერსიტეტმა ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პოსტზე კვლავ ლაშა საღინაძე აირჩია. ლაშა საღინაძე 2020 წლიდან არის კანცლერი. როგორც თავად ამბობს, პანდემიის პერიოდმა არაერთი გეგმის განხორციელება შეაფერხა, თუმცა მისი პირველი ვადით არჩევის შემდეგ უნივერსიტეტში მაინც ბევრი რამ გაკეთდა. ,,ცუდმა პერიოდმა მოგვიწია, რადგან 2020 წლის თებერვლიდან, პანდემიის გამო, უნივერსიტეტი რეალურად დისტანციურ რეჟიმზე იყო...
საერთაშორისო კონფერენცია „მიგრაცია, ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა“ თსუ-ში
2024 წლის 2 მარტს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საერთაშორისო ინტერდისციპლინური კონფერენცია „მიგრაცია, ენა და კულტურული მეხსიერების დინამიკა“. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლისა და კვლევითი ინსტიტუტის მეცნიერებმა როგორც საქართველოდან, ისე სხვა ქვეყნებიდან. ღონისძიება ორგანიზებული იყო თსუ არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტში მიმდინარე შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო...