რა ღონისძიებები მიეძღვნა ბიბლიოთეკარის პროფესიულ დღეს

თარიღი: 2026-05-02 11:12:03

ბიბლიოთეკარის პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 30 აპრილს ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში ჩატარდა. ,,წლევანდელი წელი გამოირჩევა იმით, რომ ამ დღეს მიეძღვნა ორი ღონისძიება: ცნობილი პროფესორის, აკადემიკოსის, ოთარ ჯაფარიძის მემორიალური კაბინეტის გახსნა და გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ,,ბორჯომის კოლექცია”, – აღნიშნა თსუ-ს ბიბლიოთეკის ხელმძღვანელმა ზურაბ გაიპარაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ბიბლიოთეკარის პროფესიული დღის მნიშვნელობაზეც.

ოთარ ჯაფარიძის მემორიალური კაბინეტი საზეიმოდ გახსნა თსუ-ს რექტორმა, აკადემიკოსმა ჯაბა სამუშიამ ნანა ჯაფარიძესთან ერთად. კაბინეტის გახსნა მიეძღვნა ოთარ ჯაფარიძის 105 წლის იუბილეს და მიზნად ისახავს მისი სამეცნიერო მოღვაწეობის პოპულარიზაციას. მეცნიერის პირადი ბიბლიოთეკა, არქივი და მემორიალური ნივთები, ოთარ ჯაფარიძის ანდერძის თანახმად, მისმა ოჯახმა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკას 2020 წელს გადასცა.

მეც­ნი­ერ­თა­გან პირ­ველს მი­ენ­იჭა ივანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია

ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის სა­მეც­ნი­ერო წვლილს და დამ­სა­ხუ­რე­ბას ქარ­თუ­ლი ისტორიოგრაფი­ისა და არ­ქე­ოლ­ოგი­ის წი­ნა­შე გა­ნუ­ზო­მელ­სა და მნიშ­ვნე­ლო­ვანს უწოდ­ებს მი­სი მო­წა­ფე, სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის პრეზიდენ­ტი, აკ­ად­ემ­იკ­ოსი რო­ინ მეტ­რე­ვე­ლი, რო­მე­ლიც აღ­ნიშ­ნავს, რომ სწო­რედ მის­გან იღ­ებ­და მა­გა­ლითს, რო­გო­რი უნ­და იყ­ოს კე­თილ­სინ­დი­სი­ერი მეც­ნი­ერი, ლექტო­რი და მე­გო­ბა­რი: „ბა­ტო­ნი ოთ­არი ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. ის ჩე­მი მასწავლე­ბე­ლი იყო. რო­ცა უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში შე­ვე­დი, ახ­ალ­გაზ­რდა ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე არქე­ოლ­ოგი­ის სა­ფუძ­ვლებს მი­კითხავ­და. 1991 წელს კი მე მო­მიხ­და მი­სი შეც­ვლა რექტო­რის პო­ზი­ცი­აზე. რა შე­მიძ­ლია მას­ზე ვთქვა? დღე­ვან­დელ სა­ქარ­თვე­ლო­ში თუ ვინ­მეს ის­ტო­რი­ულ მეც­ნი­ერ­ებ­ას­თან, კერ­ძოდ კი, არ­ქე­ოლ­ოგი­ას­თან ჰქო­ნია საქ­მე, გვერ­დს ვერ აუვ­ლის ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძეს. იგი იყო ბრწყინ­ვა­ლე მეც­ნი­ერი და ერთ-ერ­თი პირ­ვე­ლი სწავ­ლუ­ლი არ­ქე­ოლ­ოგი სა­ქარ­თვე­ლო­ში. ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძე შემ­თხვე­ვით არ იყო არ­ჩე­ული სა­ქარ­თვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა აკ­ად­ემი­ის აკ­ად­ემ­იკ­ოს­ად – იგი საკ­მაო ხნის მან­ძილ­ზე მუ­შა­ობ­და თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნ­ივ­ერ­სი­ტეტ­ში, ის­ტო­რი­ის ინსტი­ტუტ­სა და მუ­ზე­უმ­ში. ამ პე­რი­ოდ­ში მი­სი ხელ­მძღვა­ნე­ლო­ბით არა­ერ­თი მნიშვნე­ლო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა და გათხრე­ბი ჩა­ტარ­და. სა­ქარ­თვე­ლო­ში, ძი­რი­თა­დად, გათხრი­თი არ­ქე­ოლ­ოგიაა გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი, ბა­ტო­ნი ოთ­არი კი, გარ­და გათხრი­თი არქე­ოლ­ოგი­ისა, გან­მა­ზო­გა­დე­ბელ საქ­მი­ან­ობ­ას­აც ეწე­ოდა. მან და­ად­გი­ნა, რომ კოლხუ­რი კულ­ტუ­რა – ეს არ­ის მი­წათ­მოქ­მედ­თა კულ­ტუ­რა და მის­თვის აუცილებელი იარ­აღ­ებ­იც და­აზ­უს­ტა: თო­ხი, ბა­რი და სხვ. მან ქარ­თულ კულ­ტუ­რა­ში მიწათმოქმედების იარ­აღ­ებს ცალ­კე სტა­ტია მი­უძ­ღვნა და ჯერ კი­დევ 50-იანი წლე­ბის და­საწყის­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მან, ას­ევე, სრუ­ლი­ად სა­ფუძ­ვლი­ან­ად აჩ­ვე­ნა, რომ ში­და ქართლი გვი­ანი ბრინ­ჯა­ოს ად­რინ­დელ სა­ფე­ხუ­რებ­ზე კოლ­ხუ­რი კულ­ტუ­რის გავრცელე­ბის არე­ალ­ში შე­დი­ოდა. ეს ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი გა­მოკ­ვლე­ვა იყო. არ შეიძ­ლე­ბა არ აღ­ვნიშ­ნოთ, რომ ოთ­არ ჯა­ფა­რი­ძის ნაშ­რო­მებ­ში შე­ჯა­მე­ბუ­ლი და განზოგა­დე­ბუ­ლია მეც­ნი­ერ­ული ცოდ­ნა კავ­კა­სი­ის ად­რე­ული და შუ­აბ­რინ­ჯა­ოს კულტუ­რე­ბის შე­სა­ხებ. მას გა­მო­ცე­მუ­ლი აქ­ვს რამ­დე­ნი­მე მო­ნოგ­რა­ფია, მაგ­რამ ორი ნაშ­რო­მი – „ლი­თო­ნის წარ­მო­ებ­ის ად­რე­ული სა­ფე­ხუ­რე­ბი სა­ქარ­თვე­ლო­ში” და „ქართვე­ლუ­რი ტო­მე­ბის ის­ტო­რია ლი­თო­ნის წარ­მო­ებ­ის ად­რე­ულ სა­ფე­ხურ­ზე“ – ბევრ სა­ინ­ტე­რე­სოს გვაძ­ლევს და მი­ან­იშ­ნებს, რომ მეც­ნი­ერი ძა­ლი­ან სე­რი­ოზ­ულ­ად სწავლობ­და სა­ქარ­თვე­ლო­ში მე­ტა­ლურ­გი­ის გან­ვი­თა­რე­ბის სა­კითხებს. სა­ინ­ტე­რე­სოა ის­იც, რომ 1958 წელს მან თრი­ალ­ეთ­ში აღ­მო­აჩ­ინა მე­ორე ოთხთვა­ლა ეტ­ლი (ამ­გვა­რი ეტ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში პირ­ვე­ლად 1939 წელ­საც იპ­ოვეს), რო­მელ­საც რი­ტუ­ალ­ური დანიშ­ნუ­ლე­ბა ჰქონ­და და ამ­ით და­ად­გი­ნა, რომ ბორ­ბლის პრინ­ცი­პი სა­ქარ­თვე­ლო­ში უძ­ვე­ლე­სი დრო­იდ­ან არ­სე­ბობ­და, ხო­ლო, ეს უკ­ან­ას­კნე­ლი ცი­ვი­ლი­ზა­ცი­ის ერთ-ერთ ნიშ­ნა­დაა მიჩ­ნე­ული” – აღნიშნავს აკადემიკოსი როინ მეტრეველი.  

ოთარ ჯაფარიძე იყო 120-ზე მე­ტი სა­მეც­ნი­ერო შრო­მის ავ­ტო­რი. 1969 წელს ნაშრომისათ­ვის – „არ­ქე­ოლ­ოგი­ური გათხრე­ბი თრი­ალ­ეთ­ში” – მეც­ნი­ერ­თა­გან პირ­ველს მი­ენ­იჭა ივანე ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის სა­ხე­ლო­ბის პრე­მია. 1993 წლი­დან არ­ჩე­ული იყო საქართვე­ლოს მეც­ნი­ერ­ებ­ათა ერ­ოვ­ნუ­ლი აკ­ად­ემი­ის წევ­რად.

ბორჯომის სასახლის ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექცია

მეორე ღონისძიება, როგორც აღვნიშნეთ, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის ცენტრალურ შენობაში გამოფენით გაიხსნა, სადაც წარმოდგენილია ბიბლიოთეკის ფონდებში დაცული ,,ბორჯომის კოლექცია“. ბორჯომის სასახლის ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექცია 1921 წელს ექვთიმე თაყაიშვილმა საგანძურთან ერთად ევროპაში გაიტანა და, დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, 1936 წელს სამშობლოში დააბრუნა. მან მოახერხა 1936 წლის 15 ივლისს ბორჯომის ბიბლიოთეკის წიგნებით დატვირთული 27 ყუთი მარსელიდან ბათუმში გემით გამოეგზავნა. ეს იყო დიდი საგანძურის ნაწილის სამშობლოში დაბრუნების პირველი ტალღა. კოლექცია მოიცავს გამორჩეულ გამოცემებს ბოტანიკაზე, საქართველოს ეკლესიასა და წმინდანებზე, საფრანგეთის ისტორიასა და ხელოვნებაზე, ასევე ალბომებს, რუკებს, ატლასებსა და მხატვრულ ლიტერატურას სხვადასხვა ენაზე. ექვთიმე თაყაიშვილის სურვილის საფუძველზე კოლექცია თსუ-ს ბიბლიოთეკას გადაეცა და დღეს უნივერსიტეტის დაცულ ფონდებში ინახება.

თსუ-ს რექტორმა ჯაბა სამუშიამ, რომელმაც პროფესიული დღე მიულოცა ბიბლიოთეკარებს, აღნიშნა: „მინდა ყველა ბიბლიოთეკარს მივულოცო პროფესიული დღე. ამ დღესთან დაკავშირებით თსუ-ს ბიბლიოთეკაში გამოიფინა ბორჯომის ბიბლიოთეკის უნიკალური კოლექცია, რომელიც ექვთიმე თაყაიშვილმა საგანძურთან ერთად გაიტანა ევროპაში. ეს ჩვენი ქვეყნის მნიშვნელოვანი ისტორიული მემკვიდრეობაა. ეს კოლექცია წარმოადგენს საგანძურს არა მხოლოდ თსუ-სთვის, არამედ მთლიანად ქვეყნისთვის“.

რა დამსახურებისთვის დაჯილდოვდა ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელი მურთაზ მატარაძე?

ღონისძიების ფარგლებში თსუ-ს ბიბლიოთეკის ბიბლიოთეკარმა ლია ვალიევამ ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა მის მიერ გადაწერილი, ამ დღისათვის შექმნილი ხელნაწერი – ,,თამარიანი”. მხატვარმა, პოეტმა და ბიბლიოთეკის ყოფილმა თანამშრომელმა, ბიბლიოთეკარმა ლუარა ჭანტურიამ კი თავისი ნახატი გადასცა ბიბლიოთეკის ხელმძღვანელს.

ბიბლიოთეკარის დღესთან დაკავშირებით ივანე ჯავახიშვილის 150 წლისთავის აღსანიშნი არაერთი ღონისძიების ორგანიზებისთვის საზეიმოდ დაჯილდოვდა ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელი მურთაზ მატარაძე.

,,ჩემთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, რომ მომეცა საშუალება  – პატივი მივაგო ჩვენი დედა უნივერსიტეტისა და კავკასიაში პირველი ცოდნის ტაძრის დამაარსებელს დიდ ივანე ჯავახიშვილს. განსაკუთრებულად არის აღსანიშნავი, რომ, როგორც ბიბლიოთეკის მეგობართა კლუბის ხელმძღვანელი და სტუდენტი, ვმართავ შეხვედრების ციკლს, სადაც ჩემს გუნდათ ერთად სტუდენტები ვხვდებით სკოლის მოსწავლეებს, ვაცნობთ მათ ივანე ჯავახიშვილის შემოქმედებასა და განვლილ გზას… ასევე, მონაწილეობა მივიღეთ ივანე ჯავახიშვილის 150 წლის საიუბილეო კვირეულის ფარგლებში თსუ-ში გახსნილი გამოფენის ორგანიზებაში, რომელიც ეძღვნებოდა დიდი მეცნიერის მრავალმხრივ სამეცნიერო მემკვიდრეობას. უნდა ვახსენოთ ივანე ჯავახიშვილის დაბადებიდან 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილი უნივერსიტეტის კურსდამთავრებული 27 მხატვრის გამოფენაც, რომლის საორგანიზაციო საკითხებში მთლიანად ვიყავით ჩართულნი. მინდა, ჩემი მადლიერება გამოვხატო უნივერსიტეტის რექტორის, აკადემიკოს ჯაბა სამუშიას, ბიბლიოთეკის ხელმძღვანელის, ბატონ ზურაბ გაიპარაშვილის, შოთა რუსთაველის სამკითხველო დარბაზის ხელმძღვანელის ხათუნა ჩუგოშვილისა და ადმინისტრაციის მიმართ, რადგან დღეს გადმომეცა სიგელი ივანე ჯავახიშვილის 150 წლის იუბილისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობისათვის – ეს ჩემთვის დიდი პატივი და ბედნიერებაა“, – აღნიშნავს მურთაზ მატარაძე.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა, ასევე, პარლამენტის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ, საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ თინათინ ნიბლოშვილმა და შალვა ნუცუბიძის ქალიშვილმა თამარ ნუცუბიძემ. მათ პროფესიული დღე მიულოცეს ბიბლიოთეკარებს.

ღონისძიებას ესწრებოდნენ, აგრეთვე, თბილისის მულტიფუნქციური ბიბლიოთეკების გაერთიანების დირექტორი, საბიბლიოთეკო საქმის განვითარების მენეჯერი, თბილისში არსებული სხვა ბიბლიოთეკების მოწვეული ბიბლიოთეკარები, სტუდენტები და ოთარ ჯაფარიძის ოჯახის წევრები.

ღონისძიების ბოლოს ნომინაციაში – ,,ყველაზე აქტიური მკითხველი” – გამარჯვებული სტუდენტებიც დაჯილდოვდნენ სიგელებითა და წიგნებით.

Facebook
Twitter
LinkedIn