ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის სტიპენდიატები

თარიღი: 2024-11-11 13:22:52

სტუდენტთა მოტივაციის ამაღლებისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს მათ წახალისებას,  განსაკუთრებით კი პროფესიული ორგანიზაციებიდან, რომლებიც დიდ როლს ასრულებენ კურსდამთავრებულების შემდგომ დასაქმებაში.

ასეთ ორგანიზაციას აღრიცხვის, ანალიზის და აუდიტის მოდულის სტუდენტებისათვის წარმოადგენს საქართველოს პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაცია (ბაფ). იგი 2006 წლიდან ჩვენი მოდულის მე-4 კურსის ორ  წარჩინებულ სტუდენტს ყოველთვიურად უხდის სტიპენდიას 125 ლარის ოდენობით.

კათედრის მიერ სტუდენტთა შერჩევა ხდება GPA-ს, მოდულის საგნებში მაღალი აკადემიური მოსწრებისა და პედაგოგების რეკომენდაციით.

ამჟამად, ბაფ-ის სტიპენდიაზე წარდგენილია თსუ-ს ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის მე-7 სემესტრის კიდევ ორი სტუდენტი  – ლილი წერეთელი და მარიამ სხირტლაძე, რომლებიც შემდგომი 10 თვის განმავლობაში მიიღებენ ბაფ-ის სტიპენდიას.

Facebook
Twitter
LinkedIn