Blog

სოციალურად დაუცველ სტუდენტებს სწავლის დაფინანსების ახალ ინიციატივაზე მეტი ინფორმაცია სჭირდებათ

სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსების პროგრამის ფარგლებში, 6 მარტიდან 31 მაისის ჩათვლით გრძელდება განცხადებების მიღება 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის გადასახადის დაფინანსების მიზნით. ეს ინიციატივა თბილისში რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველებს, მრავალშვილიანებსა და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებს საშუალებას აძლევს - განცხადებით მიმართონ თბილისის მერიას და სრულად დაფარონ გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასური.  „დაფინანსდებიან...

რამდენი ბალით აფასებენ სტუდენტები ლისის სტუდქალაქში ცხოვრების ხარისხს

ლისის სტუდენტურ საერთო საცხოვრებელში ამჟამად  240 სტუდენტი ცხოვრობს, როგორც ამას სტუდქალაქის ადმინისტრაცია გვეუბნება. ლისის საერთო საცხოვრებელი ძალიან კეთილმოწყობილი და კომფორტულია სტუდენტებისთვის. ,,ძირითადი პრობლემა, რაზეც სტუდენტები მოგვმართავენ ხოლმე, ეს არის სანტექნიკისა და ელექტროობის დაზიანებები, სადურგლო საქმე და ერთ ოთახში მცხოვრებთა შეუთანხმებლობა. ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მყისიერად მოვახდინოთ რეაგირება და დავეხმაროთ ჩვენს...

თსუ-ში ასისტენტის აკადემიურ პოზიციაზე 200 ვაკანსია გამოცხადდება

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური პერსონალის რაოდენობა 150-200 ასისტენტით გაიზრდება. ამ ეტაპზე გაანალიზებულია არსებული მონაცემები და მიმდინარეობს შეთანხმება ფაკულტეტის წარმომადგენლების ჩართულობით. ხსენებულ საკითხთან დაკავშირებით განხილვა შედგა რექტორის საბჭოს ფარგლებშიც. ცვლილება თსუ-ს სტრატეგიული განვითარების პოლიტიკის ნაწილია. „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონისა და თსუ-ს წესდების მიხედვით ასისტენტის აკადემიურ პოზიციაზე შესაძლებელია არჩეულ იქნას დოქტორანტი...

რა ნაშრომზე მუშაობს დოქტორანტი გიორგი ჯღარკავა

თსუ-ს ქართველური ენათმეცნიერების მიმართულების დოქტორანტი გიორგი ჯღარკავა უახლოეს მომავალში დაასრულებს დისერტაციაზე მუშაობას, რომელიც მიზნად ისახავს ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკურ ანალიზს. დოქტორანტურის გრანტის ფარგლებში გიორგი ჯღარკავას რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა დაუფინანსა ინდივიდუალური პროექტი (შიფრი: PHDF-21-125), რომლის ფარგლებში გასულ წელს გამოიცა წიგნი - „ქართველურ ენათა ანდაზების ლინგვისტური კვლევის საკითხები“. რამდენიმე თვის წინ...

ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სასწავლო პროცესში – გამოწვევა და შესაძლებლობა

ხელოვნური ინტელექტის (AI) სასწავლო პროცესში გამოყენება თანდათან მკვიდრდება. სხვადასხვა მობილური აპლიკაციების მეშვეობით AI-ს გარკვეული დავალებების შესრულების უნარი აქვს და ამ ფუნქციით სტუდენტები აქტიურად სარგებლობენ. რეგულაციები, რომელიც აკადემიურ სასწავლო პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების საკითხს კონტროლირებადს გახდიდა, არ არსებობს. ამავე დროს, კომპიუტერულ პროგრამებში თაობა Z ბევრად უკეთ ერკვევა, ვიდრე უფროსი თაობის აკადემიური...

საკორპორაციო სამართალში პირველი ფუნდამენტური სახელმძღვანელო გამოიცა

„საკორპორაციო სამართლის“ ახალი გამოცემა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი შევსებული და კონსოლიდირებული ნაშრომია, რომელიც ქართული საკორპორაციო სამართლის სისტემას კომპლექსურად მიმოიხილავს. სახელმძღვანელოს მოსამზადებელი ფუნდამენტური სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტის საკორპორაციო, საბანკო და ეკონომიკური ინსტიტუტის ბაზაზე ბოლო 15 წლის განმავლობაში პროფესორ ირაკლი ბურდულის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა. შედეგად, სამეწარმეო სუბიექტების ქცევის მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილება-რეფორმირების პარალელურად,...

თსუ ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ლერი ლევიძის პირადი არქივი გადაეცა

თსუ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტს ახლახან მეცნიერის, ლერი ლევიძის პირადი არქივი გადაეცა.   ისტორიის ეთნოლოგიის დოქტორის, ლავრენტი ჯანიაშვილის ინფორმაციით,  არქივში დაცულია  მეცნიერის მიერ წლების განმავლობაში შესრულებული   ნაშრომები და საქართველოს სხვადასხვა კუთხესა თუ ჩრდილო კავკასიაში მოპოვებული საველე-ეთნოგრაფიული მასალა, მათ შორის:  1976-2002 წწ. (1976 სვანეთის ექსპედიცია; 1982  -სვანეთი; 1983 -...

ეკონომისტებმა პროფესორი გივი ჭანუყვაძე გაიხსენეს

მეცნიერი, რომლის ცხოვრება და მოღვაწეობა უნდა გახდეს ახალგაზრდა თაობის შთაგონების და მოტივაციის წყარო“, - ასე აფასებდნენ კოლეგები და მეგობრები პროფესორ გივი ჭანუყვაძეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მის საპატივცემულოდ და უკვდავსაყოფად გამართულ  100 წლის საიუბილეო საღამოზე.           საიუბილეო სხდომას ესწრებოდნენ უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები, გივი ჭანუყვაძის  ოჯახის წევრები და მოწვეული სტუმრები. სხდომას უძღვებოდა ეკონომიკისა...