აკადემიურ საბჭოს ახლად არჩეული წევრები ჰყავს

თარიღი: 2022-10-24 22:11:00

24 ოქტომბერს  ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს შემადგენლობაში ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევითი ერთეულის წარმომადგენელთა ვაკანსიების შევსების მიზნით აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა.

აკადემიური საბჭოს ახლად არჩეული წევრები არიან:  იურიდიული ფაკულტეტიდან – ვასილ გონაშვილი (4 წლის ვადით); ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – ომარ ფურთუხია (3 წლის ვადით) და ცისანა გავაშელი (4 წლის ვადით); ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – ზაქარია ქიტიაშვილი (4 წლის ვადით); ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან – თემურ შენგელია (4 წლის ვადით); სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – მარი წერეთელი (4 წლის ვადით); ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან – მიხეილ ბახტაძე (4 წლის ვადით) და რამაზ ქურდაძე (4 წლის ვადით); მედიცინის ფაკულტეტიდან – ალექსანდრე ცისკარიძე (4 წლის ვადით) და ნინო შარაშიძე (4 წლის ვადით), ალ. თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტიდან – ნინო სადრაძე (2024 წლის 2 ივლისამდე).

აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო 805 ამომრჩეველმა ყველა ფაკულტეტიდან.

არჩევნების შედეგებზე ინფორმაცია მოგვაწოდა თსუ-ის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ვასილ ბარამიძემ.

,,არჩევნებზე მაღალი აქტივობა დაფიქსირდა. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ამ ეტაპზე საჩივარი არ არის შემოსული. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტიდან და ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტიდან არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს დამკვირვებლების სახით  წარმომადგენლები ჰყავდათ ადგილზე  და არანაირ ექსცესს ადგილი არ ჰქონია“, – განაცხადა ვასილ ბარამიძემ.    

Facebook
Twitter
LinkedIn