ანტვერპენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული საზაფხულო სკოლის მონაწილეთა გამოხმაურება

თარიღი: 2024-10-22 19:45:25

თსუ-ს მედიცინის ფაკულტეტის მე-5 კურსის სტუდენტებმა ნინი შავაძემ, ნინო ხარაიშვილმა და მერაბ ჭანტურიამ მონაწილეობა მიიღეს ანტვერპენის უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებულ საზაფხულო სკოლაში, რომელიც ფოკუსირებული იყო ფარმაკოლოგიურ უსაფრთხოებასა და კარდიო-ონკოლოგიაზე.

,,საზაფხულო სკოლა ჩვენთვის უნიკალური შესაძლებლობა აღმოჩნდა –  დავსწრებოდით მაღალი დონის ლექციებს, რომლებიც მოიცავდა უახლეს კვლევებს და ინოვაციებს კარდიო-ონკოლოგიის სფეროში. გარდა ამისა, შესაძლებლობა გვქონდა მონაწილეობა მიგვეღო პრაქტიკულ სესიებში, სადაც განიხილავდნენ რთულ კლინიკურ შემთხვევებსა და ფარმაკოლოგიურ რისკებს, რაც ეხება პაციენტებს, რომლებსაც კიბოს მკურნალობის პარალელურად გულ-სისხლძარღვთა დაავადებები აწუხებთ. ეს იყო ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი გამოცდილება. საზაფხულო სკოლამ მოგვცა შესაძლებლობა – გაგვეცნო წამყვანი სპეციალისტები და დავუფლებოდით პრაქტიკულ უნარებს, რომლებიც აუცილებლად გამოგვადგება მომავალში, როგორც ექიმებს, ჩვენს სამომავლო პროფესიაში“, – აღნიშნავენ საზაფხულო სკოლის მონაწილენი.

ანტვერპენის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლამ გააღრმავა სტუდენტების ინტერესები კარდიო-ონკოლოგიისადმი და განავითარა მათი ცოდნა იმ ურთიერთქმედებების შესახებ, რაც გულის დაავადებებსა და კიბოს მკურნალობას შორის არსებობს.

Facebook
Twitter
LinkedIn