Blog

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე

30 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დღე, ტრადიციულად, საზეიმო ვითარებაში აღინიშნა. 102 წლის წინ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ივანე ჯავახიშვილის ინიციატივით და ფილიპე გოგიჩაიშვილის მეცადინეობით, საფუძველი ჩაეყარა ეკონომიკური და სოციალური მეცნიერებების სწავლებასა და განვითარებას. საზეიმო ღონისძიებები დილიდან დაიწყო აკადემიკოს ავთანდილ სილაგაძის ივანე ჯავახიშვილის მედლით დაჯილდოების...

წლები მხოლოდ ციფრებია

დაარსებიდან იღბალი დაჰყვა უნივერსიტეტს - არსებობის ისტორიაში, მშვიდობასა თუ ძნელბედობაში, გამოუჩნდებოდნენ ხოლმე ადამიანები, რომლებიც თავდაუზოგავი შრომითა და უნივერსიტეტის იდეისადმი უცნაური პატივისცემით გამოირჩეოდნენ. მათ საკუთარი მხრებით ატარეს ქართული აზრის, განათლებისა და მეცნიერების აკვანი... და ეს ადამიანები არ იყვნენ მხოლოდ საზოგადო მოღვაწენი ან მეცნიერნი, ისინი არ ხმაურობდნენ, უჩუმრად აკეთებდნენ თავიანთ საქმეს და...

ქიმიის, როგორც მეცნიერების, პოპულარიზება სკოლებში

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის ქიმიის მიმართულების მეცნიერები და მკვლევრები აქტიურად არიან ჩართულნი უნივერსიტეტსა და სკოლებს შორის ურთიერთობის გაღრმავებაში. მათი ერთ-ერთი პროექტი, რომელიც რუსთაველის ეროვნული ფონდის მეცნიერების პოპულარიზაციისათვის მიზნობრივი  გრანტის  SPG-23-527 -ის ფარგლებში  განხორციელდა, არაერთ საინტერესო ღონისძიებას ითვალისწინებდა. პროექტის მიმდინარეობასა და შედეგებზე გვესაუბრება გრანტის ხელმძღვანელი:  ქიმიის დეპარტამენტის  ...

ქართველი მეცნიერის კიდევ ერთი აღიარება

ცნობილმა საგამომცემლო სახლმა Generis Publishing-მა, რომლის ბეჭდვითი პროდუქცია ვრცელდება პრაქტიკულად მთელ მსოფლიოში, მათ შორის ისეთი მსხვილი კომპანიების ქსელების მეშვეობით, როგორებიცაა Amazon markets, Octavia Books, Walmart, Wellesley Books და ა.შ., ეხლახანს გამოსცა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორის თეიმურაზ ბერიძის ინგლისურენოვანი მონოგრაფია  „ეკონომიკური კვლევების ანთოლოგია“[1].  ნაშრომი მკითხველს აცნობს დამოუკიდებლობის მოპოვების...

ფოლკლორი თანამედროვე სამეცნიერო კვლევებში – სამეცნიერო კონგრესი ლატვიაში

ივნისის ბოლოს, ფოლკლორისტთა საერთაშორისო საზოგადოების ორგანიზებით, რიგაში ლატვიის უნივერსიტეტის ლიტერატურის, ფოლკლორისა და ხელოვნების ინსტიტუტში  - The International Society for Folk Narrative Research (ISFNR) XIX სამეცნიერო კონგრესი გაიმართა. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ფოლკლორისტიკის კათედრის ასოცირებული პროფესორის, ელენე გოგიაშვილის ინფორმაციით, ყოველ ოთხ წელიწადში ერთხელ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იმართებაკონგრესი, ხოლო კონგრესსა და კონგრესს შორის...

ღირსეული მასწავლებლის ღირსეული მოწაფე – უნივერსიტეტში კორნელი დანელიას დაბადებიდან 90 წლისთავი აღინიშნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ორგანიზებით, ქართველი ფილოლოგის, ენათმეცნიერის, ტექსტოლოგის, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორის პროფესორ კორნელი დანელიას დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი XVIII საფაკულტეტო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა. კონფერენციას, თსუ-ს თანამშრომლების გარდა, მოწვეული სტუმრები, პროფესორის კოლეგები, ოჯახის წევრები და მეგობრები ესწრებოდნენ. ღონისძიების ორგანიზატორმა, თსუ-ს ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა პროფესორმა...

უნივერსიტეტმა აკადემიური საბჭოს ახალი წევრები აირჩია

9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა. გამოცხადებული იყო 23 ვაკანსია ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენელთა შერჩევისთვის.ყველა წევრი 4 წლის ვადით ირჩეოდა. საარჩევნო ქვეკომისიების მიერ მიწოდებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, თსუ საარჩევნო კომისიამ გამოსცა არჩევნების შედეგების აქტი, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან...

ახალი წიგნი შუა საუკუნეების სარაინდო სამყაროთი დაინტერესებული მკითხველისთვის

კიდევ ერთი საინტერესო წიგნი შეემატა ქართულ სამკვლევრო და სამეცნერო ბიბლიოთეკას – გამოვიდა ფილოლოგიის დოქტორების გიორგი ალიბეგაშვილისა და მამუკა ჭანტურაიას წიგნი სათაურით: „შუა საუკუნეთა სარაინდო სამყარო და ქართული კაიყმობის ანდრეზი’’. წიგნში ლიტერატურულ-ისტორიოგრაფიული და ტიპოლოგიური კუთხით განხილულია სხვასხვა ქვეყნის შუა საუკუნეთა სარაინდო კოდექსები და ეთიკური ნორმები - იაპონური (ბუშიდო), არაბული (ფუთუვა), ბიზანტიური,...

ფრანგულ-ქართული საზაფხულო სკოლა თსუ-ში

მიმდინარე წლის პირველიდან ხუთი ივლისის ჩათვლით თსუ სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტმა უმასპინძლა საზაფხულო სკოლას, რომელიც ფრანგულ - ქართული პროექტის ფარგლებში მოეწყო. პროფესიული უნარების განმავითარებელი პროექტი, რომელიც მედიაში წინასაარჩევნო პერიოდის გაშუქების სწავლებას ეძღვნებოდა, მომზადდა ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის მიმართულების მიერ, სტრასბურგის უნივერსიტეტის ჟურნალისტური განათლების საუნივერსიტეტო ცენტრის (CUEJ) მონაწილეობით, რომელთანაც თსუ-ს...

თსუ-ს დელეგაცია ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის და ეპიდემიოლოგიის კათედრა მონაწილეობდა საერთაშორისო პროექტის განხორციელებაში სახელწოდებით: „გლობალურ ჯამრთელობაში აკადემიური შესაძლებლობების გაძლიერება აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში (BACE)“. პროექტი 2021 წლიდან მიმდინარეობს და 2024 წლის მაისში დასრულდა.  პროექტის განხორციელებაში თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალთან ერთად მონაწილეობდნენ სპეციალისტები გერმანიიდან, უკრაინიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან. პროექტში...