თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის კავკასიოლოგიის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტისა და თსუ-ს კავკასიოლოგიური საზოგადოების ორგანიზებით 10-11 მაისს გაიმართა სტუდენტთა III კავკასიოლოგიური კონფერენცია. კონფერენციის მიზანია ჰუმანიტარული და მომიჯნავე მეცნიერებების წარმომადგენელი სტუდენტების კვლევათა წარმოჩენა და მათი მოტივირება, ასევე კავკასიოლოგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება. სტუდენტთა კავკასიოლოგიური კონფერენცია საერთაშორისოა და წარმოადგენს იმ ხედვის პრაქტიკულ განხორციელებას, რომელიც ჯერ კიდევ...
Blog
კვლევა სტიპენდიის გაცემის ახალი წესის მაგალითზე
„ვირტუალური დისკურსის ტრანსფერი რეალობაში: სტიპენდიის გაცემის ახალი წესის მაგალითზე“, - ეს თემა დაამუშავეს თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მეორე კურსის სტუდენტებმა ნათია მამისაშვილმა და ლუკა დანელიამ, რომლებსაც კვლევის პროცესში თსუ-ს პროფესორი, სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანი სალომე დუნდუა ხელმძღვანელობდა. ,,ჩვენ შევეცადეთ, რომ ვირტუალური პროტესტის თავისებურებები...
სიმპოზიუმი, რომელიც ამიერკავკასიის ორი ქვეყნის სამეცნიერო სფეროში თანამშრომლობის ნათელი მაგალითია
15-18 მაისს თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის საქართველოს ისტორიის ინსტიტუტის ასისტენტ-პროფესორმა ლერი თავაძემ მონაწილეობა მიიღო ღონისძიებებში, რომლის ორგანიზატორი და მასპინძელი გახლდათ ბაქოს დასავლეთ კასპიის უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი ჰუსეინ ბაგიროვი და ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაცია. ,,მთავარი ღონისძიება გახლდათ საერთაშორისო აკადემიური სიმპოზიუმი სახელწოდებით: „წარმოდგენები კავკასიის შესახებ, კასპიის ზღვა და სეფიანთა სახელმწიფო (შუა საუკუნეებიდან ადრეულ...
თამაზ ჩხენკელის წარმატებებს საზღვარგარეთ მიღებული გამოცდილებაც განაპირობებს
თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ახალი და უახლესი ისტორიის მაგისტრატურის სტუდენტს თამაზ ჩხენკელს თავისი პროფესიისადმი სიყვარული სკოლის ასაკიდან მოსდევს. მართალია, თავდაპირველად საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით დაამთავრა ბაკალავრიატი, მაგრამ ბოლოს ისტორიის სიყვარულმა სძლია. თავად თამაზი მიიჩნევს, რომ ეს ორი სფერო, გარკვეულწილად, მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. „სკოლის პერიოდში განსაკუთრებით მაინტერესებდა მე-17 საუკუნის საქართველოს ვითარება, ხოლო...
თეონა ნემსაძეს თსუ-მ იმედები გაუმართლა
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის წარჩინებულმა მაგისტრანტმა თეონა ნემსაძემ სწავლების პირველ საფეხურზე სწავლა გერმანიაში, კილის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში განაგრძო Erasmus+ პროგრამის ფარგლებში (სრული დაფინანსებით). მარიამი სწავლას მუშაობასაც უთავსებს და ტერაბანკში, პორტფელური რისკების ანალიზისა და რეპორტინგის სპეციალისტის პოზიციაზეც წარმატებით საქმიანობს. ბედნიერია, რომ უნივერსიტეტის არჩევანში გაუმართლა… კარგის მოლოდინი, რა თქმა უნდა, ჰქონდა,...
ფილოსოფია და ხატვა მარიამ ჩუბინიძეს თვითგამორკვევაში ეხმარება
მარიამ ჩუბინიძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის მიმართულების მესამე კურსის სტუდენტია. ამ სპეციალობით დაინტერესება, გარკვეულწილად, თავისმა მეორე პროფესიამ - მხატვრობამაც გამოიწვია. თავდაპირველად იგი სამხატვრო სასწავლებელში სწავლობდა. სადიპლომო თემა ფრანც კაფკას „მეტაფორმოზა“ და ამ ნაწარმოების მიხედვით ილუსტრაციების შექმნა იყო. სწორედ ამ პროცესში დაინტერესდა ფილოსოფიით და სწავლის გაგრძელება ამ მიმართულებით გადაწყვიტა. უნივერსიტეტში მარიამისთვის...
მარიამ გიუნაშვილს უნგრეთში სწავლამ დიდი გამოცდილება შესძინა
დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდა მარიამ გიუნაშვილი პროფესიულ არჩევანს. ამაში სკოლის პერიოდიდან მოყოლებული მათემატიკისადმი ინტერესი და მისწრაფება დაეხმარა და დღეს მარიამი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის IV კურსის წარჩინებული სტუდენტია. „რთულია ცხოვრების ადრეულ ეტაპზე მიიღო გაცნობიერებული გადაწყვეტილება იმის შესახებ, თუ რომელ სფეროში ხედავ საკუთარი საქმიანობის გაგრძელების პოტენციალს. ვფიქრობ, ამ დროს...
გამოიცა ახალი სტუდენტური სამეცნიერო ჟურნალი – „ფილოლოგია“
ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის კათედრის ინიციატივითა და ძალისხმევით დღის სინათლე იხილა კიდევ ერთმა სტუდენტურმა სამეცნიერო ჟურნალმა „ფილოლოგია“. ჟურნალის გამოცემაში დიდი წვლილი მიუძღვის სარედაქციო კოლეგიას, რომელიც შედგება ქართველი და უცხოელი წევრებისგან. რედკოლეგიაში შედიან თელავის, ბათუმის, ქუთაისის, გალათის უნივერსიტეტის (რუმინეთი) წარმომადგენლები. როგორც ჩვენთან საუბარში თსუ-ს ინგლისური ფილოლოგიის კათედრის...
თსუ-ს ადმინისტრაცია სტუდენტთა თხოვნას ითვალისწინებს
თსუ-ს სტუდენტებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზის გამო გამოცდების გადატანას ითხოვდნენ, შუალედური გამოცდების ჩაბარება 27 მაისიდან, ე.წ. აღდგენის კვირაში შეუძლიათ. თსუ-ს საგამოცდო ცენტრში გამოცდების გადატანის განაცხადების მიღება ამ დრომდე არ წყდება. ცენტრის უფროსის მაია ჩიღვინაძის განმარტებით, შუალედური გამოცდის აღდგენის თარიღი ყველა სტუდენტს, განცხადების პასუხად, მაქსიმალურად ოპერატიულად ეგზავნება. შუალედური გამოცდების გადატანასთან დაკავშირებით განცხადების...
თსუ-ს სტუდენტებმა ბათუმში წარმოებულ მასშტაბურ მშენებლობებზე კვლევა ჩაატარეს
,,ბათუმის ურბანული გამოწვევები - თანამედროვე არქიტექტურა (მასშტაბური მშენებლობები) და მისი ეფექტი ქალაქის ეკოლოგიაზე” - ამ სახელწოდებით დაამუშავეს პრობლემური თემა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტებმა მარიამ გაფრინდაშვილმა და ია ნადირაშვილმა. თუ რატომ დაინტერესდნენ ამ თემით - კითვაზე მარიამ გაფრინდაშვილი გვპასუხობს: ,,ბოლო პერიოდში საკმაოდ გახშირდა მასშტაბური მშენებლობები საქართველოს...