თსუ-ს სტუდენტი ნიკოლოზ დევდარიანი ჯერ კიდევ ბავშვობიდან გამოირჩეოდა მათემატიკის მიმართ სიყვარულით და განსაკუთრებული უნარებით... თბილისის N64 საჯარო სკოლაში სწავლის პერიოდში იგი აქტიურად მონაწილეობდა ოლიმპიადებში, თუმცა, როგორც თავად ამბობს, გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს ინტერესი ცოტათი მინელდა, რადგან უფრო მეტად პროგრამირებამ და ელექტრულმა ინჟინერიამ გაიტაცა. ამ კუთხითაც მან არაერთ ჰაკათონში გამოიჩინა თავი......
Blog
სტატია ევროკავშირში წევრობის გზაზე მყოფი ქვეყნების შესახებ
სულ ცოტა ხნის წინ მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში TEM JOURNAL - Technology, Education, Management, Informatics (https://www.temjournal.com) გამოქვეყნდა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორის გივი ბედიანაშვილის და ამავე ფაკულტეტის დოქტორანტ გიორგი კოხრეიძის ერთობლივი სტატია: „ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე მყოფი ქვეყნების გლობალური მდგრადი კონკურენტუნარიანობა“. ჟურნალი წარმოდგენილია SCOPUS-ის და Web of Science-ის ბაზებში. „სტატიაში...
თსუ-ს სტუდენტი მირიან კურდღელაშვილი სწავლას ჩინეთში გააგრძელებს
თსუ-ს სტუდენტი მირიან კურდღელაშვილი სწავლას შანტუნგის პროვინციის წამყვან უნივერსიტეტში (Shandong Normal University) გააგრძელებს. მისი თქმით, ჩინეთიდან დასტური სულ ცოტა ხნის წინ მიიღო და ჯერ არ განელებია სიხარულის შეგრძნება, რომელიც ამ წერილის წაკითხვისას დაეუფლა. მირიანი აზიური კულტურით ჯერ კიდევ სკოლის პერიოდში დაინტერესდა... ამბობს, რომ განსაკუთრებით უძველესი ისტორიის მქონე ჩინეთის კულტურამ მოხიბლა,...
ქართულ-ოსური თანამშრომლობის შედეგი – ნაირა ბეპიევის ახალი წიგნი
11 ივნისს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში პროფესორ ნაირა ბეპიევის ახალგამოცემული წიგნის „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფის“ პრეზენტაცია გაიმართა. ღონისძიებას ორგანიზება გაუწია თსუ-ს ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითმა ცენტრმა, რომელიც 2015 წელს ჩამოყალიბდა და რომელსაც დაარსების დღიდანვე ნაირა ბეპიევი ხელმძღვანელობს. „ოსური წიგნის ბიბლიოგრაფია“ პირველი გამოცემაა და ის აერთიანებს 1798 წლიდან დაბეჭდილ როგორც წიგნებს, ასევე საარქივო მასალებს,...
ქეთევან ანთელავას კოლეგები და სტუდენტები ემშვიდობებიან
უკვე მესამედ, ამ მოკლე ხანში, ჩვენმა ინსტიტუტმა, კოლეგებმა, სტუდენტებმა საშინელი დარტყმა განვიცადეთ - პროფესორების თემურ კობახიძისა და ვასილ კაჭარავას შემდეგ დავკარგეთ ასოცირებული პროფესორი, პირველი ამერიკისმცოდნეობის დოქტორი, რომელმაც დისერტაცია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიცვა - ქეთევან ანთელავა. განათლებით ფილოლოგი, ინგლისური ლიტერატურისა და ენის სპეციალისტი, იგი მოგვიანებით ამერიკისმცოდნეობით დაინტერესდა, აირჩია ქალთა საკითხები და...
სანდრო კაპანაძე: ,,პლურალიზმს ვერ შექმნის პარტიულ ჭრილში გატარებული პოპულისტური აზრები“
,,ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები ქართული მედიის სარკეში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და მინიჭების შემდეგ სამი ქართული ტელეარხის („იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მთავარი არხი“) მაგალითზე“ - ეს საკითხი შეისწავლა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების მესამე კურსის სტუდენტმა სანდრო კაპანაძემ. როგორც სანდრო აღნიშნავს, კვლევის მიგნებები იყო საკმაოდ მრავალფეროვანი....
სალომე კაიშაური: ,,მაყურებელს უნდა მიეწოდებოდეს მასალა, რომელიც დაცლილი იქნება სუბიექტური ელემენტებისაგან“
„ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერები ქართული მედიის სარკეში საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე და მინიჭების შემდეგ სამი ქართული ტელეარხის („იმედი“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი“, „მთავარი არხი“) მაგალითზე“ - ამ თემაზე იმუშავა თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტმა სალომე კაიშაურმა სანდრო კაპანაძესთან ერთად, რომელიც საერთაშორისო ურთიერთობებზე სწავლობს და ასევე მესამე კურსელი...
სტიპენდიატობა ქეთევან ბალანჩივაძეს სპორტულ ინტერესად ექცა
თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკის ბაკალავრიატის პროგრამის მეოთხე კურსის სტუდენტი ქეთევან ბალანჩივაძე უკვე მეოთხედ გახდა სახელმწიფო სტიპენდიატი და გამარჯვებულ კონკურსანტთა სათავეშია უმაღლესი შეფასებით. ქეთევანისთვის სახელმწიფო სტიპენდიის მიღება ასოცირდება იმ შრომის დაფასებასთან, რაც ყველა სემესტრის განმავლობაში ყოველდღიურად უწევს. ის ფაქტი, რომ სტიპენდიატის სტატუსი ოთხი წლის განმავლობაში აქვს, თითქოს სპორტულ ინტერესსაც...
ერეკლე ტატიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი კონფერენცია
დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტმა, 3 ივნისს, ჩაატარა მეორე სამეცნიერო კონფერენცია - ,,ტექსტი და ინტერპრეტაცია’’ - რომელიც ამ ინსტიტუტის ერთ-ერთი დამაარსებლის, ცნობილი მთარგმნელის, პოლიგლოტისა და ერუდიტის, დასავლური ენების კათედრის პირველი გამგის, პროფესორ ერეკლე ტატიშვილის ხსოვნას მიეძღვნა. კონფერენცია შესავალი სიტყვით გახსნა დასავლეთევროპული ენებისა და ლიტერატურის სასწავლო–სამეცნიერო ინსტიტუტის ხელმძღვანელმა, პროფესორმა მანანა...
ქართველ მეცნიერთა ვიზიტი ერევნის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში
მაისის ბოლოს ერევანში ფოლკლორისტთა სამეცნიერო კონფერენცია - „ზღაპრის ფოლკლორისტული კვლევა: ჟანრთა შერწყმა და ტრანსფორმაციები“ - გაიმართა, რომელსაც სომხეთის უნივერსიტეტმა, მეცნიერებათა აკადემიამ და არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტმა უმასპინძლა. კონფერენციაზე წარმოდგენილი ნაშრომები თემატურად ეხმიანებოდა ლიტერატურისა და ხელოვნების დარგების ურთიერთმიმართებას სამხრეთკავკასიურ და ახლოაღმოსავლურ ფოლკლორთან. სამეცნიერო ღონისძიებაში საქართველოდან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან სამი მეცნიერი იყო...