უნივერსიტეტმა აკადემიური საბჭოს ახალი წევრები აირჩია
9 ივლისს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აკადემიური საბჭოს წევრთა არჩევნები გაიმართა. გამოცხადებული იყო 23 ვაკანსია ფაკულტეტებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარმომადგენელთა შერჩევისთვის.ყველა წევრი 4 წლის ვადით ირჩეოდა.
საარჩევნო ქვეკომისიების მიერ მიწოდებული კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმების საფუძველზე, თსუ საარჩევნო კომისიამ გამოსცა არჩევნების შედეგების აქტი, რომლის მიხედვითაც, ამომრჩეველთა საერთო რაოდენობიდან (1628 პირი), არჩევნებზე გამოცხადდა 1180. არჩევნები მიმდინარეობდა 23 საარჩევნო უბანზე. თითოეულ უბანზე გამოცხადდა რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის ნახევარზე მეტი, რაც გულისხმობს იმას, რომ არჩევნები ყველა საარჩევნო უბანზე ჩატარებულად ჩაითვალა. საერთო მონაცემებით, აკადემიური საბჭოს არჩევნებში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 72%-ზე მეტმა.საარჩევნო ყუთში ნადვილი ბიულეტენის რაოდენობა იყო 1168 (ბათილად ცნობილი იქნა 12 ბიულეტენი).
აკადემიური საბჭოს არჩევნებში გამარჯვებული კანდიდატებია:
- ლევან საბაური – ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი;
- გურამ ქუთელია – ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკლუტეტი;
- ირაკლი დვალიძე – იურიდიული ფაკულტეტი;
- ნოდარ ხოდელი – მედიცინის ფაკულტეტი;
- თამარ ვეფხვაძე – სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებატა ფაკულტეტი;
- თამარ გაგოშიძე – ფსიქოლოგიისა და განათლების მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- ქეთევან ხუციშვილი – ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი;
- თეიმურაზ ბაქრაძე – მიხეილ ნოდიას სახელობის გეოფიზიკის ინსტიტუტი;
- მარინე მაჭავარიანი -რაფიელ აგლაძის სახელობის არაორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
- კახაბერ ქოიავა – ალექსანდრე ჯანელიძის სახელობის გეოლოგიის ინსტიტუტი;
- ვახტანგ მაღრაძე – არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტი;
- მაია ძაგანია – პეტრე მელიქიშვილის სახელობის ფიზიკური და ორგანული ქიმიის ინსტიტუტი;
- ნინო სადრაძე – ალექსანდრე თვალჭრელიძის სახელობის მინერალური ნედლეულის კავკასიის ინსტიტუტი;
- ივანე ამირხანაშვილი – შოთა რუსთაველის სახელობის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი;
- როზეტა გუჯეჯიანი – ივანე ჯავახიშვილის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი;
- თამარ ზოიძე – თინათინ წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტი;
- გიორგი ლომინაძე – ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი;
- ლაშა ეფრემიძე – ანდრია რაზმაძის სახელობის მატემატიკის ინსტიტუტი;
- ზურაბ ჩხაიძე – ალექსანდრე ნათიშვილის სახელობის მორფოლოგიის ინსტიტუტი;
- ალექსანდრე შენგელაია – ელეფთერ ანდრონიკაშვილის სახელობის ფიზიკის ინსტიტუტი;
- ლია თოთლაძე – პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტი;
- ედიშერ ცხადაძე – ნოდარ ამაღლობელის სახელობის მაღალი ენერგიების ფიზიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;
- ელიზბარ ნადარაია – ილია ვეკუას სახელობის გამოყენებითი მათემატიკის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი;