საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრებმა განცხადება გაავცელეს, რომელშიც ვკითულობთ: ..საქართველოს უნივერსიტეტები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა რექტორების მუდმივმოქმედი კონფერენციის წევრები ვეხმიანებით ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს, რომლებმაც ასახვა ჰპოვა უნივერსიტეტებში სასწავლო პროცესის წარმართვაზე. ჩვენი ევროპული მომავლის ფუნდამენტური საფუძველია, თავისუფალ და არადისკრიმინაციულ გარემოში ახალგაზრდების განათლება. აქედან გამომდინარე მიგვაჩნია, რომ ნებისმიერი პოლიტიკური...
Blog
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლების განცხადება 12 მაისს გავრცელდა და მას ამ ეტაპზე 310 პირი აწერს ხელს. გთვაზობთ განცხადების ტექსტს: თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გვსურს ოფიციალურად დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით და შევუერთდეთ ჩვენი სტუდენტების სულისკვეთებას. კერძოდ, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია საქართველოს პარლამენტის მიერ ე.წ. „რუსული კანონის“ ნებისმიერი ფორმით მიღება...
თსუ-ს სტუდენტები, რომლებმაც პარკინსონზე ნიკოტინის დადებითად ზემოქმედების ანტიოქსიდანტური მექანიზმები ახსნეს
თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მეხუთე კურსის სტუდენტების - ნიკოლოზ ჟღენტისა და ოთარ ბიბილაშვილის სტატია („Exploring the Neuroprotective Effects of Nicotine Against MPTP-Induced Neuronal Damage in Mice: Insights into Antioxidant System“) საერთაშორისო რეფერირებად ჟურნალში - „International Journal of Biochemistry and Biophysics“ - დაიბეჭდა. ნიკოლოზ ჟღენტი და ოთარ ბიბილაშვილი თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო...
თსუ-დან ამერიკის უნივერსიტეტამდე
თეკლა ჭელიძე 2016 წელს სრული დაფინანსებით ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტზე. პროფესიის არჩევაზე ბევრი არ უფიქრია - სკოლის პერიოდიდანვე ინტერესდებოდა ქიმია-ბიოლოგიის მეცნიერებებითა და სამედიცინო სფეროთი, ამიტომაც გულდაგულ შეუდგა ცოდნის მიღების საკმაოდ რთულ და საინტერესო პროცესს. შედეგმაც არ დააყოვნა – როგორც საუკეთესო მაჩვენებლების მქონე სტუდენტი, რამდენჯერმე მოხვდა ამერიკის Star Academy-ს...
ფსიქოგანათლება ახალგაზრდებისთვის
თბილისის მერიისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით საჯარო შეხვედრების ციკლი „ფსიქოგანათლება ახალგაზრდებისთვის“ განხორციელდა. ლექციები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში 13-28 აპრილს მიმდინარეობდა. თსუ ფსიქოლოგიის და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტის ასისტენტ პროფესორის ნაზი ფარსადანიშვილის თქმით, სალექციო თემატიკა ახალგაზრდების წინაშე არსებული გამოწვევებისა და მათი ცნობიერების ამაღლების მიზნიდან გამომდინარე შეირჩა:...
შეჯამდა თსუ-სა და გაუ-ს ერთობლივი კვლევითი პროექტის ერთწლიანი მონაკვეთი
2023 წელს შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის მიერ მხარდაჭერილი იქნა 3-წლიანი სამეცნიერო პროექტი „საზოგადოება გარდაქმნის ეპოქაში: თანამედროვე საქართველოს სოციალური სტრუქტურა”, რომელიც მიზნად ისახავს, პირველად ქართული სოციალური მეცნიერებების ისტორიაში, შეისწავლოს და ჩამოაყალიბოს ქართული საზოგადოების სტრატიფიკაცია. აღნიშნული კვლევა ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის ხელმძღვანელობით და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობით ხორციელდება. მკვლევართა გუნდსაც, შესაბამისად, ამ ორი უნივერსიტეტის...
ეკლიანი გზით ვარსკვლავებისაკენ
მაშინ, როცა ლექციაზე დავალებებსა თუ ახალი ინფორმაციის ნაგლეჯებს სტუდენტები ტელეფონის ეკრანზე თითების წკაპუნით ინიშნავენ, თიკას ბლოკნოტი ან პატარა უბის წიგნაკი აქვს გადაშლილი და შავი კალმით წერს. ლურჯი სკოლაში მობეზრდა. სანამ სტუდენტები ბოლო კითხვებს სვამენ მასალის დეტალების დასაზუსტებლად, თვითონ უკვე პასუხებს ეძებს ყველგან, სადაც ხელი მიუწვდება. თინათინ ჭილაური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის...
რას იხსენებენ თსუ-ზე მისი კურსდამთავრებული მასწავლებლები და როგორ ზრდიან ახალ თაობას
თსუ-ს კურსდამთავრებულები, რომლებიც დღეს უკვე მასწავლებლების ამპლუაში არიან და ზრდიან მომავალ თაობას, 22 აპრილს, სასტუმრო ბილტმორში, საქართველოს ეროვნული არქივისა და იუსტიციის სამინისტროს მხარდაჭერით გამართული ინტელექტუალური შეჯიბრის - ,,რა? სად? როდის?" - ფარგლებში შეიკრიბნენ და სამახსოვრო ფოტო გადაიღეს. ფოტოზე წარწარებით ისინი გამოკვეთდნენ იმას, რომ თითოეულმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა და ის,...
გამოიცა ახალი წიგნი – „შარიათი: ისტორია, დოგმატიკა, სამართალი“
„შარიათი: ისტორია, დოგმატიკა, სამართალი“, - ამ სახელწოდებით ახლახანს გამოიცა აღმოსავლეთმცოდნე-ისტორიკოსის, სამართალმცოდნის, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორის, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტის პროფესორის ნანი გელოვანის ახალი წიგნი, რომელშიც, პირველად ქართულ ისტორიოგრაფიაში, კომპლექსურადაა განხილული და გაანალიზებული შარიათის ისტორიული, თეოლოგიური და სამართლებრივი ასპექტები. ნანი გელოვანის ინფორმაციით, ნაშრომში განხილულია ისლამური სამართლის წყაროები, დოქტრინალური სკოლები,...
მეცნიერის რა ნაშრომები გამოსცა ესტატე ლაზარიდის ოჯახმა წიგნებად?
25 აპრილს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისი სახელმწიფო უნივერსიტეტში კლასიკური ფილოლოგიის, ბიზანტინისტიკისა და ნეოგრეცისტიკის ინსტიტუტის ინიციატივით ესტატე ლაზარიდის (ლაზარევის) ნაშრომების ,,პონტოს დიალექტის ბერძნულ-ქართული ლექსიკონი" და ,,ბერძნული ენის დიალექტის ფოლკლორული ტექსტების" პრეზენტაცია გაიმართა. მეცნიერის ნაშრომები ესტატე ლაზარიდის ოჯახმა წიგნებად გამოსცა. „აღსანიშნავია, რომ „ბერძნულ-ქართულ ლექსიკონში“ პონტოს დიალექტის შემორჩენილი უნიკალური ტერმინებია თავმოყრილი. ასევე, „ბერძნული...