Blog

ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია პროფესორ ოთარ ჯოხაძეს მიენიჭა

საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულმა აკადემიამ გასულ თვეში კონკურსის შედეგად გამოჩენილ მეცნიერთა სახელობითი აკადემიური პრემიების ლაურეატები გამოავლინა სხვადასხვა დარგში; მათ შორისაა თსუ-ს ასოცირებული პროფესორი, ანდრია რაზმაძის სახელობის მათემატიკის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი ოთარ ჯოხაძე, რომელსაც ნაშრომთა ციკლისათვის - „მათემატიკური ფიზიკის ცნობილი კვაზიწრფივი განტოლებების  ამონახსნთა თვისებრივი და სტრუქტურული გამოკვლევა“ - მათემატიკისა...

პროექტის  – ,,წიგნების თარო“ – გამარჯვებული უნივერსიტეტელები

თსუ-ს სტუდენტებისგან შემდგარმა გუნდმა სატელევიზიო პროექტ ,,წიგნების თაროს” XII სტუდენტურ სეზონში გაიმარჯვა. მთელი სეზონის განმავლობაში თსუ-ს გუნდი ასპარეზობდა სახელით ,,კრატა რეპოა”, მისი წევრები კი გიორგი ადამაშვილი, სანდრო ქართველიშვილი და ალექსანდრე სიდამონიძე იყვნენ. ფინალში მათ თავისუფალი უნივერსიტეტის გუნდი ,,Indie Aura” დაამარცხეს და მთავარი პრიზიც მოიპოვეს - სწავლა დიდ ბრიტანეთში, კემბრიჯის საზაფხულო...

დადეშქელიანთა რეზიდენციები  – ახალი კვლევის წარდგენა და ფოტოგამოფენა თსუ-ში

18 დეკემბერს, თსუ-ს პროფესორებმა როზეტა გუჯეჯიანმა და ქეთევან ხუციშვილმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში წარადგინეს თავიანთი წიგნი: ,,დადეშქელიანთა რეზიდენციები: ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების სოციო-კულტურული მნიშვნელობა და პერსპექტივები.” ნაშრომი შესრულებულია საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს საგრანტო კონკურსის: ,,კულტურის სექტორში თავისუფალი პროექტების ხელშეწყობა” ფარგლებში. წიგნის პრეზენტაციის გარდა გაიხსნა ფოტოგამოფენაც, რომელიც მნახველებს მთელი თვის...

გიორგი ჯღარკავამ თავისი სადისერტაციო ნაშრომი წარმატებით დაიცვა

ცოტა ხნის წინ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე („ფილოლოგია“) დოქტორანტმა გიორგი ჯღარკავამ დაიცვა სადისერტაციო ნაშრომი: „ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი“. ნაშრომი 100 ქულით შეფასდა და გიორგი ჯღარკავას ფილოლოგიის დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა. დისერტაციაში – „ქართველურ ენათა ანდაზების სტრუქტურულ-სემანტიკური ანალიზი“ – თავმოყრილი საკითხები წლების განმავლობაში მუშავდებოდა თსუ-ს...

შემოდგომის სემეტრში თსუ-ს 1354-მა სტუდენტმა სახელმწიფო სტიპენდია მიიღო

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე წლის შემოდგომის სემესტრის სახელმწიფო სტიპენდიები გაიცა. როგორც ცნობილია, სტიპენდიების და მათი მფლობელების რაოდენობა 2023-2024 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრიდან გაორმაგდა. ცვლილებები, რომელიც გასულ წელს მიიღო საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, შეეხო ყველა  წარმატებულ სტუდენტს და 10 სასწავლო თვის განმავლობაში, ოქტომბრიდან ივლისის ჩათვლით, ყოველთვიურად, 150 ლარის ნაცვლად,...

აშშ-ში ვლადიმერ პაპავას ახალი წიგნი გამოიცა

რამდენიმე დღის წინ აშშ-ში გამოიცა თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის პროფესორის, აკადემიკოს ვლადიმერ პაპავას წიგნი  - „რეტროეკონომიკიდან სანქციონომიკამდე: ესეები არატრადიციულ ეკონომიკაზე“ (“From Retroeconomics to Sanctionomics: Essays on Unconventional Economics. Bloomington, iUniverse, ISBN: 978-1663265777, 336 გვ.). როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, წიგნში გაერთიანებულია ესეები, რომლებშიც განხილული საკითხები ეკონომიკური მეცნიერების საყოველთაოდ აღიარებულ სქემებში ვერ...

თემურ ნადარეიშვილმა ფიზიკა ფიზიკის გარეთ გაიტანა

უნივერსიტეტი პროფესორისა და სტუდენტის ურთიერთობაა - ცოდნის გადაცემის პროცესი, როცა მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჯადოსნური კვანძები იკვრება და სიცოცხლის განმავლობაში  ამ კვანძების მეშვეობით ადიან მწვერვალებზე. ვინ იცის, რამდენი ახალგაზრდა ეზიარა თსუ-ს ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე ფიზიკის უსასრულო ლაბირინთებიდან გამოსავალ გზას და რამდენს გაუღვივდა სამყაროს შეცნობის სურვილი, როცა ლექციაზე პირველად...

როგორ გააცნო მარიამ მოსიძემ თავისი ქვეყანა და უნივერსიტეტი გერმანელ სტუდენტებს?

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამაგისტრო პროგრამის მე-2 კურსის სტუდენტი მარიამ მოსიძე კობლენცის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში (გერმანია) ,,ერასმუს +“-ის გაცვლითი პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდა. ,,საზღვარგარეთ სწავლა ერთი სემესტრით იყო ფასდაუდებელი გამოცდილება ჩემთვის. შევიძინე მეგობრები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან, მათ შორის აშშ-დან, ავსტრალიიდან, პორტუგალიიდან, ინდოეთიდან და სამხრეთ კორეადან. ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს ჩვენი გამოცდილება...

იზა ჩანტლაძე−85

ქალბატონი იზა 1 დეკემბერს 85 წლისა გახდებოდა... სამწუხაროდ,  ვერ მოესწრო იუბილეს, რომელსაც ასე ელოდებოდა... თანამემამულე თუ უცხოელი კოლეგების მოლოცვებით განებივრებულს, უყვარდა თავისი დაბადების დღე, რომელსაც ყოველთვის ახალ-ახალი მეცნიერული მიღწევით ხვდებოდა... იზა ჩანტლაძემ 1962 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის კავკასიურ ენათა განყოფილება, შემდეგ ასევე წარმატებით დაასრულა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის...

შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტმა გასული წლის მუშაობა შეაჯამა

გასული წელი თსუ-ს ლიტერატურის ინსტიტუტისთვის ხელხვავიანი აღმოჩნდა. წლის განმავლობაში ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომლები ოთხ მნიშვნელოვან საერთაშორისო და  ადგილობრივ პროექტში იყვნენ ჩართულნი და ყველა პროექტი წარმატებით დასრულდა. მეცნიერულ მონაგარს ისიც ემატება, რომ ინსტიტუტის დირექტორი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი და კომპარატივისტული ლიტერატურის ქართული ასოციაციის (GCLA) პრეზიდენტი ირმა რატიანი, საერთაშორისო მასშტაბით აქტიური...